სოსიაშვილი: „მეტოქემ ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა“

თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელებმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს.

უჩა სოსიაშვილი: „აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან სანახაობრივი თამაში გამოვიდა. საკმაო მომენტი შეიქმნა. საყურებლად კარგი შეხვედრა იყო.
პირველ ნახევარში ვცდილობდით, მეტოქისთვის თამაშის საშუალება არ მიგვეცა. ეს სწორედ პირველ ოც წუთში გამოგვივიდა და გოლი ამ პერიოდში გავიტანეთ. სამწუხაროდ, ეს ქართული ფეხბურთის პრობლემაა – გოლის შემდეგ დავალება ვერ შევასრულეთ. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ ჩვენი სუსტი წერტილები კარადი გამოიყენა. სქემა სწორედ ამიტომაც შევცვალეთ, მაგრამ გოლი გავუშვით და კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება მოგვიწია. მოვახერხეთ და ანგარიშით გავათანაბრეთ. ვფიქრობ, ჩემპიონატის ბედი ბოლო ტურშ გაირკვევა“

„დინამო“ თასის ნახევარფინალში გავიდა

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის საქართველოს თასის განმეორებით 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ინტერესს არაერთი მიზეზის გამო იწვევდა. მათ შორის მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ჩემპიონატში „დინამო“ პირველ ადგილზე იმყოფება და გორელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. გარდა ამისა, პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორივე გუნდი თამაშს დანაკლისით ხვდებოდა – „მტკვრისპირელთა“ რიგებიდან, პირველ რიგში, კაპიტან ნიკა ჭანტურიას გამოყოფა შეიძლება. „ზესტაფონთან“ ჩემპიონატის შეხვედრაში ჭანტურიამ მენისკის ტრავმა მიიღო. გამორიცხული არ არის, მცველმა შემდეგი სეზონის დასაწყისშიც ვერ ითამაშოს. ასევე „ლურჯ-თეთრებს“ ტრავმების გამო შერგელაშვილი და პაპუნაშვილი დააკლდნენ, დისკვალიფიკაციის გამო კი პარუნაშვილმა ვერ ითამაშა. „დილას“ კვლავ ძარია აკლდა, რომელსაც ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. ასევე ტრავმის გამო შეხვედრას მოდებაძე ტოვებდა.

მატჩის დასაწყისშივე „დილასთვის“ კარგი ეპიზოდი შეექმნა – მე-11 წუთზე ნიკა კვეკვესკირმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ძლიერ დარტყმულს ლიბორ ჰრდლიჩკა გაუმკლავდა. 11 წუთში კი სახიფათო ეპიზოდი უკვე გორელთა კართან შეიქმნა – მარცხენა ფლანგიდან მანუელმა ჭანტურიშვილს პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის გვერდით კი ოთარ კაკაბაძე აღმოჩნდა, რომელიც ჭანტურიშვილმა საგოლე გადაცემით მოამარაგა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.70-ე წუთზე გიორგი გველესიანის ძლიერი დარტყმის აღნივნა შეიძლება, მაგრამ მიგინეიშვილის კარი ძელმა გადაარჩინა. შეხვედრის ბოლოს მომენტები სტუმრებსაც ჰქონიათ, მაგრამ მასპინძლებმა თავისთვის სასარგებლო ანგარიშით შენარჩნება მაინც შეძლეს. 1:0 და თბილისელები ნახევარფინალში არიან!

დინამო  – დილა 1:0

გოლი: 1:0 კაკაბაძე 22’

„დინამო“: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე, თოთაძე,  კაკაბაძე, ბუკორაცი (ჯანელიძე 52′), ჭანტურიშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 83), მანუელი (ჩირგაძე 62)

„დილა“: მიგინეიშვილი, ბაგაევი, მარიჩი (წიქარიძე 87), კვახაძე, ფალავანდიშვილი, ხურცილავა, გვალია, თექთურმანიძე (ერისთავი 55′), სეთურიძე, კვეკვესკირი (ახალკაცი 82′), გორელიშვილი

გაფრთხილებები: თოთაძე, მანუელი, ხურცილავა – ბაგაევი

გაძევება: ფალავანდიშვილი

დინამო-დილა_7063753

 

ოთარ კიტეიშვილი _759070535

 

დინამო-დილა_70637535

 

ოთარ კიტეიშვილი _75907095

 

დინამო-დილა_7063524324

დინამო VS დილა – ურთიერთშეხვედრები

ორშაბათს, 9 მარტს 17.00 საათზე საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 52–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 10 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა–6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2014 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 0:0 დასრულდა.

საქართველოს თასზე ეს გუნდები ერთმანეთს შარშანაც დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალური დუელი ორი მატჩის ჯამში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:2 დამთავრდა. საბოლოოდ დინამომ ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. 2011-2012 წლების სეზონში მერვედფინალური დაპირისპირების ორივე შეხვედრა თბილისელ და გორელ ფეხბურთელთა შორის ფრედ 0:0 და 2:2 მორჩა. სტუმრად შედეგიანი თამაშის ხარჯზე შემდეგ ეტაპზე დილა გავიდა.

18 თებერვალს დინამო თბილისი საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში უგოლოდ დაუზავდა დილას. მატჩს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

FCDinamo.GE

უმაღლესი ლიგა. “დინამომ” წააგო, “დილა” გალიდერდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის კიდევ ექვსი შეხვედრა.

მატჩები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. Fanebi.Com გთავაზობთ მათ ანგარიშებს.

“სიონი”(ბოლნისი”) 2:1 “დინამო”(თბილისი)

გოლი: ლუის ალბერტო ’45+, დაჩი ცნობილაძე ’49 – მათე ცინცაძე ’35

“დილა”(გორი) 2:1 “ტორპედო”(ქუთაისი)

გოლი: კვეკვესკირი ’14, ჩიკვილაძე ’41(ს.კ) – საბანაძე ’70

“მერანი”(მარტვილი) 0:2 “სპარტაკი”(ცხინვალი)

გოლი: მარკოზაშვილი ’45, შინდაგორიძე ’51

“მეტალურგი”(რუსთავი) 0:1 “ზუგდიდი”(ზუგდიდი)

გოლი: გუგუჩია ’12

“ვიტ-ჯორჯია”(თბილისი) 0:1 “სამტრედია”(სამტრედია)

გოლი: ილია კერძევაძე ’34

“ზესტაფონი”(ზესტაფონი) 2:1 “ჩიხურა”(საჩხერე)

გოლი: სიხარულიძე ’15, ილურიძე ’78 – მუმლაძე ’55

ალან ბაგაევი: „ბედნიერი ვარ რომ ამ კლუბში ვირიცხები“

როგორც მოგეხსენებათ, მეორე წრის დასაწყისში გორის „დილას“ 23 წლის მცველი ალან ბაგაევი შეუერთდა, რომელმაც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სათასო დაპირისპირების დროს „დინამოსთან“ და ეროვნულ ჩემპიონატში „ცხინვალთან „ „დილას“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ახალგაზრდა მცველი ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა. „დილას“ ახალწვეულმა ჩვენს მიერ დასმულ რამოდენიმე კითხვას უპასუხა.

გთხოვთ მოგვიყევით თქვენს შესახებ.

„1991 წლის 7 აპრილს დავიბადე ვლადიკავკაზში და იქვე დავიწყე ფეხბურთის თამაში. პირველად მამაჩემმა ჭიდაობაზე მიმიყვანა, როდესაც 7-8 წლის ვიყავი. იქვე გვერდზე მოედანი იყო და ფეხბურთს თამაშობდნენ. ფული ავიღე და ბუცები ვიყიდე. ყველას ეგონა, რომ ორთაბრძოლებზე ვვარჯიშობდი, სინამდვილეში კი ფეხბურთზე დავდიოდი. (იცინის)“

გვიამბეთ ფეხბურთით თქვენი დაინტერესების და პირველი გოლის შესახებ?

„ფეხბურთი მსოფლიოში პირველი სპორტია და მეც მხოლოდ ეს სპორტის სახეობა მაინტერესებდა. პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე „ალანიის“ დუბლშემადგენლობაში ასპარეზობისას, როდესაც „ანჟის“ ვხვდებოდით. ზუსტად არ მახსოვს როგორ გავიტანე, თუმცა ძალიან ლამაზი გოლი გამომივიდა.“

რა თავისებურებით გამოარჩევთ ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობებისგან. რა მოგწონთ ყველაზე მეტად სპორტის ამ სახეობაში?

„როგორც ზემოთ აღვნიშნე ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მიყვარდა, თანაც ჩვენთან მხოლოდ ჭიდაობაზე და ფეხბურთზე შეგეძლო სიარული, სპორტის სხვა სახეობებზე მოხვედრა ჩვენთან შეუძლებელი იყო.“

თქვენ გორის „დილაში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობთ, თუმცა რუსეთის ჩემპიონატში სხვა პოზიციაზეც თამაშობდით. რომელ ამპლუაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

„რუსეთში ცენტრალური მცველის ამპლუაში დავიწყე თამაში, შემდეგ კი ერთ-ერთმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მომსინჯა. ჩემთვის მისაღებია მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშიც, რადგან ვფიქრობ ბურთის ართმევა ყველა მხრიდან კარგად შემიძლია.“

ჯერ 23 წლის ხართ და შესაბამისად წინ გაქვთ საფეხბურთო კარიერა. რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფეხბურთში?

„ჩემი მთავარი მიზანია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, რაც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.“

როგორ შეეწყეთ ახალ გუნდს, ქალაქს? რას იტყვით ზოგადად გორის „დილაზე“ და ჩვენი გუნდის გულშემატკივარზე. როგორ გრძნობთ თავს ახალ კლუბში?

„ჩემი აგენტი დამიკავშირდა და მითხრა გორის „დილას“ დაინტერესების შესახებ, თუმცა „ურალთან“ ორწლიანი კონტრაქტი ისევ მაკავშირებდა, სადაც მხოლოდ მეორე გუნდში ვთამაშობდი და პირველ შემადგენლობაში სათადარიგოზე მიწევდა ყოფნა. ძალიან დამაიტერესა საქართველომ და გადავწვიტე ამ გუნდში მოვსულიყავი, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა და ნიჭიერი მწვრთნელი უდგას. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს დიდ სტიმულს მაძლევს“

როგორი ატმოსფეროა კლუბში?

„ძალიან კარგი ატმოსფეროა, რაც ჩემთვის ცალსახად სასიამოვნოა. არცერთ გუნდში სადაც მითამაშია ასეთი ატმოსფერო არ ყოფილა, თუმცა ამ მხრივ „ალანიასაც“ გამოვარჩევდი, სადაც ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდეც კი ხუმრობდნენ. (იცინის)

რაც შეეხება გორს, აქ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან. ერთმანეთის კარგად გვესმის. სხვათაშორის ქართულიც ვიცი და აქედან გამომდინარე კომუნიკაციის პრობლემა არც მქონია. ცოტა ქართული ჩემშიც არის და ამიტომ ბედნიერი ვარ რომ ამ კლუბში ვირიცხები.“

„დილას“ პრესსამსახური

„დილამ“ მეორე წრე „ცხინვალთან“ მოგებით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველი მატჩი მეორე ადგილზე მყოფმა გორის „დილამ“ „ცხინვალთან“ მიხეილ მესხის სახელობის სარეზერვო სტადიონზე გამართა. მატჩი საინტერესო ეპიზოდებით გამოირჩა და გორელთა მინიმალური სხვაობით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

უკვე მეორე წუთზე მსაჯს ყვითელი ბარათის ამოღება მოუწია – მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ხურცილავამ ითამაშა. შეხვედრის დებიუტში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. აღსანიშნავია მე-18 წუთზე სეთურიძის ნომრის დარტყმა, რომელსაც მცველი გადაეღობა, დამატებაზე კი გორელებმა ვერ გაიტანეს. ორ წუთში ხიფათი „დილას“ კართანაც შეიქმნა, თუმცა მიგინეიშვილმა ივარგა და ბურთი კუთხურზე გადაიყვანა. 22-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძემ შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი მეტოქის კარს ასცდა. 28-ე წუთზე ცხინვალელთა კართან ხიფათი შეიქმნა – ლაშა ჯაფარიძემ ბურთი საინტერესო ტრაექტორიის გაგზავნა, თუმცა ჩაწოდებას ვერავინ გამოეხხმაურა. 31-ე წუთზე კუთხურის შემდეგ „ცხინვალის“ კართან არეულობა შეიქმნა – საბოლოოდ, გორელიშვილს მეკარემ დაასწრო. „დილა“ შეტევას აგრძელებდა – 35-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი გიორგი სეთურიძის თავური დარტყმა მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა. ზოგადად პირველ ტაიმში აღსანიშნავი სწორედ სეთურიძის თამაში იყო – ცოტა ხანში გიორგიმ ფლანგიდან თავად შეუტია და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერც ამ ეპიზოდში მიაღწია. ტაიმის ბოლოს ნიკოლოზ ჯიშკარიანის შორეული დარტყმის აღება მიგინეიშვილისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მოდებაძის შორეულ დარტყმას მეკარე გამოეხმაურა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე ლაშა შინდაგორიძემ „დილას“ კარისკენ შორიდან დარტყმა სცადა. რამდენიმე წუთში გიორგი ივანიშვილმა საჯარიმო შეასრულდა, რომელიც ომარ მიგინეიშვილმა ხელში აიღო. „ცხინვალს“ შანსები ორ წუთშიც ჰქონდა, როდესაც შინდაგორიძემ კიდევ ერთხელ დაარტყა. ზუსტად ერთ წუთში ცხინვალელთა ათიანმა მიგინეიშვილის კარის აღება კვლავ სცადა, ღუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. 55-ე წუთზე ნიკოლოზ კაჭარავა მცველებს ჩინებულად გასცდა და მეტოქის კართან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოო დარტყმა ძლიერი არ ყოფილა – მიგინეიშვილი ბურთს უპრობლემოდ. სულ მალე ცერცვაძემ ბურთი საინტერესო ტრაექტრიით გაგზავნა – „დილა“ გაშვებულ გოლს ამჯერადაც მეკარის დახმარებით გადაურჩა. 61-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილი მეტოქე გუნდის მცველებს გაუმკლავდა და ბურთი მეკარისთვის ახლო კუთხეში გაგზავნა -1:0. პირველი ცვლილებები მწვრთნელებმა 64-ე წუთზე გამოიყენეს. „ცხინვალის“ რიგებში ცაცყრიალაშვილის ნაცვლად მეოდანზე ლექვთაძე გამოჩნდა, ხოლო „დილას“ რიგებში თექთურმანიძის ადგილი სლავკომ დაიკავა. „ცხინვალი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა – კიდევ ერთი შორეუlი დარტყმა გიორგი ივანიშვილმა მიითვალა. მსგავსი პოზიციიდან გიორგი იმედაშვილმაც დაარტყა. 78-ე წუთზე მოდებაძის ნაცვლად თამაშში გიორგი ერისთავი ჩაერთო, რომელიც სწრაფადაც გამოირჩა, როდესაც მეტოქეებს გასცდა და ზუსტ დარტყმამდე ცოტა დააკლდა. ცოტა ხანში ერისთავმა ფლანგიდანაც შეუტია – ამჯერად გორის გატანაში მას ხელი მეკარემ შეუშალა. გორელებს შანსი საჯარიმო დარტყმის შემდეგაც ჰქონდა, ბურთი კი კარს კვლავ მცირე მანძილით ასცდა. 84-ე წუთზე კაჭარავამ მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის ყვითელი ბარათi მიიიღო. „დილას“ უპირატესობის გაზრდა 86-ე წუთზე შეეძლო, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულს ალან ბაბაევი გამოეხმაურა, რომლის დარტყმაც ძელს მოხვდა.

 

საბოლოოდ, 0:1 – „დილამ“ 31 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, თბილისელებმა გასვლაზე „სამტრედია“ ასევე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

„ცხინვალი“ – „დილა“ 0:1

გოლი: გორელიშვილი 61′

ცხინვალი-დილა_09784645666

 ცხინვალი-დილა_0978464564575

ცხინვალი-დილა_097846456868

ცხინვალი-დილა_097846456879

ძარია ერთ თვეში დაბრუნდება

თბილისის “დინამოდან” გორის “დილაში” გადასული ირაკლი ძარია უახლოეს მომავალში ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრის ჩატარებას ვერ შეძლებს.

ეროვნული ნაკრების მოთამაშე ტრავმირებულია და მკურნალობის კურსს დადის, რის გამოც მოდეანზე გასვლას ძარია მხოლოდ ერთ თვეში შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ “დინამოდან” წასვლის შემდეგ ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას პერმის “ამკარში” აპირებდა, თუმცა რუსულ გუნდში ჩასვლის შემდეგ დაშავდა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

კახა გოგიჩაიშვილი: “ვფიქრობ, რომ ნორმალურად ვითამაშეთ”

გორში, “დილა” – “დინამოს” დასრულების შედმეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრა შეაფასეს.

კახა გოგიჩაიშვილი (“დინამო თბილისი”): “საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ნორმალურად ვითამაშეთ. პირველი მატჩისთვის შედეგი მისაღებია დანარჩენი კი თბილისში გადაწყდება. ჩვენ გუნდს უკეთესად თამაში შეუძლია. ოპტიმალურ ფორმაში მარტში ვიქნებით”

უჩა სოსიაშვილი (“დილა”): “პირველი ტაიმი მეტოქის კარნახით წარიმართა. “დინამო” ბურთს აკონტროლებდა და მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა გადავრჩით. მეორე ნახევარში სურათი შევცვალეთ, თუცმა პრობლემები რეალიზაციის მხრივ გვქონდა, რის გამოსწორებასაც მომდევნო შეხვედრაში ვეცდებით”

 

დაძაბული და უგოლო მატჩი გორში

დღეს, გორში, ადგილობრივ “დილასა” და “დინამო თბილისს” შორის საქართველოს თასის გათამაშების პირველი 1/4-ფინალური შეხვედრა გაიმართა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

გუნდებმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე შეიქმნა. “დინამოს” გატანის შანსი ონვუს დარტყმის შემდეგ ჰქონდა, თუმცა მიგინეიშვილი ბურთს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაეუფლა. გორელებმა მეტოქეს მე-14 წუთზე უპასუხეს. ამჯერად ანგარიშის გახსნა მოდებაძეს შეეძლო, რომლის ძლიერი დარტყმა ჰრდლიჩკას კარს მცირე მანძილით ასცდა.

“დინამოს” უპირატესობა აშკარა ხდებოდა. მე-19 წუთზე კაკაბაძემ შესანიშნავი გარღვევის შემდეგ დაარტყა. მიგინეიშვილის მოგერიებულ ბურთზე ყველას ონვუმ დაასწრო, მაგრამ ესპანელმა კვლავ ვერ გამოიყენა საგოლე მომენტი.

36-ე წუთზე “დინამოს” ლობჟანიძე დაუშავდა და თბილისელთა შეტევებსაც სიმწვავე მოაკლდა. მიუხედავად ამისა, ტაიმის დასრულებამდე მოედანზე მდგომარეობას სწორედ სტუმრები აკონტროლებდნენ.

მატჩის მსვლელობა შესვენების შემდეგ შეიცვალა. უპირატესობას გორელები დაეუფლნენ, თუმცა განსაკუთრებით სახიფათო მომენტი მხოლოდ 71-ე წუთზე შექმნეს. გორელიშვილი შესანიშნავი მოძრაობის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა ძელს გაარტყა. დამატებაზე ხურცილავა აქტიურობდა, მაგრამ არაზუსტად.

დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთზე ორივე გუნდს შეეძლო. ტაბატაძის გარღვევის შემდეგ ჭანტურიშვილს ჰქონდა “დინამოს” დაწინაურების შანსი, საპასუხო შეტევაში კი თბილისელები ჰრდლიჩკამ გადაარჩინა.

საბოლოოდ, 0:0 და წყვილში გამარჯვებული თბილისში, “დინამო არენაზე” გასამართ საპასუხო დაპირისპირებაში გამოვლინდება.

 

დილა  0:0  დინამო

დილა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, გვალია (ერისთავი 87), კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 82), გორელიშვილი, თექთურმანიძე (სეთურიძე 46), მოდებაძე

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე, ბუკორაცი, ცინცაძე, პარუნაშვილი (ტაბატაძე 76), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 36), ჯიღაური, მანუელი (ჩირგაძე 66)

„დილამ“ ახალწვეულები წარადგინა

თურქული შეკრებიდან დაბრუნდებულმა გორის “დილამ” 17 თებერვალს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე  ახალწვეულები წარადგინა, რომელსაც პრესის წარმომადგენლები და „დილას“ გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე გორის „დილას“ ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი, ასევე კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში, სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი და დირექტორი მოადგილე ალბერტ საყვარელიძე ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ კლუბის ახალი სპონსორის „ლიდერბეთის“ წარმომადგენლები, მათ ახალწვეულებს სათამაშო ფორმები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
წარდგენამდე მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. უჩა სოსიაშვილის თქმით, „დილამ“ თურქული შეკრება შესანიშნავ პირობებში ნაყოფიარად გაიარა და მეორე წრეს სრულ მზადყოფნაში ხვდება.
„ლიდერბეთის“ წარმომადგენლის ბაჩო სარალიძის განცხადებით გორის „დილა“ ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს, ამიტომ კომპანია კლუბს ევროტურნირებზე ასპარეზობისთვის დახმარებას გაუწევს.
„ლიდერბეთის“ წარმომადგენლებს გორის „დილასთვის“ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა კლუბის დირექტორმა გიორგი ტუღუშმა. ტუღუში იმედოვნებს, რომ „დილას“ მენეჯმენტსა და უშუალოდ საფეხბურთო გუნდში განხორციელებული ცვლილებები კლუბს დადებითად წაადგება.
გორის „დილას“ ახალწვეულები არიან: ომარ მიგინეიშვილი №12 (მეკარე), ალან ბაგაევი №13 (მცველი), სლავკო მარიჩი №3 (მცველი), გიორგი ხიდეშელი №4 (მცველი), გიგა სამხარაძე №70 (მცველი), ლაშა გვალია №77 (ნახევარმცველი), გიორგი თექთურმანიძე №90 (ნახევარმცველი), მიხაილ გორელიშვილი №9 (ნახევარმცველი), ირაკლი ძარია №88 (ნახევარმცველი).
პრესკონფერენციის დასასრულს გიორგი ტუღუშმა გორის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების შეერთების საკითხზეც ისაუბრა. აღანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბთან ერთად სპორტულ ასპარეზზე „დილას“ სახელით გორის საკალათბურთო გუნდიც გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 თებერვალს 14:00 საათზე თენგის ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზეა დაგეგმილი. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, მას დაეხმარებიან: ფიფია, სპიცინი, ნინუა, კვირიკაშვილი და კიკაჩეიშვილი.

„დილას“ პრესსამსახური

დილა VS დინამო – ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს, 18 თებერვალს 14.00 საათზე საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 52–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 10 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა–6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2014 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 0:0 დასრულდა.

საქართველოს თასზე ეს გუნდები ერთმანეთს შარშანაც დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალური დუელი ორი მატჩის ჯამში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:2 დამთავრდა. საბოლოოდ დინამომ ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. 2011-2012 წლების სეზონში მერვედფინალური დაპირისპირების ორივე შეხვედრა თბილისელ და გორელ ფეხბურთელთა შორის ფრედ 0:0 და 2:2 მორჩა. სტუმრად შედეგიანი თამაშის ხარჯზე შემდეგ ეტაპზე დილა გავიდა.

18 თებერვალს დინამო თბილისს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2005 წელს ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონი მელქაძის გოლით 1:0 დაამარცხა.

FCDinamo.GE

უჩა სოსიაშვილი: „გუნდი მეორე წრისთვის ძალიან კარგ პირობებში მოემზადა“

გორის „დილამ“ თურქული შეკრება დაასრულა და 10 თებერვალს საღამოს გეზი საქართველოსკენ აიღო. როგორც მოგეხსენებათ, კლუბმა ოთხი ამხანაგური შეხვედრა გამართა: პოლონეთის „იაგელონიასთან“ (1:1), გერმანულ „აურბახთან“ (1:1), შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“ (1:0) და რუმინული ბუქარესტის „რაპიდთან“ (1:0). გამომგზავრების წინ ინტერვიუ ჩამოვართვით „დილას“ მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს.

„დილამ“ დაასრულა თურქული შეკრება, როგორ მოემზადა გუნდი და რა პირობებში უხდებოდათ მზადება?

„შესანიშნავი შეკრება გამოგვივიდა, თორმეტი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით სასტუმროში, სადაც სამ საუკეთესო საფეხბურთო მოედანზე ვემაზდებოდით. გუნდის გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში ვიმყოფებოდი, რათა ჩემი თვალით მენახა არსებული პირობები. შევარჩიე სასტუმრო და მოედნები, სადაც გუნდი სათანადოდ მოემზადებოდა. იყო იდეალური კვება, იდეალური მომსახურება, ძალიან კარგი აღდგენითი საშუალებები და საერთო ჯამში გუნდი მეორე წრისთვის ძალიან კარგ პირობებში მოემზადა.”

შეკრებაზე ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეთ და ორი ფრის შემდეგ ორი გამარჯვება მოიპოვეთ. როგორ შეაფასებთ გამართულ მატჩებს?

„პირველ რიგში ვიტყვი რომ ოთხივე მატჩი ურთულესი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელები მძიმე დატვირთვის ქვეშ იყვნენ. მინდა გამოვყო პირველი და ბოლო შეხვედრები.
პოლონეთის „იაგელონიასთან“, რომელიც გამართულ და კარგ ფეხბურთს თამაშობს, მატჩიდან გამომდინარე ვფიქრობ ლოგიკურ შედეგს მივაღწიეთ. მეორე და მესამე შეხვედრები დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა.
რაც შეეხება დასკვნით სპარინგ-მატჩს, ამ შეხვედრისთვის ეროვნულ ჩემპიონატში ჩასატარებელი მატჩების დარად მოვემზადეთ, რა დროსაც დატვირთვები შედარებით ნაკლები იყო, თამაშის ხარისხი კი გაცილებით მაღალი. ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა რუმინულ კლუბზე. მათ ჰყავთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, გააჩნიათ კარგი პირობები და ბიუჯეტი, ამ ფონზე ჩვენი გამარჯვება ორმაგად სასიხარულო გახლდათ.“
გუნდს შეუერთდა ალან ბაგაევი და სლავკო მარიჩი. რას იტყვით მათზე?
„მოგახსენებთ ალან ბაგაევზე, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგაში ასპარეზობდა. ის ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ გარკვეული გამოცდილება უკვე მიღებული აქვს. ფიზიკურად ძლიერია და ტექნიკურადაც კარგად გამოიყურება.
ამ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკა არ აქვს ისეთი როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ ამხანაგურმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამ ფეხბურთელმა თავი მშვენივრად წარმოაჩინა. კმაყოფილი ვარ როგორც მე, ასევე კლუბის ხელმძღვანელობა და ჩემი გადაწყვეტილებით ეს ფეხბურთელი გორის „დილაში“ გააგრძელებს ასპარეზობას. ვთვლი, რომ ძალიან კარგი შენაძენია ჩვენი გუნდისთვის.
რაც შეეხება სლავკო მარიჩს, იგი სერბი გახლავთ. მას სერბეთის ჩემპიონატში მატჩების საკმაო რაოდენობა აქვს ნათამაშები, ასევე თამაშობდა საბერძნეთის ჩემპიონატში. უდიდესი გამოცდილების მქონე და ტექნიკური ფეხბურთელია. ძალიან კარგად შეუძლია სტანდარტების შესრულება და ფიზიკურად კარგად გამოიყურება. ვთვლი რომ ბაგაევის და მარიჩის სახით გორის „დილამ“ ძალიან კარგი შევსება მიიღო.“

გუნდს თურქულ შეკრებაზე ირაკლი ძარია ახლდა, როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას?

„მოხარული ვარ ისეთი ფეხბურთელის დამატებით როგორიც ირაკლი ძარიაა, იქიდან გამომდინარე რომ მას დიდი გამოცდილება გააჩნია. უნიჭიერესი ფეხბურთელი გახლავთ და ამიტომაცაა იგი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი. ირაკლი წლების განმავლობაში წამყვან კლუბებში ,,ზესტაფონსა“ და თბილისის „დინამოში“ასპარეზობდა. ამ კლუბებში იგი ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ „ზესტაფონის“ და ორჯერ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი გორის „დილასთვის“ და ვფიქრობ, რომ იგი მალე დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს და სწრაფად შეუერთდება გუნდს.“

გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია, თუ სეზონის განახლებამდე კიდევ უნდა ველოდოთ ვინმეს გამოჩენას?

„ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ის პოზიციით თავდამსხმელი გახლავთ. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ დავასახელებ მის ვინაობას, იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ძალიან რეალურია ამ ფეხბურთელის დამატება. 90% შემიძლია ვთქვა, რომ მისი შეძენის საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილია. კონკრეტულად ფეხბურთელის შესახებ ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც ის საბოლოოდ მოირგებს „დილას“ მაისურს. მჯერა მისი პოტენციალის. იგი ახალგაზრდა და საკმაოდ ნიჭიერი თავდამსხმელი გახლავთ.“

მოგეხსენებათ „დილას“ გულშემატკივრის მოლოდინი მეორე წრისთვის. რას ეტყვით მათ?

„კარგი კითხვაა და მინდა რომ ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს, ჩვენი მოლოდინიც ძალიან დიდია. ჩვენ მათთვის ვთამაშობთ და სწორედ ის არის ჩვენი მიზანი რომ თითოეული ფეხბურთელი მინდორზე მაქსიმალურად დაიხარჯოს და გულშემატკივარს ლამაზი თამაშით გადაუხადოს მადლობა.
მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის თითოეულ წევრს, კლუბის ხელმძღვანელობას ამ ნაყოფიერი შეკრებისთვის და ერთიანობისთვის რომელიც მათ ამ ხნის განმავლობაში გამოიჩინეს.
თითოეული ჩვენთაგანი სრული პასუხისმგებლობით მივუდგებით საქმეს და მჯერა, რომ წარმატებაც არ დააყოვნებს. გვსურს, რომ ქალაქ გორს და ჩვენს გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანოთ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გორის მერს ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს და მხარის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს, მათ შეძლეს დაეფინანსებინათ კლუბი, რათა „დილას“ მეორე წრის წინ არანაირი პრობლემა არ შექმნოდა და სრულფასოვნად მომზადებულიყო.“

„დილას“ პრესსამსახური