31 იანვარს, გერმანიის ჩემპიონატში ლევერკუზენის “ბაიერსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში (0:0) მატს ჰუმელსმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
ჭდე: დორტმუნდი
“დორტმუნდი” და “შალკე” დაჯარიმდნენ
გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის სპორტულმა სასამართლომ დორტმუნდის “ბორუსიასა” და გელზენკირხენის “შალკეს” დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
“ბორუსიას” ხელმძღვანელობას 50 ათასი ევროს გადახდა იმიტომ მოუწევს, რომ გერმანიის ბუნდესლიგის ეგიდით “ჰამბურგის” წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში სტუმართა გუნდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოახდინეს.
“შალკე” იდენტური დარღვევის გამო 60 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
5 გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველას გაკვირვება შეძლო
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახეა ხუთი კლუბი, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი თამაშით ყველა გააკვირვა.
5. “ევერტონი”
გასულ სეზონში “ევერტონმა” ინგლისის პრემიერ ლიგის გათამაშებაში მე-5 პოზიცია დაიკავა. ალბათ, ყველას ეგონა, რომ 2014-15 წლების სეზონში რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი უკეთესს თამაშს აჩვენებდა, რომელიც შედეგზეც აისახებოდა. თუმცა, ამჟამად “ევერტონი” პრემიერ ლიგაში მე-12 პოზიციაზეა.
4. “ეიბარი”
“ეიბარი” პრიმერა დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ბასკური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში ამჟამად მე-8 ადგილზეა.
3. ლიონის “ოლიმპიკი”
იმის შემდეგ, რაც “პარი სენ-ჟერმენში” ფულის დაბანდება დაიწყეს, გასული ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონი სწორედ ეს კლუბი ხდებოდა. მიმდინარე სეზონში, ბევრისათვის მოულოდნელად ჩემპიონატის ლიდერი ლიონის “ოლიმპიკია”. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჰუბერტ ფურნიეს შეგირდები მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფ გუნდებს – “მარსელს”, “სენტ-ეტიენსა” და “პარი სენ-ჟერმენს” მხოლოდ რამდენიმე ქულით უსწრებენ.
2. დორტმუნდის “ბორუსია”
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს დორტმუნდის “ბორუსია” ბუნდესლიგის გასავარდ ზონაში, მე-17 ადგილზე იქნებოდა. ბოლო წლებში, გუნდის რიგები რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, მაგრამ იურგენ კლოპის შეგირდები მაინც კარგად თამაშობდნენ. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, დორტმუნდი რობერტ ლევანდოვსკიმაც დატოვა, მის შემცვლელი კი ჯერ არ გამოჩენილა.
1. “საუთჰემპტონი”
“საუთჰემპტონი” მართლაც შესანიშნავ სეზონს ატარებს. კლუბმა ინგლისურ გრანდებთან ტოლ-სწორად თამაში მოახერხა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა “არსენალის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება მოახერხა, ხოლო “ჩელსისთან” ფრედ 1:1 ითამაშა. “საუთჰემპტონი” ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს.
ბონუჩი: “იუვენტუსს” მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია”
ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში ტურინელები დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდებიან.
“ბორუსია” ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ამ გუნდთან დაპირისპირებისას კარგად გამოჩნდება, თუ რა შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგაზე იღბალი საჭიროა, მაგრამ “იუვენტუსმა” თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორა და მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალში გასვლას მოვახერხებთ”, – ამბობს ბონუჩი.
“Jingle Bells” დორტმუნდელების შესრულებით (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებენ “Jingle Bells”-ს დორტმუნდის “ბორუსიას” გულშემატკივრები და ფეხბურთელები.
კლოპი მატჩის შემდეგ
,,დორტმუნდი” წარუმატებელ სერიას განაგრძობს, დღევანდელი მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი მედიასთან გააკეთა.
,,დღეს, ყველაზე კარგი ამბავი, ისაა რომ 2014 წლის საფეხბურთო სეზონი დამთავრდა. ყველანაირ კრიტიკას ვიღებთ ჩვენს თავზე, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია,” – განაცხადა იურგენ კლოპმა.
,,ბორუსიამ” კვლავ ვერ მოიგო
,,დორტმუნდის” წარუმატებელი სერია გრძელდება. ,,ვერდერმა” საკუთარ კედლებში იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 62-ე წუთზე მათი უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა. 69-ე წუთზე კი ჰუმელსმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. საბოლოოდ ,ბორუსიამ” თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა. ამჟამად, ,,დორტმუნდი” ბუნდესლიგაში მე-17 ადგილზე იმყოფება.
ბორუსიამ კვლავ ვერ მოიგო
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგს” უმასპინძლა. მასპინძლებმა ანგარიში სწრაფი გოლით, მე-8 წუთზე გახსნეს. ტაბლოზე საკუთარი გვარი ობამეანგმა დააფიქსირა, თუმცა 20 წუთში მეტოქემ წონასწორობის არდგენა დე ბრუინეს ზუსტი დარტყმით შეძლო.
გუნდებმა გოლები მატჩის მეორე ნახევარშიც გაცვალეს, მაგრამ ამჯერად ინტერვალი შედეგიან დარტყმებს შორის უფრო მცირე იყო. 76-ზე დორტმუნდელები იმობილემ კვლავ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნალდო 85-ე წუთზე დააფიქსირა – 2:2.
ბორუსია 2-2 ვოლფსბურგი
გოლები: ობამეიანგი 8′ (1:0); დე ბრუინე (1:1); იმობილე 76′ (2:1); ნალდო 85′ (2:2)
“დორტმუნდის” ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი (ვიდეო)
13 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰერტასა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ შეხვედრაში, დორტმუნდელები სამაგალითოდ მოიქცნენ.
დორტმუნდის “ბორუსიას” ფანებმა “Jingle Bells” შეასრულეს
“ჰოფენჰაიმთან” მოგებული მატჩის შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიას” გულშემატკივრებმა საახალწლო სიმღერა შეასრულეს.
მატს ჰუმელსს თავი კომპიუტერულ თამაშში ეგონა (ვიდეო)
5 დეკემბერს, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ჰოფენჰაიმს” შორის გამართულ შეხვედრაში მატს ჰუმელსმა საკუთარი კარი გაშვებული გოლისაგან გდაარჩინა.
მათეუსი: ”როისი ”ბაიერნში” უნდა გადავიდეს”
მარკო როისის შესახებ პრესა კვლავ აქტიურად განაგძობს წერას. ფეხბურთელით უკვე რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთ შემთხვევაში დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ინტერვიუში თავის აზრს აფიქსირებს ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი.
”ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როისი დარჩეს ბუნდესლიგაში. მე დღემდე არ მომწონს, რომ ბავარიელებმა ტონი კროოსი მადრიდის ”რეალში” გაუშვეს, მათ კი შემცვლელად ჩაბი ალონსო მოიყვანეს, რომელიც გერმანელ ფეხბურთელზე 9 წლით უფროსია. მომავალში კროოსი უფრო მეტს მიაღწევდა ”ბაიერნთან” ერთად. რაც შეეხება ”ბაიერნის” მომავალს, გუნდში ყოველთვის ფიქრობენ მომავალზე. ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, რიბერი და არიენ რობენი რამდენიმე წელიწადში ვეღარ იქნებიან მოწოდების სიმაღლზე. ერთ დღესაც ისინი აღარ იქნებიან გუნდის წევრები. ბოლო წლებია, ”დორტმუნდის” სათამაშო სტილის დიდი გულშემატკივარი ვარ. ფაქტია, რომ მათ დაკარგეს ის სათამაშო დონე, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გააჩნდათ. მჯერა, რომ ისინი კვლავ დაიბრუნებენ საკუთარ ადგილს ბუნდესლიგაში”.
ლოთარ მათეუს ეჭვიც არ ეპარება კლოპის პროფესიონალიზმში. იგი თვლის, რომ საახალწლო შესვენების შემდეგ გუნდი ისევ უმაღლეს დონეზე ითამაშებს.
”მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ზამთრის დასვენება სიტუაციის გამოსწორებისთვის. გუნდმა ბუნდესლიგაში უნდა გამოასწოროს სიტუაცია. ჩემპიონატში არიან სტაბილური გუნდები. გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს სტაბილურობა მართებს,” – განაცხადა მათეუსმა.