“ბოლტონის” თავკაცმა ნილ ლენონმა განაცხადა, რომ მის გუნდს უახლოეს მომავალში ეიდურ გუდიონსენი შეუერთდება.
“ხელი თუ არაფერმა არ შეგვიშალა, შეთანხმება უპრობლემოდ განხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ ეიდური ჩვენთან უკვე უახლოესი მატჩისთვის იქნება. ვფიქრობ, ის გუნდს ძალიან გამოადგება. თუმცა, ჩემპიონშიპის სპეციფიკის ასათვისებლად მას დრო დასჭირდება” – განაცხადა ლენომმა.
გუდიონსენი “ბოლტონის” ღირსებას 1998-2000 წლებში იცავდა. ისლანდიელი ფორვარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია.