ლეგენდარული პელეს შვილ ედსონ შოლბი ნასიმენტუს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მეტსახელად ედინიო ნარკოტრაფიკისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება 2005 წლიდან მიმდინარეობს და ედინიოს გარდა, კიდევ სამი პირია დაკავებული. თავად ედსონ შოლბი ნასიმენტუ აცხადებს, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა, თუმცა გასაყიდად არ გაჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ედინიო 2006 წელს ნარკოტიკების მოხმარების გამო დააპატიმრეს. მან საპატიმროში ექვსი თვე გაატარა, სანამ ადვიკოტაბემა მისი უდანაშაულობა არ დამტკიცეს.
ცნობისთვის, „ფეხბურთის მეფის“ შვილიც თამაშობდა „სანტოსში“, მაგრამ, მამისგან განსხვავებით, ედინიომ გოლკიპერის ამპლუა აირჩია. ედინიომ ბუცები ლურსმანზე 29 წლის ასაკში, მყესების გაწყვეტის შემდეგ ჩამოკიდა. ამჟამად ის 43 წლის გახლავთ.