დასრულდა პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩი “კორნელია ელ-პრატზე”, სადაც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” კატალონიურ “ესპანიოლს” დაუზავდა.
“ესპანიოლი” 0:0 “ატლეტიკო მადრიდი”
გოლი: არავინ
დასრულდა პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩი “კორნელია ელ-პრატზე”, სადაც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” კატალონიურ “ესპანიოლს” დაუზავდა.
“ესპანიოლი” 0:0 “ატლეტიკო მადრიდი”
გოლი: არავინ
“ესპანიოლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიურმა კლუბმა ფორვარდს კრისტიან სტუანისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში 28 წლის შემტევის ანგარიშზე 24 შეხვედრაში გატანილი 10 გოლია და ამ მაჩვენებლით ის სერხიო გარსიასთან ერთად გუნდში საუკეთესოა.
25 ტურის შემდეგ “ესპანიოლი” 32 ქულით მერვე პოზიციაზეა.
პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში მადრიდის “რეალმა” “ესპანიოლს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
რეალი 3-0 ესპანიოლი
გოლები: როდრიგესი 12′ ბეილი 28′ ნაჩო 76
გაძევება: ფაბიო კოენტრაო 53′
დასრულდა ”ლა ლიგის” მე-14 ტურის კიდევ ერთი მატჩი. კატალონიურ დერბიში ”ბარსელონამ” დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. გუნდმა საკუთარ მოედანზე ”ესპანიოლი” 5-1 დაამარცხა. თამაში სენსაციით დაიწყო. მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში სტუმრება გახსნეს. ტაიმის მიწურულს კი ლიონელ მესიმ წონასწორობა აღადგინა. ”კამპ ნოუზე” შეკრებილმა მაყურებელმა სანახაობრივი მეორე ნახევარი იხილა. კატალონიის ”ბარსელონამ” სადავეები ბოლომდე იგდო ხელთ. თამაში საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე ლიონელ მესიმ დასვა.
აღსანიშნავია, ასევე ერთი ფაქტიც. ”ბლაუგრანელებმა” თამაშის დასაწყისში გამოჯანმრთელებმა უსურვეს ტომას ვერმაელენს. მოგეხსენებათ, ფეხბურთელს ჯერ კიდევ ტრავმა აქვს.
”კამპ ნოუ” რიგით 161-ე კატალონიურ დერბის უმასპინძლებს. ლა ლიგის მე-14 ტურში ”ბლაუგრანა” ”ესპანიოლს” მიიღებს. თამაში კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრები: 160 თამაშიდან კატალონიის ”ბარსელონამ” 91 მოიგო, 34 – ”ესპანიოლმა”, 35 თამაში კი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია ასევე ერთი ფაქტი: ამჯერად გუნდის მთავარი მწვრთნელები ერთმანეთს უკვე სხვა ამპლუაში დაუპირისპირდებიან. კვირას გასამართი დერბი მე-8 იქნება ლუის ენრიკესა და სერხიოსთვის. ”ბარსას” დამრიგებელმა 7 დერბიდან 3 მოიგო, დანარჩენი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
ტრადიციულად ყოველი კატალონიური დერბის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელები ერთმანეთს ხვდებიან. ეს ტრადიცია არც წელს დაირღვა.
9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, “ესპანიოლსა” და “ვილიარეალს” შორის გამართულ მატჩში, “ვილიარეალის” მეკარემ, სერხიო ასენჯომ უსიამოვნო ტრავმა მიიღო
“ბარსელონა” ისტორიაში პირველი კატალონიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. სტადიონ “მონტილივიზე” გამართულ მატჩში ლუის ენრიკეს გუნდმა “ესპანიოლს” აჯობა.
გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა ძირითად დროში ვერ მოახერხეს. მე-15 წუთზე პიკეს მიერ გატანილ გულს “ეპანიოლმა” მეორე ტაიმის დებიუტში არბილიას შედეგიანი დარტყმით უპასუხეს.
პენატლების სერიაში კი “ბარსელონას” მოთამაშეები უფრო ზუსტები იყვნენ.
კატალონიი სუპერთასი
ბარსელონა – ესპანიოლი 1:1 (პენ. 4:2)
გოლები: პიკე 15′ (1:0); არბილია 50′ (1:1)
29 ოქტომბერს, კატალონიის სუპერთასზე “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის გამართულ მატჩში ლუის სუარესმა ჟერარ პიკე შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა.
29 ოქტომბერს “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ერთმანეთს კატალონის სუპერთასზე დაუპირისპირდებიან.
კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გუნდები ძირითადი შემადგენლობებით ითამაშებენ.
ცნობისთვის, კატალონიის სუპერთასის გამართვამდე ოთხი დღით ადრე “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მადრიდის “რეალთან” მოუწევს შეხვედრა. სეზონის პირველ “ელ კლასიკო” 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კატალონიურმა კლუბმა ახალი მწვრთნელის დანიშნვნის შესახებ გააკეთა განცხადება. “ესპანიოლის” თავკაცი სერხიო გონსალესი გახდება, რომელიც მანამდე ბარსელონური კლუბის მეორე გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
გონსალესმა ხავიერ აგირე შეცვალა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა კლუბი.
სერხიო გონსალესი ესპანიოლის ღირსებას 1998-2001 წლებში იცავდა, რის შემდეგაც კარიერა “დეპორტივოში” გააგრძელა. გონსალესმა კარიერა 2011-ში, “ლევანტეში” დაასრულა.
25 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “გრანადას” შორის გამართულ შეხვედრაში, პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდუმ მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა მაკრატელათი სცადა, თუმცა მას მეკარე რობერტომ არ გაატანინა.
21 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1), “სამეფო კლუბის” მეკარემ, იკერ კასილასმა ჩინებული სეივი განახორციელა.