”მაიამი ჰიტისა” და ”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ვარსკლავებს დუეინ უეიდსა და კევინ დურანტს სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რისი მიზეზით ჟურნალ Sports Illustrated-ის მიერ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ათი საუკეთესო მოთამაშის შედგენილი სია გახდა.
ყველაფერი კი CineSport-ის ვიდეო რგოლით დაიწყო, რომელშიც დურანტის ყოფილი თანაგუნდელი ჯეიმს ჰარდენი ვერ მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, დურანტმა უკმაყოფილება გამოთქვა და დაწერა, რომ ჰარდენი ათ საუკეთესო კალათბურთელს შორის უნდა იყოს და სწორედ უეიდის ადგილი დაიკავოს. თავის მხვრივ, ”დურანტულას” პოსტს დუეინი სწრაფად გამოეხმაურა და კევინს ისტორიის პატივისცემა სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: ”ყველაფერი მოედანზე უნდა დამიმტკიცო და არა ტვიტერზე”.
ალექსანდრე მატევოსოვი