“ზესტაფონისა” და “დილას” ურთიერთობები ციფრებში

კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დილას” დაუპირისპირდება.

მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 24 შეხვედრას ითვლის. “ზესტაფონისა” და გორის “დილას” მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა – ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 20 შეხვედრაში ზესტაფონელებმა 13 მოიგეს და 7 მატჩში დამარცხდნენ. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც საგრძნობი უპირატესობა იმერელთა მხარესაა – 36-21.

გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ, ჩემპიონატში გამართული მატჩებისაგან განსხვავებით, სრული თანაფარდობაა – 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5.

რაც შეეხება საქართველოს სუპერთასზე ამ გუნდების შეხვედრებს, ასეთი დაპირისპირება ერთხელ, 2013 წლის 22 თებერვალს გაიმართა – მარგველთა და შიდაქართლელთა მონაწილეობით გამართული იმ მატჩის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ იმერელთა სასარგებლოდ (4-2) გადაწყვიტა და ჩვენს კლუბს ზედიზედ მეორედ მოგებული სუპერთასი მოუტანა.

გორის “დილასა” და “ზესტაფონს” შორის 19 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი განსჯის, 15:00 საათზე დაიწყება. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი იგეგმება.

FCZestafoni.GE

იმერლები “დილასთან” მატჩისთვის ემზადებიან

მცირე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას მარგველები 19 ოქტომბერს გამართავენ – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდი ადგილობრივ “დილას” ესტუმრება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონის ბაზაზე დღეს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC02597

DSC02598

DSC02604

DSC02607

DSC02609

DSC02610

DSC02613

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

„დილა“ თასის 1/8 ფინალში გავიდა

გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები, სადაც„დილამ“ პირველ შეხვედრაში გამარჯვების (1:3) შემდეგ, შინ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

მატჩი გახურებულიც არ იყო როცა ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს. მე-3’ წუთზეხურცილავა შეტევაში კარგად ჩაერთო და ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში მოდებაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა კარში მდგომ ბაჩო მიქავას –1:0.

ამ გოლის შემდეგ გორელებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს. ჯერ ყანჩაშვილს ჰქონდა მომენტი, თუმცა მცირედით ააცდინა, ხოლო შემდეგ გურეშიძემ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით მოიგო და ახლო მანძილიდან დაარტყა. რომ არა სომხიშვილის სწრაფი რეაქცია ანგარიში გათანაბრდებოდა. რეალური მომენტი ჰქონდა მოდებაძესაც, რომელმაც ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში და მეტოქე ხარიხამ იხსნა, გადმოვარდნილ ბურთთან ყველაზე ახლოს ფალავანდიშვილიაღმოჩნდა, რომელმაც მოუხელთებელი სიტუაციიდან მიზანს ააცდინა.

რათქმაუნდა გორელები ყველა კომპონენტში ჯობნიდნენ მეტოქეს და ძირითადად სწორედ ისინი ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. ადამაძეს კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმულს მეტოქის მცველები გადაეფარნენ და გადაარჩინეს საკუთარი გუნდი. ტაიმის მიწურულსწიქარიძემ ცადა შორიდან დარტყმა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

მეორე ტაიმშიც რასაკვირველია „დილას“ ფეხბურთელებს მიყავდათ თამაშის სურათი. დასაწყისშივე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთით რაზმაძეს შეეძლო სხვაობის გაზრდა, თუმცა ბურთი ფეხიდან აეჭრა და სხვა მიმართულებით წავიდა. შემდეგ იყო ჯაფარიძისა და ერისთავის კარგი და ზუსტი დარტყმები, თუმცაორივეს დარტყმული საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა.

65’-ე წუთზე მოდებაძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მიქავამკვლავ მოიგერია, დამატებაზე კი ფალავანდიშვილს მახვილი კუთხიდან არ გამოუვიდა ძლიერი დარტყმა და აქაც მეკარემ იმარჯვა. შეცვლაზე შესულ გიორგი კურმაშვილსაც შეექმნა გოლის გატანის შანსი, თუმცა ძლიერად დარტყმული ბურთი მეტოქის მცველმა ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა. მთლიანობაში მასპინძლებმა ყოველგვარი ზედმეტი ძალის გარეშე შეძლეს საპასუხო თამაშის მოგებაც და დამსახურებულად გავიდნენ თასის 1/8 ფინალში.

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: სომხიშვილი, ჯაფარიძე, კვეკვესკირი, ადამაძე, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (ჭეჭელაშვილი 77’), რაზმაძე (კაპ.), სეთურიძე, ერისთავი (კურმაშვილი 63’), მოდებაძე.

სათადარიგო: ზარქუა, ლომიძე, ბაჩიაშვილი, ჭეჭელაშვილი, კურმაშვილი, ახალკაცი, არაბული.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„ლოკომოტივი“: მიქავა, მაკასარაშვილი, გურეშიძე, ყანჩაშვილი (არდაზიშვილი 46’), გავაშელიშვილი, კიკნაძე, ღვინაშვილი (წივწივაძე 62’), კუხალაშვილი (ლუკავა 43’), მთივლიშვილი, სულთანიშვილი (კაპ.), კუსიანი.

სათადარიგო: ტყემალაძე, პატარკაციშვილი, წივწივაძე, ლუკავა, ვაშაკიძე, არდალიშვილი, ლეჟავა.

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

 

გოლები: მოდებაძე (3’) 1:0.

გაფრთხილებები: წიქარიძე (51’), სეთურიძე (56’).

მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი.

„დილას“ პრესსამსახური

დუბლებიც ფრედ დასრულდა

დუბლიორთა გათამაშების მეშვიდე ტურში „დილამ“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის„დინამოს“ უმასპინძლა.

მოედანზე გუნდები თანაბრად იბრძოდნენ და ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები. გორელთაგან ბუზალაძისა და ჭეჭელაშვილის მომენტები იყო გამოსარჩევი. ილიას თავური დარტყმით შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ხარიხასს მოარტყა, ხოლო ჭეჭელაშვილის ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია და იხსნა თავისი გუნდი. სტუმრებს კი ერთი-ერთზე ჰქონდათ მომენტი, მაგრამ მარიამიძემ მეტოქეს აჯობა და ბურთის მოგერიება შეძლო.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა. ანგარიშის გახსნა გორელებმა მოახერხეს. 66’-ე წუთზე გიორგი ერისთავმა კარგად ითამაშა, ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მოჭრილი დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა – 1:0. ზუსტად ხუთ წუთში თბილისელებმა კვერნაძის ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს – 1:1.

მატჩის მიწურულს მთავარ მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც შეეძლო როდესაც თბილისელებმა გორელი ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ არბიტრმა ამ მომენტზე რეაგირება არ მოახდინა. მატჩის უკანასკნელი შეტევა გორელებმა განახორციელეს და სახიფათი ჯარიმაც მოიპოვეს.ტიტვინიძემ დარტყმა მცირედ არაზუსტად შეასრულა. საბოლოოდ ეს დაპირისპირება ფრედ 0:0დასრულდა.

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: მარიამიძე, ტიტვინიძე, ოქროპირიძე (კაპ.), ბაჩიაშვილი, ზეინკლიშვილი, ჩხიკვაძე, ჭეჭელაშვილი, ნონიკაშვილი, ერისთავი (ზუბიაშვილი 83’), კურმაშვილი (ქარელი 63’), ბუზალაძე (საბიაშვილი 74’).

სათადარიგო: ბოლოთაური, საბიაშვილი, ავაზნელი, ზუბიაშვილი, ქარელი, მჭედლიშვილი, სალარიძე.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ელიაური.

 

„დინამო“: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, ყურშავიშვილი, კირკიტაძე (ქანთარია 78’), ნემსაძე, ჩიხლაძე, ვეკუა (კაპ.), კვერნაძე, ო. კობახიძე (გადრანი 90’), ა. კობახიძე (ლილიაშვილი 46’).

სათადარიგო: ისიანი, გადრანი, ქანთარია, აშორტია, ლილუაშვილი, ბუღრიძე, გეგეშიძე.

მთავარი მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე.

მთავარი არბიტრი: თემურ დადაჰავა.

FCDinamo.Ge

გორში “დინამოს” დუბლებმაც ფრედ ითამაშეს

დღეს გორში დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა. დილას სარეზერვო შემადგენლობამ დინამოს დუბლებს უმასპინძლა. დაძაბული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 55- ე წუთზე ერისთავმა გახსნა, რასაც 5 წუთში კვერნაძის ზუსტი საპასუხო დარტყმა მოჰყვა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამოელები 16 ქულით ინარჩუნებენ პირველ ადგილს სატურნირო ცხრილში.

დილა დუბლები 1:1 დინამო დუბლები

დინამო: კულუა, კაპანაძე, კირკიტაძე, კაციტაძე (ბასარია 70), ყურშავიშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე, კვერნაძე, ო. კობახიძე (გადრანი 89), ა. კობახიძე (ლილუაშვილი 46)

ჩიხურა – დილა 2:1

უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურში საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო საკუთარ მოედანზე და მეტოქე მინმალური სხვაობით დაამარცხა.

ჩიხურა 2-1 დილა

გოლები: ჯიღაური 27′ (1:0); ქარქუზაშვილი 50′ (1:1); ადამაძე 80′ (2:1 ს.კ.)

 

“დილას” დუბლების სამიდან სამი

გაიმართა დუბლიორთა გათამაშების მესამე ტურის მატჩი, სადაც ჩვენმა გუნდმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ბათუმის „დინამოს“ მეორე გუნდს უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი სხვაობით 6:1 დაამარცხა.

ვლადიმერ ელიაურის დამოძღვრილი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა სათამაშო უპირატესობას. შეხვედრა ჯერ არ იყო გახურებული როდესაც ნოზაძემ კარგი გადაცემითნონიკაშვილი ერთი-ერთზე გაიყვანა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. გორელები კვლავ აგრძელებდნენ მეტოქეზე ზეწოლას და მე-40’ წუთზე ნიკა ელიაურმა მეორეჯერ აიღო „დინამოელთა“ კარი – 2:0. ამით პირველი ნახევარიც გაილია.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს, რასაც გოლი მოყვა. საჯარიმოში ბაჩიაშვილს ბურთი ხელზე მოხვდა და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პაჭკორიამ ნიშნულიდან დაარტყა, მარიამიძემ კუთხე გამოიცნო და შეწვდა ბურთს, თუმცა დარტყმული ისეთი ძლიერი იყო რომ ბურთი მაინც ბადეში მოხვდა – 2:1. ამ გოლით ბათუმელებს იმედი მიეცათ და რამოდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს, თუმცა „დილას“ დაცვა საიმედოდ გამოიყურებოდა.

მალევე ჩვენმა გუნდმა კვლავ იგდო ხელთ თამაშის სადავეები. კურმაშვილის ძალიან კარგი თამაშის შედეგად ნონიკაშვილმა დუბლის გაფორმება შეძლო – 3:1. ამის შემდეგ სტუმრები გატყდნენ. დასრულებამდე ათი წუთი რჩებოდა, როდესაც კურმაშვილმა შორიდან ლამაზი ბურთის გატანა შეძლო – 4:1. ამას მოყვა ნონიკაშვილის ჰეთრიკი და ბოლო წუთებზე ლევანმა პოკერიც შეასრულა – 6:1. საბოლოოდ „დილამ“ დიდი ანგარიშით 6:1 ძლია მეტოქეს და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

 

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მარიამიძე, ტიტვინიძე, ოქროპირიძე, ბაჩიაშვილი, ზეინკლიშვილი, ელიაური, საბიაშვილი, ნოზაძე, ნონიკაშვილი, კურმაშვილი, ბუზალაძე.

სათადარიგო: ტერუნაშვილი, ჩხიკვაძე, გოგიაშვილი, ზუბიაშვილი, ავაზნელი, სარალიძე, ხაჩიძე.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ელიაური.

 

გოლები: ნონიკაშვილი (2’) 1:0, ელიაური (40’) 2:0, პაჭკორია (66’ პენ.) 2:1, ნონიკაშვილი (73’) 3:1, კურმაშვილი (80’) 4:1, ნონიკაშვილი (83’; 89’) 6:1.

გაფრთხილებები: კურმაშვილი (41’), ზუბიაშვილი (74’), ჩხიკვაძე (75’).

მთავარი მსაჯი: თემურ კალაძე.

„დილას“ პრესსამსახური

უჩა სოსიაშვილი: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს და დამთავრდეს ამაზე საუბარი“

ამ განცხადების გაკეთება გადაწყდა მას შემდეგ რაც „დილა“ – „დინამო (ბთ.)-ის მატჩზე მსაჯებმა და კერძოდ მალხაზ ბეუქლიშვილმა მიიღო ძალზედ საეჭვო გადაწყვეტილებები, რამაც გუნდის შედეგზე დიდად იმოქმედა. აღნიშნულ საკითხზე „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა და კლუბის მენეჯერმა გია ისიანმა მცირე კომენტარები გააკეთეს:

უჩა სოსიაშვილი: „არ შეიძლება დღეს ასეთი რამეები ისევ ხდებოდეს ქართულ ფეხბურთში. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მსაჯებს და მკაცრი სანქციები გატარდეს მათ მიმართ. ძალიან ხშირია მათი მხრიდან უხეში შეცდომები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს და დამთავრდეს ამაზე საუბარი.“

გია ისიანი: „დიდი იმედი მაქვს ფეხბურთის ფედერაცია სათანადო ზომებს მიიღებს და აღარ დაუშვებს ისეთ შემთხვევებს რაც „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩზე მოხდა. გულშემატკივრის მოლოდინი დიდია ამ საკითხის მიმართ და მსაჯთა კომიტეტის შესაბამისმა ორგანომ უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი, რათა დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ. იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი შეცდომები აღარ იქნება დაშვებული. განსაკუთრებით მაყურებელს უნდა ვცეთ პატივი, რომელიც სტადიონზე მოდის თამაშის საყურებლად და მათ შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ.“

ს.კ. „დილა“

დილა – დინამო ბათუმი 0:1

გორში გამართული ადგილობრივი “დილას” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართული შეხვედრა სტუმრების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ირაკლი ჩირიკაშვილმა გაიტანა.

„დილას“ წინასამატჩო ვარჯიში

22 აგვისტოს „დილამ“ საკუთარ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჩენი გუნდი ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩი 17:15 წუთზე დაიწყება.

„დილას“ პრესსამსახური

ქუთაისის “ტორპედო” გორის „დილასთან“ ძველი ანგარიშების გასასწორებლად

პარასკევს, 15 აგვისტოს, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში გორის „დილას“ მიიღებს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.

2013-2014 წლების ეროვნულ სეზონში „ტორპედოსთვის“ „დილა“ აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. გასულ ჩემპიონატში სა სათასო გათამაშებაში ყველაზე უარყოფითი ბალანსიც სწორედ გორელებთან გვქონდა(1 ფრე და 5 მარცხი, ბურთები: 1:14) და ამით, მათ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაში შესამჩნევად გაიუმჯობესეს მდგომარეობა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიუხედავად ასეთი ცუდი შედეგებისა, ქუთაისელები ქვედა ექვსეულში პირველ ადგილზე გავიდნენ და 7 ქულით ჩამოიტოვეს ისინი.

ჩვენმა მომდევნო მოწინააღმდეგემ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი ახალი მთავარი მწვრთნელის, 25 წლის უჩა სოსიაშვილის თაოსნობით საქართველოში გაიარა. მან გუნდში შემდეგი ახალწვეულები მიიყვანა: გიორგი სომხიშვილი(„ჩიხურადან“), დავით ხურცილავა, ნიკა კვეკვესკირი და ირაკლი მოდებაძე(სამივე თბილისის „დინამოდან“), გიორგი სეთურიძე(„მეტალურგიდან“), ლაშა ჯაფარიძე(მოლდოვური „ტირასპოლიდან“), ბაჩანა არაბული(ესპანური „ალკორკონიდან“ დაუბრუნდა) და გურამ ადამაძე(„ტორპედოდან“). ამგვარი შევსების შემდეგ „დილამ“ ჩემპიონატი შინ ცხინვალის „სპარტაკთან“ დამაჯერებელი მოგებით(2:0) დაიწყო.

რაც შეეხება გორულ გუნდთან „ტორპედოს“ საერთო სტატისტიკას, იგი ასეთია – პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) გორის “დილას” უმაღლეს ლიგაში 48-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 8-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 31 შეხვედრა მოიგო, “დილამ” 19, ფრედ კი 6 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობას ადასტურებს – 105:68.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 29 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 15 წააგო (ბურთები 96:59), ხოლო თასზე 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 4 წააგო (ბურთები 8:9).

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა გორელები 8:3, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში დაამარცხეს, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი 2014 წლის 4 აპრილით თარიღდება – 0:4.

ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთაც “ტორპედოს” მაისურით სხვადასხვა დროს გორის „დილას“ კარში 1 და მეტი გოლი გაუტანიათ.

15 გოლი – გიორგი მეგრელაძე

13 გოლი – დავით ჯანაშია

6 გოლი – მიხეილ აშვეთია, ზაზა ვაჩიბერაძე

5 გოლი – ზურაბ იონანიძე

4 გოლი – მამუკა ხუნდაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ფანცულაია

2 გოლი – მერაბ მეგრელაძე, გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, გიორგი გაბიდაური, მიხეილ ბობოხიძე, ანდრეი პოროშინი, რობერტ ზირაქიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე

1 გოლი – ალეკო დვალიშვილი, ვასილ შენგელია, ჯაბა წიკლაური, გრიგოლ თევზაძე, როსტომ თორღაშვილი, ივანე ჯუღელი, მალხაზ მორგოშია, მამუკა მანაგაძე, დავით ჩხეტია, გიორგი წიქარიშვილი, გიორგი სუხიაშვილი, ვასილ გიგიაძე, ლევან ქებაძე, გიორგი გოგიაშვილი, გრიგოლ იმედაძე, ჯონი შალამბერიძე, შოთა ჩომახიძე, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი დარსაძე, რევაზ ჯიქია, თენგიზ უგრეხელიძე, დავით ბოლქვაძე, ლაშა შერგელაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე, ოთარ კვერნაძე.

FCTorpedo.GE

დილა 2:0 სპარტაკი

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” 2:0 დაამარცხა. გოლები მოდებაძემ და კვეკვესკირმა გაიტანეს.