როგორ აართვა მატს ჰუმელსმა ბურთი ალვარო მორატას (ვიდეო)

18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0:3) მატს ჰუმელსმა ალვარო მორატას ბურთი ძალიან კარგად აართვა.

“იუვენტუსის” შთამბეჭდავი გამარჯვება დორტმუნდში

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” დორტმუნდს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ბორუსიას” სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანარიში მე-3 წუთზე კარლოს ტევესმა ულამაზესი გოლით გახსნა და ტაიმიც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევრაში, 70-ე წუთზე ალვარო მორატამ საკუტარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ზუსტად 9 წუთში კი, ტევესმა დუბლით საბოლოო აგნარიში დააფიქსირა და ორი შეხვედრის ჯამში საკუთარ გუნდს 1/4 ფინალის საგზურიც გაუფორმა.

დორტმუნდი 0-3 იუვენტუსი

გოლები: ტევესი 3′ ; მორატა 70′ ; ტევესი 79′

დორტმუნდი: ვაინდეფელერი – პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – ბენდერი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, მხიტარიანი, როისი – ობამეიანგი

იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – ვიდალი, მარკიზიო, პოგბა – პერეირა – მორატა, ტევესი.

ობამეიანგი: “დერბიში გამარჯვება ორგაზმის ტოლფასია”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, პიერე-ემერიკ ობამეიანგმა რურის დერბიში გამარჯვების(3-0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“დერბიში გამარჯვების დროს იმავე ვგრძნობ, რასაც ორგაზმისას,”-განაცხადა ობამეიანგმა Goal.Com-თან.

ობამეიანგმა მატჩს წერტილი 78-ე წუთზე დაუსვა. მანამდე ჰენრიკ მხითარიანმა და მარკო როისმა გაიტანეს.

“შემიძლია გითხრათ, რომ მატჩის შემდეგ ძალიან დადებით მუხტს ვგრძნობდი. მეორე ტაიმში გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ბევრი მომენტი გოლით ვერ დავასრულეთ”.

“პირველად გავიგე, დიქტორს ჩემი სახელი ზედიზედ სამჯერ გამოეცხადებინოს. ეს გიჟური იყო. მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი გვქონდა”.

ობამეიანგმა და როისმა გოლი ორიგინალურად აღნიშნეს (ვიდეო)

28 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “შალკეს” შორის გამართულ მატჩში 78-ე წუთზე ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა. გატანილის გოლი თავად ობამეიანგმა და მარკო როისმა ორიგინალურად აღნიშნეს.

“ამერიკელთა ამომავალი ვარსკვლავის” შესანიშნავი ფინტი ჰონდურასელთა წინააღმდეგ (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჰონდურასის 17-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში “ამერიკელთა ამომავალმა ვარსკვლავმა” კრისტიან პულისიჩმა მეტოქე შესანიშნავი ფინტით მოატყუა.

აღსანიშნავია, რომ პულისიჩი დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელია. როგორც გერმანულ პრესაში წერენ, იურგენ კლოპს ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოწონს.

10 ყველაზე დაუვიწყარი ფოტო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

1

2

3

4

5

6

12122200116fd0427ff3212926

Marco+Reus+Borussia+Dortmund+v+FC+Bayern+Muenchen+VnFbYbvXJI6x

slide_264436_1780035_original

soccer_hell_turkish_stadium_ali_sami_yen_galatasaray_1024x768_wallpaper_Wallpaper_2560x1920_www.wallpaperswa.com

როისი: „შალკესთან“ წაგების უფლება არ გვაქვს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „შალკესთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ბოლო დროის „შალკე“ სოლიდურად გამოიყურება. გუნდი დაცვიდან კარგად თამაშობს და მისი სტილი დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ. მატჩის წინ ვთქვი, რომ შანსები თანაბარია.

იმ მეტოქეს ვხვდებით, რომელთანაც წაგების უფლება არ გვაქვს. ეს დერბია, რომელშიც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. გულშემატკივართათვის ეს შეხვედრა ბევრს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, შედეგების გაუმჯობესება გვჭირდება. სეზონის პირველი ნახევარი ცუდი არ იყო, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. ბოლო მატჩები აჩვენებენ, რომ ჩვენ საკუთარი ფორმა ვიპოვეთ“, – თვლის როისი.

ცნობისთვის, „ბორუსია“ – „შალკეს“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

“იუვენტუსმა” დორტმუნდელები დაამარცხა

ტურინში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ დაპისპირებაში ადგილობრივმა “იუვენტუსმა” დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლა.

გუნდებმა თამაში სწრაფი გოლებით დაიწყეს. მე-13 წუთზე “იუვე” ტევესის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა, დორტმუნდმა კი სულ რაღაც 5 წუთში როისის ძალისხმევით გაათანაბრა. თუმცა, ტაიმი მაინც ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა 42-ე წუთზე ალვარო მორატამ პოგბას პასი გამოიყენა და საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა – 2:1. როგორც შედმეგ გაირკვა გადამწყვეტი სწორედ ესპანელის გოლი აღმოჩნდა. შესვენების შემდეგ მოედანზე აღარაფერი შეცვლილა და ტურინელებმაც მინიმალური სხვაობით მოიგეს.

იუვენტუსი 2-1 დორტმუნდი

გოლები: ტევესი 13′ (1:0); როისი 18′ (1:1); მორატა 42′ (2:1)

პირლო: “დორტმუნდელებს გოლი არ უნდა გავატანინოთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მატჩი ისე მოვიგოთ, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატში დორტმუნდელები სასურველ პოზიციას ვერ იკავებენ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ. ახლა მთლიანად მათ წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ”, – ამბობს პირლო.

როისი და მისი თანაგუნდელები მატჩის შემდეგ (ვიდეო)

13 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბორუსიასა” და “მაინცს” შორის გამართული მატჩის (4:2) შედმეგ მარკო როისი თანაგუნდელებს ასე დაემშვიდობა:

მარკო როისმა ობამეიანგს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო პასი გაუკეთა (ვიდეო)

13 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “მაინცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში დორტმუნდელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი მარკო როისის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ დალაშქრა.

დორტმუნდი ბრუნდება! ობამეიანგმა “ფრაიბურგს” ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გაუტანა (ვიდეო)

7 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ფრაიბურგმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის 72-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მეტოქის კარი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ დალაშქრა.