დოკ რივერსი: „ამ წაგებით კარგი გაკვეთილი მივიღეთ“

„კლიპერსის“ თავკაცმა დოკ რივერსმა „ლეიკერსთან“ წაგებული შეხვედრა შეაჯამა.

„მაიკ დ’ენტონი გენიალურად მოიქცა, როდესაც თამაშში სასტარტო შემადგებლობა არ დააბრუნა. ბოლო ორი თვის განმავლობაში „ლეიკერსი“ სხვადასხვა განცხადებებს ისმენდა, რომლებშიც საუბარი ძირითადად „კლიპერსის“ ძლიერ მხარეებზე იყო, ამიტომაც, ნათელი იყო, რომ გუნდი მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენებას შეეცდებოდა. სამწუხაროდ, მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა. სამომავლოდ, ჩვენთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება“, – განუცხადა რივერსმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რივერსი: „კლიპერსის“ სათავეში ყოფნა სარისკოა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარი მწვრთვნელის დოკ რივერსის აზრით, კალიფორნიული კლუბის სათავეში ყოფნა საკმაოდ სარისკოა.

„სარისკოა იმ კლუბში მუშაობა, რომელმაც თავის ისტორიაში მხოლოდ ორი პლეი-ოფის სერია მოიგო და რომლის ქალაქშიც მეორე, უფრო ცნობილი გუნდიც არის. თუმცა მსგავსი სიტუაცია მიზიდავს კიდეც. თუ ყველაფერი გამოგვივა, მაშინ ისტორიაში შევალთ. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, მსგავს რისკზე წასვლა ნამდვილად ღირს“, – განუცხადა რივერსმა „Yahoo! Sports“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი