10-კაციანმა „დინამომ“ „გაბალა“ დაამარცხა

უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანული „გაბალა“ რთულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

თამაში მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის პირველ მონაკვეთში უპირატესობას „დინამოელები“ ფლობდნენ, თუმცა პირველი შანსი სტუმრებს ჰქონდათ – მე-3 წუთზე ჰრდლიჩკამ კარის ხასზე რაფაელის თავური ხელში აიღო. პირველი სახიფათო დარტყმით გეგუჩაძის ფეხბურთელები მე-9 წუთზე გამოირჩნენ – მეტოქის კარს ჯაბა ჯიღაურმა დაუმიზნა. 32-ე წუთზე „გაბალას“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან მოხსნაეს. 37-ე წუთზე „დინამოს“ რიგებში გამორჩეულმა გიორგი პაპუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ძლიერად დაარტყა  -სამწუხაროდ, ბურთი „გაბალას“ კარის ძელს მოხვდა. 41-ე წუთზე ალექსეი ანტონოვი ფლანგიდან პასს გამოეხმაურა, თუმცა დარტყმა ვერ მოასწრო – არადა, დარტყმის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გოლი გავიდოდა, რადგან „დინამოს“ უკვე ცარიელი აღმოჩნდა. სამ წუთში, ანტონოვის პასის შემდეგ, რიკარდინიუმ გოლის გატანა ვერ შეძლო, სათქმელია, რომ „გაბალას“ მოთამაშეებმა ამჯერადაც ცარიელ კარში ვერ გაიტანეს.

მეორე ტაიმი მასპინძელთათვის მძიმედ დაიწყო, უკვე 51-ე წუთზე მოედნის ცენტრში მეტოქის წაქცევისთვის მთავარმა არბიტრმა გიორგი გველესიანს პრიდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. შესაბამისად, გია გეგუჩაძეს იძულებითი ცვლილება მოუწია – ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე რენე ფერეირა გამოჩნდა. 61-ე წუთზე მოედანი გიორგი ქვილითაიამ დატოვა, მისი ადგილი კი ალექსანდრე იაშვილმა დაიკავა, რომლის გამოსვლამ ტრიბუნებზე დიდი ემოცია გამოიწვია. უკვე სამ წუთში ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა – 1:0! ცოტა ხანში მსგავსი მომენტი იაშვილსაც შეექმნა, მან დაახლოებით იგივე პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე ბეზოტოსნიმ მოიგერია. 74-ე წუთზე ჯაფიდ ჰუსეინოვმა ჰაერში ერთი შეხებით შორიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. ოთხ წუთში მსაჯმა „გაბალას“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დანიშნა – ბურთთან მათე ცინცაძე მივიდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, ხუთ წუთში „დინამომ“ თავისი მომენტის გამოყენება მოახერხა – აქტიურმა პაპუნაშვილმა მეკარე უშანსოდ დატოვა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა. დარჩენილ დროში „გაბალა“ მეტოქის ნახევარზე იყო, მაგრამ სახიფათო მომენტებით ვერ გამორჩეულა.

საბოლოოდ, 2:1 და ორმატჩიანი რაუნდის ბედი გაბალაში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 9 ივლისს შედგება.

„დინამო“ – „გაბალა“ 2:1 (0:0)
გოლები: ჯიღაური 64′, პაპუნაშვილი 83′ – ჰუსეინოვი 74′

„დინამო“: ჰრდლიჩკა, თოთაძე, ჭელიძე, გველესიანი, ტვილდიანი, ცინცაძე, ჯიღაური, ჭანტურიშვილი (პარუნაშვილი 78′), კიტეიშვილი (რენე 53′), პაპუნაშვილი, ქვილითაია (იაშვილი 61′).

„გაბალა“: ბეზოტოსნილი, აბასოვი, ვერნიბუდი, სანტოსი, დასდამიროვი (დოდო 73′), ფლორესკუ (სადიღოვი 71′), ზენიოვი, ჰუსეინოვი, გაი, რიჩარდინიო, ანტონოვი.
გაფრთხილებები: იაშვილი 81′ – ფლორესკუ 36′, ვერნიდუბი 69′

გაძევება: გველესიანი 51′

ზაურ სვანაძე: „წინ ძალიან რთული მატჩი გველის“

ბაქოს „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ ალბანეთს „ლაჩისთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენს გუნდში სერიოზული ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე დაგვემატა, ამიტომაც სამწვრთნელო პროცესის შეცვლა მოგვიწია.

„ლაჩი“ ძლიერი გუნდია. ჩვენთვის ეს შეხვედრა ძალიან რთული იქნება. წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია, ყველაფერს თამაში გვიჩვენებს. სტადიონის მინდვის მდგომარეობა კარგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცუდ მატჩს არ ვიხილავთ. იქედან გამომდინარე, რომ გამარჯვებულის ბედი ორ შეხვედრაში წყდება, ყველაფერს მეორე მატჩი გადაწყვეტს, რომელიც ერთ კვირაში ბაქოში შედგება“, – განაცხადა სვანაძემ.

„გაბალას“ ლეგიონერმა „დინამოსთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა

აზერბაიჯანული „გაბალას“ ესტონელმა ახალწვეულმა სერგეი ზენევმა თბილისის „დინამოსთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. მნიშვნელოვანია, სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ვიცნობ თუ არა „დინამოს“? მხოლოდ ის ვიცი, რაც მწვრთნელმა გვითხრა. ეს დიდი კლუბია და მასთან თამაში გაგვიჭირდება. „კარპატში“ თამაშის პერიოდში ჩემს თანაგუნდელებს შორის მურთაზ დაუშვილი და ალექსანდრე გურული იყვნენ. სიმართლე რომ გითხრათ, მათთან „დინამოს“ შესახებ არ მისაუბრია.

გვაწყობს თუ არა თბილისში ფრე? „გაბალა“ მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მთავარია, მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ და ვაჩვენოთ, რომ გუნდმა ვარჯიშებზე ნაყოფიერად იმუშავა“, – განაცხადა ზენევმა.

„გაბალას“ თავკაცი: „ანგარიშით 5:0 მოგება გვსურს“

„გაბალასთან“ მატჩის წინ „დინამოს“ პრეზიდენტის სპეციალური განცხადება

მოგეხსენებათ, დღეს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე„ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და აზერბაიჯანული „გაბალა“ დაუპირისპირდებიან. ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ სპეციალური მიმართვა მოამზადა, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„პირველ რიგში, ყველა „დინამოელის“ სახელით მივესალმები საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ – მის წარმომადგენლებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს – ჩვენს მეგობრებს მეზობელი ქვეყნიდან. გაბალა ღირსეული მეტოქეა და ჩვენთვის დიდი პატივია აზერბაიჯანელი სტუმრების მიღება – „დინამომ“ თავის ისტორიაში პირველი მატჩი ხომ სწორედ ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა.

ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას – ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს – პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას.

ბევრი დაუვიწყარი ევროპული საღამო ახსოვს „დინამო არენას“ და იმედია დღევანდელი დაპირისპირებაც სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

დინამო თბილისის პრეზიდენტი – რომან ფიფია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასს ფოთში ჩაიტანენ

როგორც გაირკვა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასს სამ ივლისს ქალაქ ფოთში ჩაიტანენ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპის პრესტიჟული საკლუბო ტურნირების თასების ნახვა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

აქამდე არსებული ინფორმაციით, თასები სამეგრელოში 17:00 საათზე უნდა ჩაეტანათ, თუმცა ცოტა ხნის წინ მხარეებმა გეგმები შეცვალეს და დათქმული დროის ნაცვლად, თასებს 13:00 საათზე ჩაიტანენ.

 

“ომონიას” თავკაცი: “სრულ მზადყოფნაში არ ვართ”

ხვალ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “დინამო ბათუმი” კვიპროსის “ომონიას” მიიღებს. სტუმრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარეს, პრესკონფერენციაზე კი “ომონიას” მთავარმა მწვრთნელმა კოსტას კაიაფასმა განაცხადა, რომ მისი გუნდის სასურველ ფორმაში არ არის.

“მადლობას ვუხდით “დინამო ბათუმს” დახვედრისთვის და დახმარებისთვის. ეს ამ სეზონის პირველი მატჩია. ვიცით, რა ძალას ფლობს ჩვენი მეტოქე. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, ვნახეთ გასული სეზონში მათ მიერ ნაჩვენები თამაშის ამსახველი ვიდეო. სეზონის დასაწყისია და არ ვართ სრულ მზადყოფნაში. ორივე გუნდს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ვეცდებით, რომ ორი მატჩის ჯამში არ დავმარცხდეთ”, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კაიაფასმა.

შეხვედრა “დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარია. შეხვედრას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 32 წლის მიტია ზგანეცია.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 

„დინამოს“ ღია ვარჯიში (სურათები)

დღეს თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ღია ვარჯიში გამართა. მანამდე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კი გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუაჩაძის პრესკონფერენცია შედგა.

„დინამოს“ ვარჯიშის შემდეგ მინდორზე „გაბალას“ ფეხბურთელებიც გავიდნენ:

გეგუჩაძე: „გაბალა“ ძლიერი გუნდია“

დღეს „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა, რომლის დაწყების წინ სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია შედგა.

„ეს დღეც დადგა, წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის. მინდა, ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე წარმატება ვუსურვო.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მომზადება თბილისში დავიწყეთ, შემდეგ კი სლოვენიაში შეკრება გავიარეთ, სადაც სამი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ასეთ მომზადებს ხშირად მცირე ხარვეზები ახლავს თან, იმედია, მათ მალე გავასწორებთ.

ხვალ ტრავმების გამო კაკაბაძე და ვოლკოვი არ გვეყოლებიან.დანარჩენი ფეხბურთელები ამჟამად მწყობრში არიან.

აქცენტს არამხოლოდ ხვალინდელ მატჩზე გავაკეთებთ. შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის,. შესაბამისად, წინასწარ რამის თქმისგან თავს შევიკავებ.

კონკრეტულად „გაბალაზე“ წარმოადგენა გვაქვს. მოგეხსენებათ, გუნდი სეზონის ბოლოს ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ისინი არაერთმა გამოცდილმა მოთამაშემ ჩაანაცვლა. ვფიქრობ, ეს დაბალანსირებული და ძლიერი გუნდია. სამწუხაროდ, ახალი შემადგენლობით „გაბალას“ ჩატარებული მატჩების ნახვა ვერ მოვასწარით.

ვცდილობთ, რომ მოთამაშეები ყველა სათამაშო სქემას მოერგონ და ნებისმიერი წყობისთვის მზად იყონ

სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდეა ღია. შესაძლოა, გუნდი ახალი მოთამაშეებით შეივსოს. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

გეგუჩაძე

“დინამო” — “გაბალა”: ბუკმეიკერთა პროგნოზი

ხვალ უეფას ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს სტარტს. თბილისში ადგილობრივი “დინამო” აზერბაიჯანულ “გაბალას” მიიღებს. ეს გუნდები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს და ბუკმეიკერები მცირე უპირატესობას “დინამოს” ანიჭებენ.

Adjarabet-იც და Europe-bet-იც უფრო დაბალ კოეფიციენტს “დინამო თბილისს” აძლევენ. კოეფიციენტები ასე ნაწილდება:

Adjarabet: “დინამო” — “გაბალა” (2.30 – 3.40 – 2.85)
Europe-bet: “დინამო” — “გაბალა” (2.30 – 3.40 – 2.90)

წამყვანი ბრიტანული საბუკმეიკერო კანტორა Bet365 ნაკლებ კოეფიციენტს ასევე მასპინძელ გუნდს უწერს:

Bet365: “დინამო” — “გაბალა” (2.25 – 3.40 – 2.80)

“დინამომ” საქართველოს ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, მოაგროვა იმდენივე ქულა, რამდენიც “დინამო ბათუმმა”, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უარესი შედეგის გამო უკეთესი პოზიცია ბათუმურ კლუბს ერგო. თბილისურმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში 56 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, გაუშვა 28 ბურთი. აღსანიშნავია ისიც, რომ “დინამომ” სეზონის ბოლოს ქვეყნის თასის ფინალურ შეხვედრაში “სამტრედია” ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ივნისში გია გეგუჩაძის გუნდმა სლოვენიაში სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: მაკედონიურ “შკენდიასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა; სლოვენიური “დომჟალე” ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ასევე სლოვენიურ “ზავრჩს” 2:0 მოუგო.

“გაბალამ” აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. გუნდმა 32 მატჩში 54 ქულა მოაგროვა. “გაბალამ” არცთუ ისე შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა — გაიტანა 46 გოლი და გაუშვა 35 ბურთი, რაც ლიდერებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებლებია. პრემიერლიგის გათამაშების დასრულების შემდეგ გუნდს მატჩი არ ჩაუტარებია ანუ 28 მაისის შემდეგ “გაბალა” უთამაშებელია.

“დინამოსა” და “გაბალას” შორის შეხვედრა ხუთშაბათს, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია და მისი გაყიდვა დღეს, დილის 11:00 საათიდან, “დინამო არენას” სალაროებში დაიწყება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

Biletebi.ge-მ ამჟამად გაყიდული ბილეთების რაოდენობა დაასახელა

Biletebi.ge-ს „ფეისბუქის“ გვერდმა ცოტა ხნის წინ ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ დაწერა.

„გაყიდვა კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს, პრობლემა ფიქსირდება რიგის მენეჯმენტ კომპანიას და ჩვენს შორის.

ჯერჯერობით გაყიდულია 1500 ბილეთი, 143 00 მომხმარებელია რიგში.

სისტემა მომხმარებლების ნაკადს უმკლავდება, თუმცა რიგის სისტემასთან კავშირში კვლავ შეფერხებებია…

დარჩენილია ყველა კატეგორიის ბილეთი“,  – ნათქვამია განცხადებაში.

გაირკვა ევროპის ლიგის 2017 წლის ფინალის მასპინძელიც

დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში უეფა-ს სპეციალური ყრილობა შედგა, რომელზეც, როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლის ვინაობა გაირკვა.

ცოტა ხანში ცნობილი გახდა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის – ევროპის ლიგის 2017 წლის ფინალური შეხვედრის მასპინძელიც. როგორც გაირკვა, ტურნირის გადამწყვეტი მატჩი შვედურ მუნიციპალეტ სოლნში შედგება, რომელიც სტოკჰოლმის ნაწილად ითვლება.

მატჩი „ფრენს არენაზე“ შედგება, რომელიც 50 ათას მაყურებელს იტევს.

ცნობისთვის, 2016 წლის ევროპის ლიგის ფინალის ჩატარება შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იგეგმება.

„დინამო“ – „გაბალა“: მსაჯის ვინაობა ცნობილია

მოგეხსენებათ, ხუთშაბათს, ორ ივლისს, „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, აღნიშნულ შეხვედრაში 35 წლის ისრაელელი მსაჯის როი რეინშრეიბერის ბრიგადა იმსაჯებს. გვერდითა მსაჯის ფუნქციებს დევიდ ელიაშ ბიტონი და იდან იარკონი შეასრულებენ, მეოთხე მსაჯი კი ცვი ლევი იქნება.

აღსანიშნავია, რომ რეინშრეიბერმა გასულ სეზონში „ვურსასპორისა“ და „ჩიხურას“ პირველ მატჩში იმსაჯა – თრქეთში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.