ესიენი: “მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს”

ლონდონის “ჩელსის” განელი ნახევარმცველი, მაიკლ ესიენი აცხადებს, რომ მას გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ესიენს ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში თამაში რეგულარულად არ უწევს, რის გამოც, ბრიტანულ პრესაში მასსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ.

“სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვნერვიულობ, რომ სათადარიგოთა რიგებში ხშირად ვარ. გამოცდილი მოთამაშე ვარ და ვიცი, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს”, – ამბობს ესიენი.

სანტი კასორლამ ესიენი აანერვიულა

29 ოქტომბერს, ინგლისის ლიგის თასზე ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. “მეთოფეთა” ესპანელმა ნახევარმცველმა, სანტი კასორლამ მაიკლ ესიენს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, რამაც მაიკლ ესიენი გააბრაზა.