მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ფელიპე რეიესმა ევროლიგის ისტორიაში მოხსნების რაოდენობის ახალი მაჩვენებელი დაამყარა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის მეხუთე ტურში „სამეფო კლუბი“ გასვლაზე „მაკაბისთან“ დამარცხდა, თუმცა ამან რეიესს ახალი მაჩვენებლის მიღწევაში ხელი არ შეუშალა.
ამჟამად ესპანელის ანგარიშზე ევროლიგაში 1288 მოხსნაა. ამ შედეგით მან თურქ ცენტრ მირსად ტურკანს აჯობა, რომელმაც წარმატებას 2012 წელს მიაღწია.
მიმდინარე სეზონში 34 წლის ბიგმენის საშუალო მონაგარი 18,7 წუთში 12 ქულასა და 6,6 მოხსნას შეადგენს.