როგორც უკვე იცით, “ინტერის” აქციების 20%-ს სულ მალე ჩინური კომპანია, Suning Group ჩაიბარებს. რის შემდეგაც, იტალიაში გაჩნდა ეჭვი, თანაც ძალზედ საფუძვლიანი, რომ ერიკ ტოჰირი კლუბის მიტოვებას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოჰირი ინგლისში გადაბარგებით არის დაინტერესებული. ინდონეზიელმა ბიზნესმენმა თვალი “ფულჰემს” დაადგა.
ამჟამად “ფულჰემი” ინგლისის რიგით მეორე ჩემპიონატში იმყოფება, თუმცა “თეთრებს” გარანტირებული ნამდვილად არ აქვთ ის, რომ მომავალ სეზონშიც შეძლებენ ჩემფიონშიპში ასპარეზობას.