პარასკევის მატჩების მიმოხილვა (ვიდეო)

წარმგიდგენთ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე პარასკევს ჩატარებული მატჩების ამსახველ ვიდეოს.

დე კოლოს ჩაჭრა – დღის საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

„მაკაბისთან“ გასვლით მატჩში მოსკოვის ცსკა-ს მცველის ნანდო დე კოლოს ჩაჭრა ევროლიგის მიერ ხუთშაბათის საუკეთესო ეპიზოდად ჩაითვალა.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ევროლიგა: ხუთშაბათის მატჩების პრევიუ

წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის დღევანდელი მატჩების პრევიუს.

პარასკევის მატჩების პრევიუ (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ევროლიგის დღევანდელი მატჩების ვიდეოპრევიუს.

მეხუთე ტურის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

გთავაზობთ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ათი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტის ამსახველ ვიდეოს.

ხუთშაბათის მატჩების მიმოხილვა

გთავაზობთ ევროლიგაში ხუთშაბათს გამართლი მატჩების ვიდეომიმოხილვას.

მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ ორ მატჩში ქულების რეკორდი დაამყარა

ოთხშაბათს მადრიდის „რეალმა“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი გამართა. „სამეფო კლუბის“ მეტოქე იტალიური „დინამო სასარი“ იყო, რომელიც ესპანელებმა ანგaრიშით 115:94 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ მესამე ტურში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ მატჩში მადრიდელებმა 112 ქულა დააგროვეს. აქედან გამომდინარე, ზედიზედ ორ მატჩში „რეალმა“ 227 ქულა მიითვალა, რაც ზედიზედ ორ მატჩში ძირითად დროში დაგროვებული ქულების რეკორდია.

სათქმელია, რომ „დინამო სასარისთან“ თამაშში ესპანეთის ვიცე-ჩემპიონმა ასევე ერთ შეხვედრაში გაკეთებული გადაცემების რეკორდი გაიმეორა, რომელიც ერთი კვირის წინ დაამყარა (33 გადაცემა).

მადრიდის „რეალმა“ ერთ მატჩში ასისტების რაოდენობის რეკორდი დაამყარა

ოთხშაბათს, 29 ოქტომბერს, „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მადრიდის „რეალმა“ ტურნირის ერთ მატჩში გაკათებული გადაცემების რეკორდი დაამყარა. ჯამში, ხსენებურ შეხვედრაში „სამეფო კლუბის“ ანგარიშზე 33 ასისტია.

ევროლიგის წინა რეკორდი ამ კომპონენტში ერთდროულად ორ კლუბს – თელ-ავივის „მაკაბისა“ და ათენის „პანაითინაიკოსს“ ეკუთვნოდა, რომელთა მაჩვენებელიც 31-31 ასისტს შეადგენდა.

ევროლიგის პირველი ტურის ათი საუკეთესო ეპიზოდი

წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის ახალი სეზონის პირველი ტურის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„ბარსელონამ“ „ბაიერნი“ დაამარცხა

ევროლიგის გასული სეზონის გათამაშების ფინალისტმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო – კატალონიის „ბარსელონამ“ შინ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და ორი ქულით აჯობა.

„ბარსელონა“ – „ბაიერნი“ – 83:81 (19:19, 25:24, 18:16, 21:22)

„ბარსელონა“: უერტასი (5), ნავარო (12 ქ. 8 პ.), დოელმანი (16 ქ.), ტომასი (2 ქ.), ტომიჩი (15 ქ. 10 მ.) – სტარტი; ოლესონი (15 ქ. 6 მ.), ნახბარი (9 ქ.), აბრინესი (7 ქ.), პლიასი (2 ქ. 6 მ.)

„ბაიერნი“: გაველი (4 ქ.), ჯედოვიჩი (19 ქ. 7 მ. 4 პ.), ბენცინგი (4 ქ.), სავანოვიჩი (10 ქ. 7 მ. 3 ჩ.), ბრაიანტი (16 ქ. 11 მ. 4 პ.) – სტარტი; შტაიგერი(12 ქ. 6 მ.), შაფარტჩიკი (7 ქ. 5 მ.), მაჩიჩი (6 ქ.), შტიმაცი (0), იაგლა (0)

დღის სხვა შედეგები:

А ჯგუფი:

„ნიჟნი ნოვგოროდი“ – „სასარი“ 88:86 (15:26, 28:21, 23:14, 22:25)

„რეალი“ – „ჟალგირისი“ 80:71 (13:14, 19:21, 24:14, 24:22)

В ჯგუფი:

ალბა – ცსკა 68:84 (17:21, 21:23, 12:18, 18:22)

С ჯგუფი:

„პანაითინაიკოსი“ – „ტუროვი“ 84:77 (18:14, 24:21, 26:24, 16:18)

„ფენერბაჰჩე“ – „არმანი ჯინსი“ 77:74 (26:15, 15:28, 16:15, 20:16)

ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის, თურქეთისა და გერმანიის ჩემპიონები ერთ ჯგუში მოხვდნენ

დღეს ბარსელონაში ევროლიგის ჯგური ეტაპის ევროლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. აღსანიშნავია С ჯგუფი, რომელშიც ერთდროულად წამყვანი ევროპული საკალათბურთო ლიგის გამარჯვებულები მოხვდნენ.

А ჯგუფი:

„რეალი“ (ესპანეთი)
„ანადოლუ ეფესი“ (თურქეთი)
„ჟალგირისი“ (ლიტვა)
„ნიჟნი ნოვგოროდი“ (რუსეთი)
„დინამო სასარი“ (იტალია)
კვალიფიკაციის გამარჯვებული

В ჯგუფი:

ცსკა (რუსეთი)
„მაკაბი თელ-ავივი“ (ისრაელი)
„უნიკახა“ (ესპანეთი)
„ალბა“ (გერმანია)
„ცედევიტა“ (ხორვატია)
„ლიმოჟი“ (სარანგეთი)

С ჯგუფი:

„ბარსელონა“ (ესპანეთი)
„პანაითინაიკოსი“ (საბერძნეთი)
„ფენერბაჰჩე“ (თურქეთი)
„არმანი ჯინსი“ (იტალია)
„ბაიერნი“ (გერმანია)
„ტუროვი“ (პოლონეთი)

D ჯგუფი:

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)
„ვალენსია“ (ესპანეთი)
„ბასკონია“ (ესპანეთი)
„გალათასარაი“ (თურქეთი)
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„ნეპტუნასი“ (ლიტვა)

ევროლიგის 2014/15 წლების სეზონის გათამაშების თითქმის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ევროლიგის მმართველთა შეკრებაზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, ტურნირის შემდეგი სეზონის გათამაშის მონაწილეთა ვინაობა დასახელდა. როგორც გაირკვა, „უაილ ქარდი“ წელს გერმანულმა „ალბამ“, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ და დებიუტანტმა იტალიურმა „დინამო სასარიმ“ მიიღეს. გარდა ამისა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე რუსეთის „ნიჟნი ნოვგოროდისა“ და ლიტვური „ნეპტუნასის“ დებიუტი შედგება.

ტურნირში მონაწილეობა კიევურმა „ბუდიველნიკმა“ იუიარა.

მაშ ასე, ევროლიგის შემდეგი სეზონის გათამაშების მონაწილეთა შემადგენლობა ასეთია:

ესპანეთი: „რეალი“, „ბარსელონა“, „ბასკონია“, „უნიკახა“, „ვალენსია“
თურქეთი: „ფენერბაჰჩე“, „ანადოლუ ეფესი“, „გალათასარაი“
იტალია: „არმანი ჯინსი“, „დინამო სასარი“
რუსეთი: ცსკა, „ნიჟნი ნოვგოროდი“
საბერძნეთი: „პანაითინაიკოსი“, „ოლიმპიაკოსი“
გერმანია: „ალბა“, „ბაიერნი“
ლიტვა: „ჟალგირისი“, „ნეპტუნასი“
საფრანგეთი: „ლიმოჟი“
ხორვატია: „ცედევიტა“
სერბეთი: „ცრვენა ზვეზდა“
ისრაელი: „მაკაბი თელ-ავივი“
პოლონეთი: „ტუროვი“

ამ გუნდებს კი, კვალიფიკაციის გამარჯვებული შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ კვალიფიკაციაში მონაწილეობას შემდეგი რვა გუნდი მიიღებს:

– „ასველი“ (საფრანგეთი)
– „ნიმბურკი“ (ჩეხეთი)
– „აპოელ იერუსალიმი“ (ისრაელი)
– „ლევსკი“ (ბულგარეთი)
– „სტელმეტი“ (პოლონეთი)
– „სტრასბურგი“ (საფრანგეთი)
– „ოოსტენდე“ (ბელგია)
– „უნიკსი“ (რუსეთი)

ხსენებული რვა გუნდიდან „უაილდ ქარდის“ ერთდროულად სამი მფლობელია – საუბარია „ასველზე“, „აპოელსა“ და „უნიკსზე“. კვალიფიკაცია სექტემბრის ბოლოს შედგება, მისი ჩატარების სავარაუდო ადგილად კი, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მოიხსენიებენ.

ევროლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა კი, 10 ივლისს, ბარსელონაში შედგება.