„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ მას „მაიამი ჰიტის“ უკანახაზელის დუეინ უეიდის გაბრაზება არ უნდოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მოთამაშეებმა ტვიტერზე იკამათეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დურანტმა დაწერა, რომ Sports Illustrated-ის მიერ შედგენილ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ათი მოთამაშის სიაში უეიდის ადგილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ჯეიმს ჰარდენმა უნდა დაიკავოს.
„ეს უბრალო წვრილმანია, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი. ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტია. ასოციაციაში ახალგაზრდა და ძლიერი კალათბურთელები არიან, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ზოგი მათგანი კი უკვე ვარსკლავად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, დროა, ასეთ კალათბურთელებს მეტი ყურადღება მიექცეს. პატივს კი ყველას ვცემ, განსაკუთრებით უეიდს“, – განაცხადა დურანტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი