ლავრინოვიჩი კვირის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ევროლიგის რეგულარული სეზონის მეცხრე კვირის MVP-დ უკრაინული „ბუდიველნიკის“ ლიტველი ცენტრი დარიუშ ლავრინოვიჩი დასახელდა, რომლის ეფექტურობის რეიტინგმა ჯამში 44 ქულა შეადგინა.

კვირის საუკეთესო კალათბურთელთა ხუთეულში ასევე მადრიდის „რეალის“ ცენტრი ნიკოლა მიროტიჩი (35 ქულა), „ფენერბაჰჩეს“ მოთამაშე ემირ პრელდზიჩი (33 ქულა), „გალათასარაის“ ცენტრი ზორან ერცეგი (30 ქულა) და „არმანი ჯინსის“ კალათბურთელი განი ლავალი (27 ქულა) მოხვდნენ.

ლავრინოვიჩი კი კვიირს საუკეთესო სნაიპერი გახდა – მისმა მონაგარმა 29 ქულა შეადგინა. ყველაზე მეტი მოხსნა „გალათასარაიში“ მოთამაშე ფურკან ალდემირმა გააკეთა. შედეგიანი ასისტების სტატისტიკაში კი „ნანტერის“ ლიდერმა ტრენტონ მიჩმა იმარჯვა, რომელმაც „ბუდიველნიკთან“ მატჩში თავის ანგარიშზე 10 პასი ჩაიწერა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ევროლიგა: კვირის ათი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი

წარმოგიდგენთ ევროლიგის რეგულარული სეზონის მეცხრე კვირის ათ ყველაზე დასამხსოვრებელ ეპიზოდს:

ევროლიგა: კვირის ათი საუკეთესო ეპიზოდი

წარმოგიდგენთ ევროლიგის რეგულარული სეზონის მერვე კვირის ათ საუკეთესო მომენტს:

ევროლიგა: მეოთხე კვირის ტოპ მომენტები

თქვენს წინაშეა ევროლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხე კვირის საუკეთესო ეპიზოდები.

ევროლიგა: მიმდინარე კვირის ათი საუკეთესო მომენტი

წარმოგიდგენთ ევროლიგაში მიმდინარე კვირას შემდგარი ტურის ათ საუკეთესო ეპიზოდს.

ევროლიგა: პირველი კვირის ათი საუკეთესო მომენტი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ევროლიგის მიმდინარე სეზონის პირველი კვირის ათ საუკეთესო მომენტს.