“ესპანიოლის” მიზანი — უახლოეს სამ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა

“ესპანიოლის” ახალ პრეზიდენტ ჩენ იანშენს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გასვლა იქნება.

“იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს. რაც არ უნდა იყოს, მწვრთნელზე წნეხის განხორციელებას არ ვაპირებ. შესაძლებელია, რომ ბარსელონაში ორი ძლიერი კლუბი არსებობდეს.

“ესპანიოლის” მატჩებს უკვე ოცი წელიწადია, თვალს ვადევნებ, ეს კლუბი ჩემი გრძნობაა. ჩვენთან ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ”, – ციტირებს ჩენ იაშენის სიტყვებს “მარკა”.

 

“ესპანიოლი” რუმინელ მწვრთნელს ჩააბარეს

“ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონსტანტინ გილკე დაინიშნა. რუმინელი სპეციალისტი კატალონიურ გუნდს სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ “ესპანიოლის” თავკაცის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ სერხიო გონსალესი გაათავისუფლა.

კონსტანტინ გილკე ბოლოს ბუქარესტის “სტიაუას” ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით გუნდმა გასულ სეზონში ერთბაშად სამი ტიტული მოიგო: რუმინეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ლიგის თასი.

 

“ესპანიოლმა” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“ესპანიოლის” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერხიო გონსალესის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ეს სპეციალისტი კატალონიურ გუნდს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. “ესპანიოლმა” გონსალესის თანაშემწეებთანაც გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

ამ დროისთვის “ესპანიოლს” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი უკავია. გუნდს გასავარდ ზონამდე 3 ქულა აშორებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ იანვარში გუნდმა შესაძლოა, ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი დაიმატოს.

 

29 ოქტომბერს “ბარსელონას” ფინალი ელის

29 ოქტომბერს “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ერთმანეთს კატალონის სუპერთასზე დაუპირისპირდებიან.

კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გუნდები ძირითადი შემადგენლობებით ითამაშებენ.

ცნობისთვის, კატალონიის სუპერთასის გამართვამდე ოთხი დღით ადრე “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მადრიდის “რეალთან” მოუწევს შეხვედრა. სეზონის პირველ “ელ კლასიკო” 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

კატალონიური დერბი „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტური კატალონიური დერბით გაიხსნა: „ბარსელონამ“ „ნოუ კამპზე“ „ესპანიოლი“ მიიღო. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგაც გულშემატკივრებს დიდი ხანი მოუხდათ ლოდინი, რათა მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი ეხილათ: 68-ე წუთზე ნეიმარის გადაცემით ანგარიში ალექსის სანჩესმა გახსნა. კატალონიურმა გრანდმა თანაქალაქელი გუნდი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა – 1:0.

სატურნირო ცხრილს „ბარსელონა“ 34 ქულით ლიდერობს. „ესპანიოლს“ 15 ქულით მე-8 პოზიცია აქვს დაკავებული.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
მე-12 ტური
„ბარსელონა“-„ესპანიოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: სანჩესი 68′.
გაფრთხილებები: მასკერანო 77′ – ფუენტესი 45′, ვიქტორ სანჩესი 67′, ლანსაროტე 90′.