ოფიციალურად: უეინ რუნი “დი სი იუნაიტედის” ფეხბურთელია

მერსესაიდული “ევერტონის” ინგლისელი თავდამსხმელი, უეინ რუნი, ამიერიდან “დი სი იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

32 წლის უეინ რუნიმ ვაშინგტონურ კლუბთან 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მთელი ამ დროის მანძილზე ეს უკანასკნელი ხელფასის სახით 13 მილიონ დოლარს მიიღებს. ასე რომ რუნი “დი სი იუნაიტედის” ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

“ემ ელ ესის” სატურნირო ცხრილში 12 ტურის შემდეგ “დი სი იუნაიტედი” 11-ე ადგილს იკავებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, კრის სმოლინგი გაყიდოს

ევროპული ჟურნალ-გაზეთების ცნობით, სმოლინგის “მანჩესტერული” კარიერა დასასრულს უახლოვდება და ქრის სმოლინგი მომავალი სეზონიდან მერსესაიდული “ევერტონის” რიგებში იასპარეზებს.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ სმოლინგს პირად საუბარში გაუმხილა, რომ მომავალ სეზონში მას ძირითადის ადგილი გარანტირებული ვეღარ ექნება, რაც ინგლისელი მცველის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

სმოლინგსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არსებულ მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულამდე არ ეწურება და მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სიტყვა ჯერაც არ ჩამოვარდნილა.

რაც შეეხება “ლესტერ სიტის”, “მელიები” საკმაოდ დიდი ხანია, რაც ცენტრალურ მცველს ეძებენ. ისინი რამდენიმეჯერ სოლომონ კვირკველიასაც დაუკავშირეს.

თამაში უბურთოდ: ინგლისში წითელი ბურთი ვერ მოიძებნა (ფოტო)

ევროპაში უამინდობა გრძელდება. “სტოკ სიტისა” და “ევერტონს” შორის ჩატარებულმა მატჩმა ინგლისელ გულშემატკივართათვის უცნაურ პირობებში ჩაიარა – რისი მთავარი მიზეზიც არა თოვლი, არამედ უბურთოდ თამაში იყო.

როგორც მოგეხსენებათ, უეფას წევრ ქვეყნებში მიღებულია წესი, რომლის თანახმადაც თოვლიან ამინდში გუნდებმა წითელი ბურთით უნდა ითამაშონ, რათა ის უფრო შესამჩნევი იყოს. როგორც ჩანს, ინგლისში წითელი ბურთი ვერ მოიძებნა.

“არსენალმა” “ევერტონი” გაანადგურა – ახალწვეულების წარმატებული დებიუტი (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 26 ტურში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ კედლებში “სუონსისთან” განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა და “ევერტონი” გამანადგურებელი ანგარიშით (5:1) დაამარცხა.

აღნიშნული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს ჰენრიკ მხითარიანმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. ამ უკანასკნელმა კი სადებიუტო მატჩში გოლის გატანაც კი შეძლო.

ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე აარონ რემზიმ გახსნა, მე-14 წუთზე კოშელნიმ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხუთიოდე წუთში კი რემზიმ დუბლი გაიფორმა. ტაიმის მიწურულს (37′) ექს-“ბორუსიელმაც” გაიტანა თავისი გოლი.

მეორე ნახევარში “კამფეტებს” “დიდი სემის” ხელი დაეტყოთ და უკეთაც ათამაშდნენ – კელვერტ-ლევინმა ერთი ბურთი გაქვითა (64), რასაც რემზიმ თავისი მესამე გოლით უპასუხა (74′) – 5-1.


“არსენალი”: პეტრ ჩეხი (ოსპინა 70′); მონრეალი (კოლაშინაცი 48′), მუსტაფი, კოშელნი, ბელერინი; გრანიტ ჯაკა, რემზი (უილშეარი 78′); მხითარიანი, იოზილი, აივობი; ობამეიანგი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ევერტონი”: პიკფორდი; კინი (დეივისი 46′), უილიამსი, მანგალა; კენი, შნაიდერლინი, გეიე, მარტინა; უოლკოტი (კელვერტ-ლევინი 61′), ნიასე (ტოსუნი 78′), ბოლასი

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი


სანდრო რამირესი “სევილიაში” ითამაშებს

მერსესაიდის “ევერტონის” თავდამსხმელი, სანდრო რამირესი ანდალუსიის “სევილიაში” ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება. ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.

22 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე, არენდის წესით იასპარეზებს ესპანურ კლუბში. სევილიელებმა ამისთვის ინგლისელებს 9.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. რამირესი გასულ სეზონში “მალაგაში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გადავიდა “ევერტონში”, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, თხუთმეტი შეხვედრა ჩაატარა. არც ისე წარმატებული ნახევარი სეზონის შემდეგ, სანდრომ სამშობლოს მიაშურა.

იმასაც გეტყვით, რომ “სევილიასთვის” რამირესი მეოთხე შენაძენია. ანდალუსიელებმა აქამდე გილერმე არანა, როკე მესა და მიგელ ლაიუნი იყიდეს.

“ტოტენჰემმა” “ევერტონი” გაანადგურა, კეინი კვლავ ბრწყინავს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე მერსესაიდული “ევერტონი” მიიღო და საკმაოდ იოლი გამარჯვებაც ჩაიწერა აქტივში.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა სტუმრებიც ცდილობდნენ საწადელის მიღწევას. საბოლოო ჯამში, “ევერტონმა” ოთხი უპასუხო გოლი მიიღო: სონი 27′, კეინი 47′ 59′ და ერიქსენი 81′.

ასე რომ, 23 ტურის შედმეგ “დეზების” ანგარიშზე 44 ქულაა და მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან, ალარდაისის “ბიჭები” კი 27 ქულით მეცხრე საფეხურზე არიან. მომდევნო ტურში “ტოტენჰემი” “საუთჰემპტონს” ეწვევი, ხოლო “ევერტონი” “ვესტ ბრომს” მიიღებს.


“ტოტენჰემი”: უგო ლორისი; ორიე, სანჩესი, ვერტონგენი, დეივისი; დაიერი (ვანიამა 74′), დემბელე(სისოკო 82′); ერიქსენი, დელე ალი, სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“ევერტონი”: პიკფორდი; კენი, ჰოლგეიტი, იაგიელკა, მარტინა; მაკკარტი (შნაიდერლინი 72′), გეიე; ბოლასი (ლენონი 57′), რუნი, სიგურდსონი; ტოსუნი (კელვერტ-ლევინი 62′)

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი


გარი კეჰილი: “როს ბარკლი ფენომენალური შენაძენია”

ლონდონის “ჩელსიმ” გარი კეჰილი მერსესაიდის “ევერტონიდან” 15 მილიონ ფუნტად დაიმატა.

აღნიშნულ ტრანსფერზე “ლურჯების” ცენტრალურმა მცველმა, გარი კეჰილმა ისაუბრა.

“ბარკლი ფენომენალური ფეხბურთელია. ის ნამდვილად კარგი შენაძენია. ვფიქრობ, როსი ძალიან იაფად ვიყიდეთ. შეხედეთ, რა ხდება სატრანსფერო ბაზარზე და მერე მისი ფასი გაიხსენეთ. ასეთი მოთამაშის 15 მილიონად ყიდვა ურთულესია. მასთან მითამაშია და მივარჯიშნია კიდეც. ვიცი, რა უნარები გააჩნია მას.”

“ის აცნობიერებს, რა სურს და რისთვის იბრძვის. როსი რუნებ ლოფტუს-ჩიკს მახსენებს. მას კარგი მარცხენა აქვს? აქვს ძლიერი მარჯვენა? არის სწრაფი? არის თუ არა ძლიერი? გადამწყვეტ ფაზაშიც შესანიშნავია? მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. დარწმუნებული ვარ, ის თავდაჯერებული გააგრძელებს მუშაობას ჩვენს გუნდში და ძალიან დიდ სარგებელს მოგვიტანს,” – ამბობს გარი.

ალარდაისი “ლივერპულთან” წაგებაზე: “მსაჯი შეცდა, პენალტი არ იყო”

“ლივერპულსა” და “ევერტონს” შორის გამართული სათასო დაპირისპირების შემდეგ, რომელიც “წითლების” გამარჯვებით (2-1) დასრულდა, სემ ალარდაისმა პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემი აზრით, იმ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. პირველი გოლის ეპიზოდში შეცდომა მსაჯმა დაუშვა და მეორე შემთხვევაში, ჩვენი ბრალი იყო ყველაფერი.

ვთვლი, რომ გუნდმა სხვა დანარჩენი ბრწყინვალედ გააკეთა. ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს უბრალოდ ვერ მოვითხოვ. მათ ყველაფერი გააკეთეს, ეს დაპირისპირება რომ მოგვეგო, ან “გუდიოსნზე” მაინც გვეთამაშა გადათამაშება.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ასეთი თამაში მეტს იმსახურებდა,” – აცხადებს ალარდაისი.

ოფიციალურად: როს ბარკლი “ჩელსის” ფეხბურთელია

ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს “ევერტონის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, როს ბარკლის ტრანსფერს. “არისტოკრატებმა” ინგლისელ ფეხბურთელში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

“ჩელსის” ინგლისელმა ახალწვეულმა, რომელსაც “ევერტონთან” არსებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, კლუბთან 5-წელნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის 8-ნომრიან მაისურს მოირგებს.

“ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ, ასეთი შანსი რომ მეძლევა. ეს ყველაფრის თავიდან დაწყების ბრწყინვალე საშუალებაა ჩემთვის და იმედი მაქვს, კლუბთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ,” – აცხადებს ბარკლი.

როგორც იცით, 24 წლის ფეხბურთელი ზაფხულშიც საკმაოდ ახლოს იყო ამ ტრანსფერთან, თუმცა აგვისტოს თვეში მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი ჩაშალა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ევერტონის” ბარიერი ადვილად გაიარა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 22-ე ტურში მერსესაიდს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე, “მანჩესტერ იუნაიტედი” ეწვია. ოღონდ, ამჯერად “წითელი ეშმაკუნები” “ევერტონთან” იყვნენ სტუმრად.

მატჩი საკმაოდ სახალისო სანახავი გამოდგა და მომენტებითაც იყო დახუნძლული. თუმცა, ანგარიში მეორე ტაიმში, შეხვედრის 57-ე წუთზე გაიხსნა – თავი ანტონი მარსიალმა გამოიჩინა. თამაშის 81-ე წუთზე კი ლინგარდმა გაიტანა, პოგბამ კი რიგით მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა ამ მატჩში – 0:2.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ახლა 47 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. “ევერტონი” კი 27 ქულით მეცხრეა. მომდევნო ტურში “იუნაიტედი” “სტოკს” მიიღებს, “ევერტონი” კი “ტოტენჰემს” ეწვევა.


“ევერტონი”: პიკფორდი; მარტინა, უილიამსი, კინი, ჰოლგეიტი; შნაიდერლინი, დეივისი; ბოლასი (ლენონი 62′), რუნი (მაკკარტი 62′), ვლაშიჩი; ნიასე

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ლინდელოფი, ჯონსი, როხო, შოუ; ჰერერა, მატიჩი; ხუან მატა (ტაუნზებე 92′), პოგბა, ლინგარდი (ბლინდი 87′); მარსიალი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


რუნი: “სიტის” პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესოებს შორის ვერ ვხედავ”

მერსესაიდული “ევერტონის” ინგლისელი შემტევის, უეინ რუნის თვალსაზრისით პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდებს სათანადო კონკურენციას ჯერ ვერ უწევს.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ “სიტი” მათ შორის არის. ვფიქრობ, მათ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ, ამ დონეს რომ მიაღწიონ.

პრემიერ ლიგას ძალიან ბევრი დიდებული გუნდი ახსოვს. იმისათვის, რომ “მანჩესტერ სიტი” ამ თვალსაზრისით განვიხილოთ, პეპის გუნდმა ტიტულები უნდა მოიგოს და მათმა ჰეგემონიამ კიდევ უფრო დიდი ხანი გასტანოს.

საუკეთესო კლუბი? ჩემი აზრით ეს 2008 წლის “მანჩესტერ იუნაიტედია”.

არა მგონია, ამ გუნდმა სეზონის დაუმარცხებლად დასრულება შეძლოს. ეს პრემიერ ლიგაა და ამ ჩემპიონატში ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, თანაც, მალე ჩემპიონთა ლიგაც ბრუნდება,” – აცხადებს რუნი.

წვიმიანმა მერსესაიდულმა დერბიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (ვიდეო)

2017 წლის 10 დეკემბერს “ენფილდმა” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას, მერსესაიდულ დერბის უმასპინძლა, სადაც გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის ბიჭები, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თამაში ფრედ (1-1) დასრულდა – სალაჰის მიერ 42-ე წუთზე გატანილ გოლს შეხვედრის 76-ე წუთზე უპასუხა უეინ რუნიმ, რომელმაც მინოლეს კარი თერთმეტმეტრიანის მეშვეობით აიღო.

აღსანიშნავია, რომ “წითლებმა” მეტოქის კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყეს, თუმცა ბურთი კარში მხოლოდ სამჯერ წავიდა. რაც შეეხება “კამფეტების” სტატისტიკას, ალარდაისი ბიჭებმა სამჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, ორჯერ კი კარში.

შედეგად, “ლივერპულმა” მესამე ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა და ახლა 30 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში, “ევერტონი” კი 19 ქულით მეათეა.