ბენიტესი „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დნეპროპეტროვსკის „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ორ მატჩში საკმარისი მომენტი შევქმენით, რათა გოლები გაგვეანა და ფინალში გავსულიყავით. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბურთს ასეთი კონტროლის შემდეგ საჭირო გოლი მაინც ვერ გავიტანეთ.

სელეზნევმა ბრიტოსზე თამაშის წესი დაარღვია? უკვე არაფრის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენი მომენტები უნდა გამოგვეყენებინა“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესი – “რეალში” მუშაობის მთავარი კანდიდატი

ევროთასების ხუთი გაკვეთილი

ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ფინალისტები გამოვლინდნენ. გთავაზობთ ნახევარფინალური მატჩების ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს.

 

დნიპროს იდეალური დღე

იტალიურმა გუნდმა კიევში მოლოდინისამებრ შემტევი, აგრესიული ფეხბურთი ითამაშა და პირველ ტაიმში გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა დენის ბოიკომ ნეაპოლში ჩატარებული მატჩის მსგავსად კიევის ოლიმპიურ სტადიონზეც შესანიშნავდ ითამაშა და მეტოქეს კარის აღების საშუალება არ მისცა.

აშკარა იყო ბენიტესის შეცდომაც. ესპანელმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა უბრალოდ ვერ გამოიცნო.დაკარგულები იყვნენ კალიეხონი და გაბიადინი, ხოლო შეცვლაზე შესული დრის მერტენსი სასტარტოში მყოფ ლორენცო ინსინიეზე გაცილებით აქტიური აღმოჩნდა.

იტალიაში გატანილი გოლი “დნიპროს” მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, თუმცა მირონ მარკევიჩის შეგირდები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ფიქორბდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს, რაც გამოუვიდათ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ კი უკრაინელთა მთავარი მიზანი დროის გაყვანა იყო, რაც შესრულდა კიდეც.

ნათელია, რომ “დნიპროს” გავარდნა მოულოდნელი შედეგი არ იქნებოდა, თუმცა უკრაინული გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა: მსაჯის შეცდომა, “ნაპოლის” პრობლემები, ბოიკოს კარგი თამაში, სელეზნიოვის პირველი გოლები ტურნირზე…

 

იუვენტუსი უკანასკნელი 12 წლის საუკეთესო სეზონს ატარებს

ანტონიო კონტე ამბობდა, რომ ახალ დონეზე გასასვლელად და ევროპაში წარმატების მისაღწევად გუნდს შესაბამისი კლასის მოთამაშეები სჭირდება. კარლოს ტევესმა ბებერ ქალბატონს ვერ უშველა. აი ალვარო მორატას შეძენით კი ტურინელებმა მიზანში მოარტყეს. თუმცა, სიტუაციაზე თავად კონტეს წასვლამაც იმოქმედა.

“რეალთან” მატჩის წინ “იუვეს” მხოლოდ თავგადაკრულ ფანებს თუ სჯეროდად საბოლოო წარმატების. სტუმრად წაგების შედმეგაც კი კარლო ანჩელოტის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა “იუვენტუსმა” მადრიდში ბოლომდე იბრძოლა და ბერლინის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.

“იუვე” ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა და ეს საკმაოდ ეფექტურადაც გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებამ კლუბს უკვე 80 მილიონი ევრო მოუტანა. აშკაა, რომ ბებერი ქალბატონი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.

 

მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზი

მესი – სუარესი – ნეიმარი. მიუნხენში “ბარსელონამ” ორი საგოლე შეტევა განახორციელა, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა კლუბის სამივე შემტევმა მიიღო. არგენტინელი იწყებდა, ურუგვაელი აგრძელებდა, ბრაზილიელი კი ამ საქმეს შედეგიანი დამაგვირგვინებელი დარტყმით ასრულებდა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავი ტრიოს ანგარიშზე 115 გოლია. ასეთი შედეგი მსოფლიოს არც ერთი გუნდის შეტევის ხაზს არ აქვს.

“რეალისა” და “ბარსელონას” მარადიულ დაპირისპირებაში კატალონიელები ახლა ყველა ფრონზე დამაჯერებლად იგებენ. სანამ მადრიდში გარეთ ბეილის ცუდი ფორმის მიზეზებზე საუბრობენ, ბარსელონელი ფანები ლუის სუარესის და ნეიმარის კლუბის ლეგენდების სიაში დამატებას განიხილავენ.

 

ბაიერნს ღირსეულად წაგება შეუძლია

“ბარსელონასთნ” 0:3-ს შემდეგ საპასუხო შეხვედრა უბრალო ფორმალობაა… ეს არ არის “პორტუ”, რომელსაც გერმანიაში 6:1-ს მოუგებ. ასე რომ, მიუნხენელთა ქამბექზე საუბარი არც ყოფილა.

“ბაიერნის”, რომელიც კვლავ რიბერისა და რობენის გარეშე თამაშობდა, მთავარი მიზანი ასპარეზობის ღირსეულად დასრულება იყო, რაც საბოლოოდ მიუნხენელებმა შეასრულეს კიდეც.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს, თუმცა არ გატყდნენ და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით მოახერხეს თამაშის მოგება. გერმანელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ფინალში ასპარეზობის შანსი ჰქონდათ და ესპანეთში განცდილი მარცხი უბრალოდ არ ახსოვდათ.

თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ხსენებულ შეხვედრაში “ბარსელონა” თავს არ იკლავდა და ძალებს სეზონის დარჩენილი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ზოგავდა.

 

სევილიამ ფიორეტინას ფსიქოლოგიურად აჯობა

ესპანეთში “სევილიამ” და “ფიორენტინამ” კარის ჩარჩოში 5-5 დარტყმა შეასრულეს, თუმცა შეხვედრა ფლორენციელთა მარცხით, 0:3 დასრულდა. ვინჩენცო მონტელა, რა თქმა უნდა, ამბობდა, რომ განმეორებით მატჩში მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მისი შეგირდები პირველი მატჩის შემდეგ საბოლოო შედეგს უბრალოდ შეგუებულები იყვნენ.

“ფიორენტინას” მიერ მორიგი გაცუდებული პენალტი კი შეხვედრის საერთო სურათში შესანიშნავად ჯდება – ტოტალური წარუამტებლობა. დაცვაში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ და ნომინალური ფორავრდების არყოფნამ კი საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. მართალია, მარიო გომესი მიმდიანრე სეზონში განსაკუთრებულს ვერაფერს აკეთებს, თუმცა მის გარეშე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

“სევილია” არტემიო ფრანკიზე მეტოქეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ საქმეს ასრულებდა. უნაი ემერის გუნდს ნახევარ საათში ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ანდალუსიელები ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ლიგის ფინალში და ხუანდე რამოსის დროინდელი შედეგის, თასის ორჯერ მოგების განმეორებას ეცდებიან.

 

 

 

 

“დნიპრომ” ფინალის საგზური მოიპოვა

ევროპის ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში “დნიპრომ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლის” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლში ჩატარებული პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალურ შეხვედრაში უკრაინული გუნდი ითამაშებს.

დღევანდელი მატჩის ერთადერთი გოლი კი 58-ე წუთზე გავიდ და ევგენი კონოპლიანკას პასით ის სელეზნიოვმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა კი ტრადიციულად ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ქართველი ნახევარმცველი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ფინალური შეხვედრა, რომელიც 27 მაისზეა დანიშნული, ვარშავაში შედგება და “დნიპროს” წინააღმდეგობას “სევილიას” გაუწევს.

დნიპრო 1-0 ნაპოლი

გოლი: სელეზნიოვი 58′

უეფამ „ჯენოას“ ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ მისცა

იტალიურმა „ჯენოამ“ შემდეგი სეზონისთვის უეფას ლიცენზიის მიღება ვერ შეძლო, რომელიც სერია ა-ს მეშვიდეადგილოსანს ევროპის ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს.

გენუელებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შანსი ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა მისი ძალაში დარჩენის შემთხვევაში, „ჯენოას“ ადგილს „ინტერი“ ან „ტორინო“ დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან ზუსტად ამ მიზეზით ევროპის ლიგაზე „პარმა“ არ დაუშვეს, მისი ადგილი კი სწორედ „ტორინომ“ დაიკავა.

ბენიტესმა ჯაბა კანკავას გუნდი შეაფასა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ლგიის კენჭისყრის შედეგი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მეტოქე ტურნირის 1/2 ფინალში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ იქნება.

„თუ ევროთასების ნახევარფინალამდე მიხვედით, ტოპ დონის კლუბი გყავთ. „დნიპრომ“ „ოლიმპიაკოსი“, „აიაქსი“ და „ბრიუგე“ დაამარცხა, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

იმას, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამაში „დინამოსთან“ 1/8 ფინალშიც დარწმუნდებოდით“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ჯაბა კანკავა და „დნიპრო“ ევროპის ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ

დასრულდა ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ოთხივე განმეორებითი მატჩი. ერთ-ერთი შეხვედრა დნეპროპეტროვსკში შედგა, სადაც „დნიპრომ“ „ბრიუგე“ მიიღო.

პირველი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შესაბამისად მატჩი დაძაბული უნდა ყოფილიყო.

თუმცა, შეხვედრა თავიდანვე სანახაობით არ გამორჩეულა. სტუმრებმა მეორე ნომრად თამაში აირჩიეს. პირველ ნახევარში „დნიპროს“ შეტევები უკრაინელთა სასარგებლოდ ვერ სრულდებოდა – მასპინძლები მხოლოდ ბანალური გადაცემებით და სუსტი დარტყმებით გამოირჩნენ. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კონოპლიანკას ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა. თამაში პირველი ტაიმის სცენარით კიდევ დიდ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა ზეწოლას მოუმატეს. ერთ-ერთ ეპიზოდში რუსლან როტანმა ცენტრიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე ევგენი შახოვს გადასცა, რომელმაც მარცხენა ფეხით მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა – მცირე რიკოშეტი და ანგარიშიც გახსნილია!

დარჩენილ დროში სიტუაცია არსებითაც არ შეცვლილა. საბოლოოდ, 1:0 და დნეპროპეტროვსკელები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში არიან.

რაც შეეხება „დნიპროს“ ქართველ ლეგიონერს, ჯაბა კანკავას, მან ამჯერად 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, გოლის გატანამდა ერთი წუთით ადრე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

„დნიპრო“ – „ბრიუგე“ 1:0
გოლი: შახოვი 82′

„დნიპრო“: ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩერებიაჩკო, მატოსი, კანკავა, როტანი, ლუჩკევიჩი (გამა 90+1), ბეზუსი (შახოვი 46′), კონოპლიანკა, სელეზნევი (კალინიჩი 72′)

„ბრიუგე“: რაიანი, დე ფაუვი, დუარტე, მეხელე, დე ბოკი, ბორმერი, სიმონსი, სტორმი (ვიქტორ ვასკესი 86′), რაფაელოვი, დე სუტერი (ულარე 70′), იოსკიერდო (დირკსი 86′)

გაფრთხილებები: როტანი, კანკავა – ულარე

სხვა მატჩების შედეგები:

„ფიორენტინა“ – კიევის „დინამო“ 2:0 (3:1 ორი მატჩის ჯამში)
„ნაპოლი“ – „ვოლფსბურგი“ 2:2 (6:4)
„ზენიტი“ – „სევილია“ 2:2 (3:4)

ევროპის ლიგა: ნაპოლის ტრიუმფი და დასანანი ბოლო წუთი კიევში

ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები ისე დასრულდა, რომ განმეორებითი მატჩების წინ უპირატესობას სტუმრები ფლობენ.

სევილიაში ადგილობრივმა კლუბმა “ზენიტი” მიიღო, რომელიც მატჩის 29-ე წუთზე რიაზანცევის გოლით დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. მასპინძლებმა მეორე ნახევარში ბაკას და სუარესის გოლებით საბოლოოდ გამარჯვება კი მოიპოვეს, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას 2:1 არ იძლევა.

სევილია 2-1 ზენიტი

გოლები: რიაზანცევი 29′ (0:1); ბაკა 73′ (1:1); დენის სუარესი 87′

საინტერესო გამოდგა კიევში ჩატარებული დაპირისპირებაც, რომლის პირველი ნახევარიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის 36-ე წუთზე ლამაზი გოლით “დინამო” ლენსმა დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას “ფიორენტინა” დაეუფლა და ბოლო წთზე ბაბაკარის გოლით გაათანაბრა კიდეც.

დინამო 1-1 ფიორენტინა

გოლები: ლენსი 36′ (1:0); ბაბაკარი 90′ (1:1)

მოულოდნელი შედეგით დასრულდა დღის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც “ვოლფსბურგმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და დიდი ანგარიშითაც დამარცხდა.

მატჩის მე-15 წუთზე სტუმრები იგუაინის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ჰამშიკის დუბლი და გაბიდინიც გოლიც მოჰყვა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “ვოლფსბურგმა” მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, რომლის ავტორი ნიკლას ბენდტნერი გახდა.

ვოლფსბურგი 1-4 ნაპოლი 

გოლები: იგუაინი 15′ (0:1); ჰამშიკი 23; 64′ (0:3); გაბიადინი 76′ (0:4); ბენდტნერი 80′ (1:4)

ერთადერთი მატჩი, რომელიც უგოლოდ დასრულდა “ბრიუგესა” და “დნიპროს” შეხვედრა იყო. ამ წყვილში ყველაფერი კიევში გასამართ განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ კრაინული კლუბის ძირითადში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. 

ბრიუგე 0-0 დნიპრო

ბენიტესი: „წინ საინტერესო დაპირისპირება გველის“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი „ვოლფსბურგს“ შეხვდება.

„ჩვენ ერთ-ერთი ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. რა თქმა უნდა, „ვოლფსბურგი“ ტურნირის ფავორიტებს შორისაა, რაც „ინტერთან“ 1/8 ფინალში დაამტკიცა. ბუნდესლიგაში ეს გუნდი მეორე ადგილს იკავებს და ცოტა ხნის წინ „ბაიერნი“ დაამარცხა. წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის. საკუთარი ძალების გვჯერა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ჰამშიკი: “დავამტკიცეთ, რომ ევროტურნირებზე კარგად თამაში შეგვიძლია”

იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელის, მარეკ ჰამშიკის აზრით, “ნაპოლიმ” დაამტკიცა, რომ მას ევროტურნირებზე კარგად თამაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლი” მოსკოვის “დინამოს” ესტუმრა და ფრედ 0:0 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში, ნეაპოლელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.

“მეოთხედფინალში გასვლა ძალიან გვინდოდა და სასიხარულოა, რომ ეს მოვახერხეთ. ევროპაში თამაში ადვილი არასოდესაა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევროტურნირებზე კარგად თამაში შეგვიძლია”, – ამბობს ჰამშიკი.

მანჩინი: „ინტერს“ „ვოლფსბურგთან“ ძალიან გაუჭირდება“

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უეფა-ს ევროპის ლიგის კენჭისყრის შედეგზე ისაუბრა. ცნობისთვის, „ნერაძურის“ მეტოქე გერმანული „ვოლფსბურგი“ იქნება.

„ვოლფსბურგთან“ მატჩები ძალიან რთული იქნება. 1/8 ფინალის შეხვედრები ადვილი არასდროსაა. ამავდროულად ტურნირის ეს ეტაპი მეტად საინტერესოა. საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას შევეცდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ „ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგაში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს – ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ „ბაიერნი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა“, – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

ბენიტესი: „დინამო“ რთული მეტოქეა“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა. ცნობისთვის, ნეაპოლიტანელთა მეტოქე 1/8 ფინალში მოსკოვის „დინამო“ იქნება.

„მოსკოვის „დინამოს“ ვიცნობთ და გვესმის, რომ ეს რთული მეტოქეა, რომელმაც ექვსჯერ მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს დიდი ტრადიციებისა და გამოცდილი მოთამაშეების მქონე კლუბია. საპასუხო მატჩი მოსკოვში გაიმართება, იქაური ატმოსფერი ჩვენთვის არც ისე კარგი იქნება. „ანდერლეხტთან“ სერიაში „დინამოელებმა“ თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. ამის მიუხედავად, ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლა გვსურს“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

„ინტერმა“ პოდოლსკი ევროპის ლიგის განაცხადში არ შეიყვანა

მილანის „ინტერის“ მთავარმა მმწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის ლიგის პლეიოფის განაცხადი დაასახელა, რომელშიც გუნდის ახალწვეული ლუკას პოდოლსკი ვერ მოხვდა.

გუნდს განაცხადში კლუბის აღზრდილის და კიდევ ერთი მოთამაშის დამატების უფლება ჰქონდა. საბოლოოდ, მანჩინიმ აღზრდილებს შორის დავიდე სანტონი აირჩია, ხოლო ახალვეულებს შორის „ბაიერნის“ ექს-მოთამაშე შაჩირი ამჯობინა. გარდა ამისა, განაცხადს მიღმა პაბლო ოსვალდო დარჩა, რომელმაც „იუვენტუსთან“ მატჩში თანაგუნდელ მაურო იკარდისთან იჩხუბა.

შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი „ინტერს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით შეუერთდა. ექვს ჩატარებულ მატჩში ლუკასმა გოლის გატანა ჯერ ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, 19 და 26 თებერვალს „ინტერი“ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის ფარგლებში გლაზგოს „სელტიკს“ შეხვდება.