Europe-bet-ის კვირის გუნდი

Fanebi.com-ზე ევროპა-ბეთის ახალი რუბრიკა გრძელდება, რომელიც განვლილი შაბათ-კვირის ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებს ეძღვნება.

მაშ ასე, განვლილი კვირის გუნდი ასე გამოიყურება:

fanebi stadion

მეკარის პოზიციაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯი დავიდ დე ხეა ავირჩიეთ, რომელიც „ლივერპულთან“ მატჩში განუმეორებელი იყო. მართალია, მიმდინარე სეზონში ესპანელმა საკუთარი გუნდის კარი მშრალად მხოლოდ მესამედ შეინახა, თუმცა მერსესაიდელებთან შეხვედრაში მან რვა სეივი მიითვალა და სამჯერ მეტოქის დარტყმა მოიგერია, რომელიც, დიდი ალბათობით, მატჩის სცენარს შეცვლიდა.

დაცვის მარცხენა ფლანგზე პატრის ევრა გამოირჩა, რომლის „იუვენტუსმაც“ შინ „სამპდორია“ მიიღო და ანგარიშით 1:1 ეთამაშა – ტურინელთა მხრიდან გოლი სწორედ ფრანგმა მცველმა გაიტანა. ქულების დაკარგვის მიუხედავად, ევრა თავისი გუნდის შემადგენლობაში ხსენებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საპირისპირო ფლანგზე კრისტოფ ჟალე ავირჩიეთ, რომელმაც ხუთი ორთაბრძოლა მოიგო, რისი წყალობითაც „ლიონმა“ „კანი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

დაცვის ცენტრში „ბაიერნის“ მცველი მეხდი ბენატია და „ბარსელონას“ ფეხბურთელი ჟერემი მატიე გამოირჩნენ. ბენატიამ გოლიც კი გაიტანა, მატიე – ძალიან საიმედო იყო, მისი 93 პასიდან ზუსტი 85 აღმოჩნდა.

„უდინეზესთან“ მოგებულ მატჩში „ვერონას“ საყრდენმა ნახევარმცველმა ლაზაროს ხრისტოდულოპულოსმა დიდი წვლილი შეიტანა. ბერძენმა მოთამაშემ ერთი საგოლე გადაცემა და ერთი გოლი მიითვალა, მისმა გუნდმა ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სერია ა-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოირჩა. „ლაციოს“ 34 წლის ნახევარმცველი სტეფანო მაური ნელ-ნელა კარგ ფორმაში დგება. ორი კვირის წინ მან „პარმას“ გაუტანა, განვლილ უიკენდზე კი „ატალანტასთან“ დუბლით გამოირჩა – რომაელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი დუბლი შეასრულა, ამჯერად, მისი გოლებისგან „ალმერია“ დაზარალდა, რომელმაც „რეალთან“ ანგარიშით 1:4 წააგო.

აღსანიშნავია „ლაციოს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ფელიპე ანდერსონი. 21 წლის ბრაზილიელმა „ატალანტასთან“ მატჩში თანაგუნდელები ორი საგოლე პასით მოამარაგა.

„კანთან“ შეხვედრაში „ლიონის“ შემტევი ნაბილ ფეკირიც გამოირჩა – ალჟირელმა ორი საგოლე გადაცემის გარდა, თავისი გუნდისთვის პენალტიც გამოიმუშავა.

ბოლოს, გავიხსენოთ კვირის ერთ-ერთი გმირი რობინ ვან პერსი. ჰოლანდიელმა „ლივერპულთან“ ხუან მატას საგოლე პასი გაუკეთა, თვითონაც გაიტანა და ოთხი ორთაბრძოლა მოიგო.

EUROPE-BET-ის კვირის გუნდი

ევროპა-ბეთის ახალი რუბრიკა გრძელდება, რომელიც განვლილი შაბათ-კვირის ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებს ეძღვნება.

მაშ ასე, განვლილი კვირის გუნდი ასე გამოიყურება:

Team

მეკარის პოზიციაზე „დეპორტივოს“ კარის დარაჯი ფაბრიციო ავირჩიეთ, რომელმაც მიმდინარე სეზონის პრიმერა დივიზიონის ჯერჯერობით ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ „ვალენსიასთან“ საიმედოდ იდგა, მისმა გუნდმა კი მეტოქე სოლიდური ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე დანი ალვესი გამოირჩა, „ბარსას“ მოთამაშემ „ეიბართან“ განვლილი ტურის მატჩში დაცვაში კარგად თამაშის გარდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. რაც შეეხება დაცვის საპირისპირო, მარცხენა ფლანგს, ამ პოზიციაზე „ევერტონის“ მცველი ლეიტონ ბეინსი გამოირჩა, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა. იგივეს მის თანაგუნდელზე, ცენტალურ მცველ ფილ ჯაგიელკაზეც ვიტყოდით, რომელიც EUROPE-BET-ის კვირის გუნდში ასევე მოხვდა. ბეინსის პასით ერთი გოლი სწორედ ჯაგიელკას ანგარიშზეა. მასთან ერთად დაცვის ცენტრში დავიდე ასტორიც ავირჩეთ, მისმა „რომამ“ ბოლო ტურში „კიევო“ 3:0 დაამარცხა. ის ფაქტი, რომ „ჯალოროსიმ“ ხსენებულ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, სწორედ დავიდის დამსახურებაა.

ზედიზედ მეორედ სიმბოლურ ნაკრებში სესკ ფაბრეგასი მოხვდა. ამჯერად ესპანელმა ნახევარმცველმა მაყურებლებს თავი გოლით დაამახსოვრა, რომელიც, სხვათაშორის, მისთვის „ჩელსის“ მაისურით პირველი აღმოჩნდა. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ფაბრეგასთან ერთად „ლაციოს“ შუახაზელი კანდრევაც მოხვდა. რომაელთა ერთ-ერთმა ლიდერმა „ფიორენტინასთან“ გასვლით მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობით გამოირჩეოდა.

კვირის გუნდში ოსკარიც შევიყვანეთ, რომელმაც ბოლო ტურში „კრისტალ პალასთან“ შეხვედრის მოგებაში არანაკლები წვლილი შეიტანა, საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და სესკი საგოლე პასით მოამარაგა.

განვლილი უიქენდის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, რა თქმა უნდა, „საუთჰემპტონი“ – „სანდერლენდი“ გამოდგა – მასპინძლებმა სტუმრები ანგარიშით 8:0 გაანადგურეს, ოთხი საგოლე პასითა და ერთი გატანლი გოლით კი ამ შეხვედრაში დუშან ტადიჩი გამოირჩა, რომელიც სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდა.

წარმატებული ბოლო ტური პირადად ხოსე მარია კალეხონისთვისაც გამოდგა – ესპანელმა შემტევმა „ინტერთან“ გასვლით თამაშში დუბლი გაიფორმა, თუმცა მისმა გუნდმა მილანიდან მხოლოდ ქულა წამოიღო.

და ბოლოს, ერთადერთი თავდამსხმელის პოზიციაზე სერხიო აგუერო მოხვდა. მოგეხსენებათ, არგენტინელმა „ტოტენჰემთან“ მატჩში პოკერი გაიფორმა, რისი წყალობით „ქალაქელებმა“ 4:1 იმარჯვეს.

 

ქართველმა მამამ, 2028 წელს თავისი შვილის ნაკრებში თამაშზე 100 ლარის ოდენობის ფსონი განათავსა

სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ ევროპაბეთმა განახორციელა სრულიად უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოში !!!

5 წლის საბა ჭრელაშვილის მამა დაგვიკავშირდა ინიციატივით და განათავსა ფსონი 100 ლარის ოდენობით, რომ 2028 წელს, მისი შვილი ითამაშებს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

იმ შემთხვევაში თუ საბას ოჯახის ვარაუდი გამართლდა, მას ევროპაბეთისგან გადაეცემა 100 000 ლარი მოგების სახით.
ჩვენ წარმატებულ საფეხბურთო კარიერას ვუსურვებთ პატარა საბას და იმედს გამოვთქვამთ, რომ 2028 წელს იგი დაიცავს საქართველოს ღირსებას ეროვნულ ნაკრებში, რისი ძალიან დიდი მოტივაცია მას ევროპაბეთმა დღეს მიანიჭა.

ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ რუსთავი2-ის ეთერში, 9 საათიანი კურიერის სპორტულ ბლოკში.

Europe-bet.com