ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას ფელიქს ბრიხი განსჯის

„სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის ევროპის ლიგის ფინალურ მატჩს გერმანელი არბიტრის ფელიქს ბრიხის ბრიგადა განსჯის.

მთავარი არბიტრის დამხმარეთა შორის გვერდითა მსაჯები მარკ ბროშემი და შტეფან ლუპომი იქნებიან. რაც შეეხება მეოთხე მსაჯს, მის ფუნქციებს სერბი მილორად მაჟიჩი შეასრულებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

უეფა-ს კოეფიციენტთა ცხრილში პორტუგალიამ იტალიას გაუსწრო

მიმდინარე სეზონში იტალია უეფა-ს კოეფიციენტთა ცხრილში მეხუთე ადგილზე დაქვეითდა.

პორტუგალიის მეოთხე ადგილზე გადასვლამ „ბენფიკას“ ევროპის ლიგის ფინალში გასვლამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ცხრილში მომხდარი ცვლილებები ყოველი ქვეყნიდან ევროტურნირებზე კლუბთა რაოდენობაზე არ იმოქმედებს – როგორც პორტუგალიიდან, ასევე იტალიიდან, ჩემპიონთა ლიგაზე სამი კლუბი იასპარეზებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნედვედი: „ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. „ბებერი ქალბატონის“ ელჩი პაველ ნედვედი აღნიშნულ წყვილში ფავორიტად პორტუგალიურ გუნდს თვლის.

„ძალიან რთული მეტოქე გვერგო. გასულ წელს „ბენფიკა“ ფინალში „ჩელსის“ შეხვდა. ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს ფინალურ მატჩში, ძალიან უნდათ თასის მოგება. ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი. პორტუგალიელები ბოლო წლებში ევროპის ლიგაზე წარმატებით გამოდიან. 2011 წელს „ბენფიკამ“ ნახევარფინალამდე გააღწია, გასულ სეზონში კი – ფინალამდე. ამიტომ, ვთვლი, რომ „ბენფიკას“ უფრო დიდი შანსი აქვს“, – განაცხადა ნედვედმა „ევროსპორტის“ ეთერში.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში გაიმართება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

ნუნუ გომეში: „იუვე“ ძლიერი გუნდია, თუმცა შეუძლებელი არაფერია“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პორტუგალიური „ბენფიკა“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუწყვილდა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა შარშან ფინალშიც ითამაშეს, თუმცა ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდნენ. „ბენფიკას“ ყოფილი თავდამსხმელი და კლუბის ამჟამინდელი წარმომადგენელმა ნუნუ გომეში თვლის, რომ მეტოქე სერიოზულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ნახევარფინალურ ეტაპზე რთული მატჩები გველის. „იუვენტუსი“ ძლიერი, დიდებული კლუბია. ჩვენი მეტოქე იტალიის ჩემპიონია, „ბებერ ქალბატონს“ სხვადასხვა სახის ბევრი ტიტული აქვს მოგებული. მოედანზე მუყაითად უნდა ვიმუშაოთ, შეუძლებელი არაფერია. იმედი მაქვს, ტურინში გასამართ ფინალურ მატჩში სწორედ ჩვენ ვითამაშებთ“, – განუცხადა ნუნუ გომეშმა „ევროსპორტს“.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში შედგება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

ევროპის ლიგის ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. ტურნირის ამ სტადიაზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„სევილია“ — „ვალენსია“
„ბენფიკა“ — „იუვენტუსი“

 ფინალი

? I — II ?

 

მატჩები 24 აპრილს და 1-ელ მაისს გაიმართება.

ფინალური მატჩი 14 მაისს, ტურინის „იუვენტუსის“ სტადიონზე გაიმართება.

 

კონტე: „სკუდეტო ევროპის ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია“

„ჯენოასთან“ მინიმალური სხვაობით მოგებული შეხვედრის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ მისი გუნდის პრიორიტეტი იტალიის სერია ა-ს მოგებაა.

„რა თქმა უნდა, ევროპის ლიგის მოგებაც გვსურს, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ სკუდეტო ჩვენი მთავარი მიზანია.

პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, „ფიორენტინას“ შემდგომ ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

გაზეთების სტატიებისა და საზოგადოების კომენტარების მიხედვით, პარასკევს ბევრს გაუხარდა, რომ „იუვენტუსმა“ ვერ გაიმარჯვა“, – განაცხადა „ბიანკონერის“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში ტურინელებმა „ფიორენტინას“ უმასპინძლეს და ფრედ 1:1 ეთამაშეს. ამჟამად „ბებერი ქალბატონი“ სერია ა-ს მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ 17 ქულით უსწრებს, თუმცა რუდი გარსიას გუნდს თადარიგში ორი თამაში აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ვალენსიას“ კიევში თამაში არ სურს

ხუთშაბათს, ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიხსნება. კიევში ადგილობრივი „დინამო“ ესპანურ „ვალენსიას“ უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის დედაქალაქში მასობრივი არეულობები გრძელდება, სამართალდამცავებსა და ევრომაიდნის აქტივისტებს შორის შეტაკებები დღეს დილიდან დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა, სამწუხაროდ, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, დაშავებულთა რიცხვი 150 კაცს აღწევს.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ „ვალენსიას“ მატჩის სხვა ქალაქში ჩატარება სურს, თუმცა უეფა შეხვედრის ადგილმდებარეობის შეცვლას ან გაუქმებას არ აპირებს.

„დინამოს“ პრეზიდენტი იგორ სურკისი „ვალენსიას“ ინიციატივას ტელეკომპანია „ფუტბოლის“ ეთერში გამოეხმაურა.

„უეფადან მივიღეთ წერილი, აქ შექმნილი მდგომარეობა აინტერესებდათ. ჩვენ მათ გარანტია უნდა მივცეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლის. ეს სპორტია, ფეხბურთია და არა პოლიტიკა. რომ ვგრძნობდე, რომ მეტოქეს ან ჩემს გუნდს რაიმე ხიფათი ემუქრებოდეს, თავადაც ხვდებით, მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვის პირველი ინიციატორი მე ვიქნებოდი, თუმცა კიევში ვცხოვრობთ და ვხვდებით, რომ მატჩის მშვიდად ჩატარება შეგვიძლია. შეხვედრა სტადიონ „დინამოზე“ რომ იმართებოდეს, ეს მეორე საკითხი იქნებოდა და გამოვიდოდით ინიციატივით, რომ მატჩი უკრაინის სხვა არენაზე, ან სულაც სხვა ქვეყანაში შემდგარიყო“, – განაცხადა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა.

„დინამოსა“ და „ვალენსიას“ შორის კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართი მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მარკიზიო: “გვინდა, ევროპის ლიგა მოვიგოთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა სამწუხაროა, თუმცა “ბიანკონერის” ფეხბურთელები ევროპის ლიგის მოგებას შეეცდებიან.

“სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, როგორ ვიასპარეზებთ ევროპის ლიგაზე. რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მოგება გვინდა. ცხადია, ევროპის ლიგაზე, გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იქნება, ამიტომ ყველა მატჩს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ”, – ამბობს მარკიზიო.

ბუკმეიკერები “იუვენტუსს” ევროპის ლიგის ფავორიტად მიიჩნევენ

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი “იუვენტუსი” ბუკმეიკერთა აზრით ევროპის ლიგის ფავორიტია. შეგახსენებთ, რომ “ბებერი სენიორა” სტამბოლში განცდილი მარცხის შედეგად, ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.

საინტერესოა რომ წლევანდელი ევროპის ლიგის ფინალი ტურნში, “იუვენტუსის” სტადიონზე გაიმართება, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და ძველი “დელე ალპის” ადგილზეა აშენებული.

ასე რომ, “იუვეს” ფანებს დღევანდელ წაგებაშიც შეუძლიათ პოზიტივის პოვნა.

ევროპის ლიგა, 7 ნოემბერი: ყველა მატჩის მიმოხილვას

გთავაზობთ 7 ნოემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში გამართული ყველა მატჩის მიმოხილვას.