ემოციური ვიდეო – თვალცრემლიანი გუდიონსენი

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ერთმანეთს ისლანდიისა და ხორვატიის ნაკრებები ეცილებოდნენ. პირველი მატჩი ისლანდიაში უგოლოდ დასრულდა, განმეორებითში კი, ხორვატმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:0 იმარჯვეს და მუნდიალის საგზური გაინაღდეს.

ჩვენი წარმოდგენით, ისლანდიელებს ცხოვრებაში ნერვიც არ უტოკდებათ, თუმცა მატჩის შემდეგ ეიდურ გუდიონსენის ინტერვიუმ ეს მითი დაამსხვრია. 35 წლის ისლანდიელმა ფეხბურთელმა თვალზე ცრემლი ძლივს შეიკავა, როცა თქვა, რომ მისი სანაკრებო კარიერა ამით დასრულებულია.

გუდიონსენს სანაკრებო დებიუტი 1996 წელს, 17 წლის ასაკში ჰქონდა. მას ნაკრებში ჩატარებულ 78 მატჩში 24 გოლი აქვს მითვლილი.