„დორტმუნდთან“ კრიშტიანუ რონალდუს თამაში საეჭვოა

ესპანური „ასის“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ თავამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინდელ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 20 წუთით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ მატჩში (3:0) ფეხი დაიშავა, რის გამო ესპანეთის პრიმერადივიზიონის 32-ე ტურში „სოსიედადთან“ შეხვედრა გამოტოვა. რონალდუს, სავარაუდოდ, „ბორუსიასთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რონალდუმ საერთო გუნდთან ერთად ბევრი ივარჯიშა. ის თავს კარგად გრძნობს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, კრიშტიანუ მოედანზე პირველივე წუთებიდანვე იქნება, თუმცა გარისკვა არ მინდა. რონალდუს ყოველ მატჩში სურს თამაში, მაგრამ მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესებაც შემიძლია. ვემხრობი მისგან ასეთი ინიციატივის გამოჩენას. რონალდუ პროფესიონალი ფეხბურთელია. თუ რაიმე პრობლემა აქვს, მე უკითხავად შემიძლია, რომ მას დასვენების საშუალება მივცე“, – ანჩელოტის სიტყვები მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ბორუსიასა“ და „რეალს“ შორის 8 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას სლოვენი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ისკო: “მშვენივრად ვითამაშეთ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ისკომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული მატჩი შეაფასა და თქვა, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “რეალმა” “ბორუსია” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

“მშვენივრად ვითამაშეთ. მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე. მეტოქემ ჩვენი კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა, რაც კარგია”, – ამბობს ისკო.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსიასა” და “რეალს” შორის განმეორებითი მატჩი 8 აპრილს გაიმართება.

მხითარიანი: „ბავშვობაში ჩემი კერპი ზიდანი იყო“

დორტმუნდის „ბორუსიას“ 25 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოტყდა, რომ ბავშვობაში ძალიან მოსწონდა ზინედინ ზიდანის თამაში.

„თავდაპირველად მადრიდის „რეალში“ ჩემი ყურადღება რაულმა მიიქცია, ის საუკეთესო იყო, თუმცა შემდეგ ზიდანი შევამჩნიე… ზინედინი დიდებული ფლეიმეიქერი გახლდათ. ბავშვობაში ჩემი კერპი სწორედ ზიდანი იყო. ძალიან მომწონდა მისი თამაში, აღფრთოვანებული ვიყავი. ამის მიუხედავად, მისი თამაშის კოპირება არასდროს არ მიცდია. საკუთარი თავითაც კმაყოფილი ვარ“, – განუცხადა მხითარიანმა „ასის“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ზიდანის „რეალსა“ და მხითარიანის „ბორუსიას“ შორის პირველი მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

იურგენ კლოპმა ლევანდოვსკის გოლი სუპერ-ემოციურად აღნიშნა

22 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰანოვერმა” საკუთარ მოედანზე “ბორუსია” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლი იურგენ კლოპმა სახალისოდ აღნიშნა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 1-2 და 8-9 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“
„რეალი“ — „ბორუსია“
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“

“ზენიტის” ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკისთან შეჯახების შემდეგ

19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ზენიტს” შორის გამართულ მატჩში, ლევანდოვსკისთან შეჯახების შემდეგ, რუსული კლუბის ფეხბურთელმა ჰუბოკანმა თავი გაიტეხა.

ჰალკის ულამაზესი გოლი დორტმუნდის “ბორუსიას” კარში

19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ბრაზილიელმა ჰალკმა (“ზენიტი”) დორტმუნდის “ბორუსიას” ულამაზესი გოლი გაუტანა.

“ბორუსია” – “ზენიტი” (სასტარტო შემადგენლობები)

19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “ზენიტს” მიიღებს. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ბორუსია”: ვაედენფელერი, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, პიშჩეკი, შმელცერი, კელი, შაჰინი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი, მხითარიანი, ობამეიანგი.

“ზენიტი”: მალაფიევი, კრიშიტო, ლომბარტსი, ჰუბოკანი, ანიუკოვი, შატოვი, ფაიზულინი, ვიტსელი, ჰალკი, დანი, კერჟაკოვი.

კლოპი დააჯარიმეს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არასპორტული საქციელისთვის 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ შორის გამართული მატჩის (1:2) კომპენსირებულ დროში კლოპი ერთ-ერთ არბიტრთან მივიდა და დაუყვირა.

„ბორუსიას“ თავკაცისგან ამგვარი ქმედება პირველი არ გახლავთ. გემახსოვრებათ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც უღრიალა კლოპმა დამხმარე მსაჯს.

ბექა დოგრაშვილი

ფეხბურთის გულშემატკივრების 10 საუკეთესო ტატუ

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ფეხბურთის გულშემატკივრების სხეულზე გაკეთებული ათი საუკეთესო ტატუ გამოაქვეყნა.

10. “მანჩესტერ იუნაიტედი”

9. “სანდერლენდი”

8. “მანჩესტერ სიტი”

7. “ლივერპული”

6. დორტმუნდის “ბორუსია”

5. “სანტოსი”

4. “ჰართსი”

3. ლონდონის “არსენალი”

2. “ატლეტიკო ნასიონალი”

1. “ლიდსი”

შაჰინი: “ბაიერნი” ბუნდესლიგის ფავორიტი ყოველთვისაა”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ნური შაჰინი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის ბუნდესლიგაში ყოველთვის ფავორიტია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ბავარიელებმა გერმანიის ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს. პეპ გვარდიოლას შეგირდები, ამჟამად, ჩემპიონატში კვლავაც პირველები არიან.

“რა თქმა უნდა, თუ გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე პოზიციას იკავებ, ეს დიდი წარმატებაა. “ბაიერნი” ყოველთვის ტურნირის ფავორიტად ითვლება და სხვა კლუბს ჩემპიონატის მოგების შანსი მაშინ აქვს, როცა ბავარიელები ცუდ ფორმაში არიან”, – ამბობს შაჰინი.

კლოპმა რუსი თარჯიმანი გააკრიტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გასამართ მატჩამდე მოწყობილ პრესკონფერენციაზე სახალისო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის პრესკონფერენციაზე მოწვეული თარჯიმანი, როგორც ჩანს,
ფეხბურთისგან საკმაოდ შორს მდგარი ადამიანი იყო. ამის გამო გერმანელ სპეციალისტს რამდენჯერმე მოუწია კომენტარის გამეორება. ბოლოს კი, კლოპმა თარჯიმანს ასეთი რამ უთხრა:

„იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამის სწორად გადათარგმნა შეგიძლიათ.

აშკარაა, რომ ამ კაცს ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ცხოვრებაში არ უყურებია“.

თარჯიმანი კლოპს დაეთანხმა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.