სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ თავისი ეროვნული ნაკრების ერთდროულად 14 მოთამაშის სამუდამო დისკვალიფიკაციის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამის მიზეზი კი ამ ფეხბურთელების გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის მიღება გახდა.
ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოთამაშეებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა სამუდამოდ აეკრძალათ.
შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სალვადორმა აშშ-სთან და მექსიკასთან გარიგებულ შეხვედრებში მიიღომონაწილეობა. აშშ-სთან გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა, ხოლო მექსიკასთან – 0:5.
ალექსანდრე მატევოსოვი