„ინტერმა“ ხიზანიშვილი ევროპის ლიგის განაცხადში შეიყვანა

ბაქოს „ინტერმა“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საბოლოო განაცხადში 33 წლის ახალწვეული, ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი შეიყვანა.

უეფა-ს რეგლამენტის მიხედვით, ევროპის ლიგის პირველი რაუნდის განაცხადში კლუბს ერთი მოთამაშის დამატების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა ქართველმა მცველმა ბაქოელებთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასული სეზონის პირველ ნახევარში ზურაბმა თბილისის „დინამოშ“ ითამაშა, ზამთარში კი „სამტრედიაში“ გადაბარგდა.

ხიზანიშვილი ერიკ აბიდალისა და ფილ ჯონსის წინააღმდეგ (ვიდეო)

„გაბალა“ თბილისში 30 ივნისს ჩამოვა

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქის, აზერბაიჯანული „გაბალას“ განრიგი ცნობილია

კლუბი თბილისში 30 ივნისს ავტობუსით გაემგზავრება. იმავე დღეს „გაბალა“ თბილისში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. კლუბი სასტუმრო „რედისონში“ დაბინავდება.

შემდეგ დღეს აზერბაიჯანის მესამეადგილოსანი „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ „დინამო“ – „გაბალას“ მატჩი ორ ივნისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

“ომონიას” “დინამო ბათუმთან” საქომაგოდ ასზე მეტი ფანი ჩამოჰყვება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” 17-წლიანი პაუზის შემდეგ ევროთასებს უბრუნდება. გუნდი უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს.

“დინამო ბათუმს” ისტორიის მანძილზე ევროთასებზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან ხუთი მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, ამდენივე შეხვედრაში დამარცხდნენ, დანარჩენ ორ დაპირისპირებაში კი ფრედ ითამაშეს.

რაც შეეხება “ომონიას”, გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ევროსარბიელზე თამაშის უფლებას არ იძლევა, თუმცა ქვეყნის თასის ფინალში ნიქოზიის “აპოელმა”, რომელიც ამავდროულად ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ლიმასოლის “აელი” დაამარცხა (4:2) და ევროპის ლიგის საგზური ავტომატურად მეოთხეადგილოსან “ომონიას” ერგო.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი იქნება. ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 29 ივნისს დაიწყება.

“ომონია” ჩარტერული რეისით ქუთაისში, 30 ივნისს ჩამოფრინდება. მატჩისწინა ვარჯიში მათივე მოთხოვნით დახურული იქნება. წინასწარი ინფორმაციით, სტუმართა გუნდს საქომაგოდ მინიმუმ ასი ფანი ჩამოჰყვება.

“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიასა და კვიპროსულ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპასუხო შეხვედრის პირდაპირი ტელეტრანსლაციის განხორციელების თაობაზეც. წყვილის განმეორებითი მატჩი 9 ივლისს, ნიქოზიაში შედგება.

 

კაჭარავა: „შეიძლებოდა, უკეთესი გუნდიც შეგვხვედროდა“

მოგეხსენებათ, გუშინ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შედგა, რომლის შემდეგ ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. „ცხინვალის“ მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ აღმოჩნდა.

კენჭისყრის შედეგი Fanebi.com-თან საუბრისას ცხინვალელთა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შეაფასა.

„კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილონი არ ვართ, შეიძლებოდა, უკეთესი კლუბიც შეგვხვედროდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ბოტოსანი“ ცუდი გუნდია. წინ ძალიან რთული თამაშები გველის. ვეცდებით, მეორე ეტაპზე გავიდეთ.

ვარჯიში ოთხ ივნისს დავიწყეთ. ამჟამად შეკრებას სომხეთში გავდივართ. ხვალ ადგილობრივ „პიუნიკთან“ ამხანაგური მატჩი გველის, რის შემდეგაც თბილისში დავბრუნდებით“, – გვიამბო კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალი“ პირველ შეხვედრას გასვლაზე ორ ივლისს ჩაატარებს, საპასუხო მატჩი კი თბილისში ცხრა ივლისს შედგება.

„გაბალას“ ვიცე-პრეზიდენტმა „დინამოსთან“ შეხვედრის შესახებ ისაუბრა

აზერბაიჯანული „გაბალას“ ვიცე-პრეზიდენტმა ფარიზ ნაჯაფოვმა ევროპის ლიგის პირველი ეტაპის კენჭისყრა შეაფასა, რომლის შედეგად, მისი გუნდი თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

„რა თქმა უნდა, „ვესტ ჰემთან“ შეხვედრის გვეშინოდა. ინგლისური კლუბთან შედარებით, თბილისის „დინამოსთან“ თამაში გვიხარია. ამ კლუბს ევროთასებზე გამოსვლის დიდი ისტორია აქვს.

დიახ, შესაძლოა, დღეს ჩვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქეს ადვილად გავცდებით. ჩვენი ბოლო 10-15 მატჩის გათვალისწინებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. „გაბალას“ ფეხბურთელებს საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება არ აკლაით, რაც უნდა დაგვეხმაროს“, – განაცხადა ნაჯაფოვმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისში ორ ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი ცხრა ივლისს შედგება.

„გაბალამ“ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე „დინამოს“ ახალი ლოგოს ნაცვლად ძველი ატვირთა

მოგეხსენებათ, ორშაბათს უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგად, ქართული კლუბების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

შედეგად, თბილისის „დინამოს“ მეტოქე აზერბაიჯანული „გაბალა“ გახდა.

აღსანიშნავია, თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე აზერბაიჯანულმა კლუბმა რატომღაც თბილისის „დინამოს“ არა ახალი, არამედ ძველი ლოგო ატვირთა. ამ ლოგოთი თბილისელები მხოლოდ 2012/13 წლების სეზონში გამოდიოდნენ:

untitled

 

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისში ორ ივლისს გაიამრთება, საპასუხო შეხვედრა კი აზერბაიჯანში ცხრა ივლისს შედგება.

ევროპის ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და მეორე რაუნდების წილისყრა ჩატარდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე საქართველოს “დინამო თბილისი”, “დინამო ბათუმი” და “ცხინვალი” წარადგენენ. სამივე გუნდი გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

წილისყრამ ქართულ კლუბებს მეტოქეებად შემდეგი გუნდები არგუნა:

“დინამო თბილისი” — “გაბალა” (აზერბაიჯანი)
“დინამო ბათუმი” — “ომონია” (კვიპროსი)
“ბოტოშანი” (რუმინეთი) — “ცხინვალი”

პირველი მატჩები 2 ივლისს, საპასუხო კი 9 ივლისს ჩატარდება.

 

„სამპდორია“ ევროთასებზე დაიშვა

„სამპდორია“ ევროპის ლიგის 2015/16 წლების სეზონის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს.

მასიმო ფერეროს კლუბმა უეფა-ს ლიცენზია მიიღო და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის შედეგის მიხედვით, ევროპის ლიგაზე მეექვსე ადგილზე გასულ „ჯენოას“ უნდა ეთამაშა, თუმცა სტადიონთან დაკავშირებული პრობლემების გამო ევროთასზე მისი თანაქალაქელი „სამპდორია“ დაიშვა, რომელმაც მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

კანკავას „დნიპრო“ ევროპის ლიგის ფინალში გასვლისთვის საპრიზო თანხას არ მიიღებს

დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ ევროპის ლიგის ფინალში გასვლისთვის საპრიზო 9 მილიონ ევროს არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული არხის „ფუტბოლის“ წამყვანმა ალექსანდ დენისოვმა განაცხადა.

„9 მილიონი, რომელიც „დნიპრომ“ ევროპის ლიგის ფინალში გასვლისთვის უნდა მიიღოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანულ კომპანია „Hochtief“-ს გადაეცემა. ეს კომნპანია სტადიონ „დნიპრო-არენას“ აშენებდა და კლუბისგან მთლიანი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია, რასაც შვეიცარული სასამართოც დაეთანხმა“, – აღნიშნა დენისოვმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალში „დნიპრო“ „სევილიასთან“ ანგარიშთ 2:3 დამარცხდა.

ვიდალი: „დნიპრო“ ტოპ კლასის გუნდია“

„სევილიას“ ნახევარმცველმა ალექს ვიდალმა „დნიპროსთან“ მოგებული ფინალი შეაჯამა.

„კიდევ ერთი ტიტულის მოგება გვსურდა. ყოველთვის ვიმეორებდით: თუ გუნდი ფინალში გადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებმა სწორად ითამაშებს. „დნიპრომ“ დღეს აჩვენა, რომ ტოპ კლასის გუნდია. ჩვენ კი ასეთი მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა ვიდალმა.

ემერიმ „დნიპროსთან“ ფინალური შეხვედრა შეაფასა

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „დნიპროსთან“ ევროლის ლიგის მოგებული ფინალი შეაფასა.

„ჩვენ დიდი სამუშაო შევასრულეთ. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ამ ტურნირის ყველა მატჩში გაგვიჭრდა. შესვენების დროს ყველაფერი გავაანალიზეთ და მივხდით, რომ ჩვენი შანსი უნდა გამოგვეყენებინა. გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა მისი აღნიშვნა შეგვიძლია“, – განაცხადა ემერიმ.

უეფამ შესაძლოა, “დნიპრო” დასაჯოს (ფოტოები)

უეფამ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაუწესოს.

ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას უკრაინული გუნდის ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, შეხვედრის შემდეგ კი, გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე გავიდნენ. მატჩის დელეგატმა ტრიბუნაზე რასისტული ბანერიც დააფიქსირა.

აღნიშნულ საკითხზე 21 მაისს იმსჯელებენ.