სპოელსტა: „კრის ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა და მართალიც აღმოჩნდა“

„მაიამი ჰიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტამ აღიარა, რომ სამქულიანი, რომელმაც მის გუნდს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა (108:107), კრის ბოშს მისი დავალებით არ ჩაუგდია.

„ბოლო შეტევისთვის ჩემი გეგმა სულ სხვა იყო. მე დავხატე სქემა, რომელშიც კრისს ბურთი მოძრაობისას უნდა მიეღო. თუმცა, მან ამის გაკეთება სამქულიან ხასზე ისურვა. ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა, მაგრამ, როგორც ხედავთ, იგი სწორად მოიქცა“, – განუცხადა ფლორიდელთა დამრიგებელმა The Associated Press-ის ჟურნალისტს.

ალექსანდრე მატევოსოვი

სპოელსტრა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

როგორც Yahoo! Sports-ი გვატყობინებს, „მაიმი ჰიტის“ მთავარი მწვრთვნელი ერიკ სპოელსტრა ფლორიდულ კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებასთან არის ახლოს. ცნობილია, რომ ოფიციალურად ახალ შეთანხმებას მხარეები სულ მალე, ბაჰამის კუნძულებზე გააფორმებენ, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

შეგახსენებთ, რომ 42 წლის სპეციალისტი „ჰიტს“ უკვე ხუთი წლის განმალობაში უდგას სათავეში. ამ პერიოდში მან გუნდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში სამჯერ გაიყვანა და პლანეტის საუკეთესო ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი