გთავაზობთ ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ხუთ საუკეთესო გოლს.
ჭდე: ევროპის ლიგა
“ბეშიქთაშის” დირექტორატის წევრი: “ლივერპულს” ევროპის ლიგიდან გამოვაგდებთ”
როგორც მოგეხსენებათ, დღეს უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულ “ლივერპულს” მეტოქედ “ბეშიქთაში” ერგო.
თურქული კლუბის ხელმძღვანელები საკმაოდ ამბიციურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მეტიც, “ბეშიქთაშის” დირექტორატის წევრი აჰმეთ ნურ ჩები პირდაპირ აცხადებს, რომ თურქული კლუბი 2007 წელს “ლივერპულთან” ანგარიშით 0:8 მარცხის გამო შურს იძიებს და მერსისაიდულ გუნდს ტურნირიდან გამოაგდებს.
“თურქული სპორტული საზოგადოება საინტერესო მატჩს ნახავს. გავიმეორებ იმას, რასაც ყოველთვის ვამბობ: შედეგზე “ლივერპული” უფრო უნდა ღელავდეს, ვიდრე ჩვენ.
ჩვენ მათ ტურნირიდან გამოვაგდებთ. “ლივერპულთან” ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. ანგარიშით 0:8 მარცხს ვგულისხმობ. წონასწორობა უნდა აღვადგინოთ. ისტორია ისტორიად რჩება, ჩვენ არ ვცხოვრობთ წარსულით. ეს შურისძიების შესაძლებლობაა”, – აჰმეთ ნურ ჩების სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წყვილის პირველი მატჩი 19 თებერვალს, “ენფილდზე” გაიმართება, განმეორებით შეხვედრას კი სტამბული 26 თებერვალს უმასპინძლებს.
ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულდა უეფას ევროპის ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა.
ტრადიციულად, წილისყრას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი უძღვებოდნენ. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გასამართი ფინალის ელჩმა იეჟი დუდეკმა.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
“იანგ ბოისი” — “ევერტონი” | ||
“ტორინო” — “ატლეტიკი” | ||
“სევილია” — “მიუნხენგლადბახი” | ||
“ვოლფსბურგი” — “სპორტინგი” | ||
“აიაქსი” — “ლეგია” | ||
“ოლბორგი” — “ბრიუგე” | ||
“ანდერლეხტი” — “დინამო” (მოსკოვი) | ||
“დნიპრო” — “ოლიმპიაკოსი” | ||
“ტრაბზონსპორი” — “ნაპოლი” | ||
“გენგამი” — “დინამო” (კიევი) | ||
“ვილიარეალი” — “ზალცბურგი” | ||
“რომა” — “ფეინოორდი” | ||
“პსვ” — “ზენიტი” | ||
“ლივერპული” — “ბეშიქთაში” | ||
“ტოტენჰემი” — “ფიორენტინა” | ||
“სელტიკი” — “ინტერი” |
პირველი მატჩები 19 თებერვალს, განმეორებითი კი 26 თებერვალს გაიმართება.
„ინტერმა“ „დნიპრო“ დაამარცხა, „ევერტონმა“ გასვლაზე გაიმარჯვა, „ნაპოლიმ“ ჩეხეთში ვერ მოიგო (ვიდეო)
ხუთშაბათს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.
A ჯგუფში „ციურიხმა“ ლიმასოლის „აპოლონი“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ხოლო პარალელურ შეხვედრაში „ვილიარეალმა“ მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა. ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფის სატურნირო ცხრილს 9 ქულით „ბორუსია“ ლიდერობს, 1 ქულით მას „ვილიარეალი“, ხოლო 2 ქულით „ციურიხი“ ჩამორჩება. ამრიგად, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, რომელშიც „აპოლონი“ „ვილიარეალს“ უმასპინძლებს, „ბორუსია“ კი „ციურიხს“ მიიღებს.
საინტერესო სიტუაცია B ჯგუფშიცაა. ფინურმა „ჰიკმა“ შინ „კოპენჰაგენი“ მიიღო და დანიელები 2:1 დაამარცხა, რითაც 6 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე ავიდა და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ჯერჯერობით ამ ჯგუფის ლიდერებმა „ტორინომ“ და „ბრიუგემ“ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს. ბოლო ტურში „ჰიკი“ ბრიუგეში გაემგზავრება.
პლეიოფის საგზური „ტოტენჰემმა“ გაინაღდა, რომელმაც ბელგრადის“ პარტიზანი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. უხვგოლიანი გამოდგა ამავე ჯგუფის მეორე მატჩი – „ასტერას ტრიპოლისმა“ „ბეშიქთაშთან“ 2:2 ითამაშა. შედეგად, C ჯგუფს 11 ქულით „ტოტენჰემი“ ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე 9 ქულით „ბეშიქთაში“ იმყოფება. ხსენებული ფრით „ასტერასმა“ 5 ქულით ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
პლეიოფის საგზური D ჯგუფის ორ გუნდსაც განაღდებული აქვს. „დინამო ზაგრების“ დამარცხების მიუხედავად, „ასტრა“ 4 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო გასვლაზე „სელტიკის“ 1:3 დამარცხებით „ზალცბურგმა“ პირველი ადგილიც გაინაღდა. ამჟამად ავსტრიულ კლუბს 13 ქულა აქვს, გლაზგოელებს კი 8 ქულა დაუგროვდათ.
E ჯგუფის ლიდერმა მოსკოვის „დინამომ“ პირველი ადგილიც გაინაღდა. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა „პანაითინაიკოსი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „ეშტორილისა“ და პსვ-ს მატჩი კი ხვალ გაიმართება. ამჟამად „დინამოს“ 15 ქულა აქვს, ხოლო პსვ-ს – 7.
პირველადგილოსანის ვინაობა F ჯგუფშიც გაირკვა. მილანის „ინტერმა“, რომელმაც 10 კაცით კუზმანოვიჩსა და ოსვლადოს გოლებით დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ 2:1 დაამარცხა, 11 ქულა დააგროვა. პარალელურ შეხვედრაში „სენტ-ეტიენმა“ და აზერბაიჯანის „ყარაბახმა“ ფრედ 1:1 ითამაშეს. ამრიგად, ჯგუფიდან გასვლის შანსი ერთდროულად სამ გუნდს აქვს. ამჟამად მეორე ადგილზე 5 ქულით „სენტ-ეტიენი“ იმყოფება და „ყარაბახს“ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობით სჯობს. „დნიპრო“ 4 ქულით ბოლოა. გადამწყვეტ ტურში უკრაინელები „სენტ-ეტიენს“ მიიღებენ.
ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა G ჯგუფში, რომლს მეხუთე ტურში „ფეინოორდმა“ შინ „სევილია“ 2:0 დაამარცხა. იგივე ანგარიშით ლიეჟის „სტანდარტთან“ მატჩში „რიეკამ“ იმარჯვა. 9 ქულით ჯგუფს „ფეინოორდი“ ლიდერობს, ქულით მას „სევილია“, ხოლო 2 ქულით „რიეკა“ ჩამორჩება. ბოლო ტურში ერთმანეთს სწორედ „სევილია“ და „რიეკა“ დაუპირისპირდებიან და, სავარაუდოდ, ერთმანეთში მეორე ადგილს გაათამაშებენ.
გასვლაზე ლუკაკუსა და მირალასის გოლებით „ევერტონმა“ „ვოლფსბურგს“ სძლია და 11 ქულით პირველი ადგილი გაინაღდა. ჯგუფის სხვა მატჩში „კრასნოდარი“ და „ლილი“ ერთამანეთს დაუზავდნენ (1:1).
ყველაზე საინტერესო მდგომარეობა, ალბათ, I ჯგუფშია. აქ 10-10 ქულა „ნაპოლისა“ და პრაგის „სპარტას“ აქვთ, რომლებმაც ხუთშაბათს ფრედ 0:0 ითამაშეს. სამაგიეროდ, ბრატისლავაში „იანგ ბოიზმა“ „სლოვანი“ დაამარცხა და 9 ქულით პლეიოფის საგზურის მიღების შანსები შეინარჩუნა. ბოლო ტურში „ნაპოლი“ „სლოვანს“ უმასპინძებს, შესაბამისად, „იანგ ბოიზი“ „სპარტას“ მიიღებს.
J ჯგუფში „დინამო კიევმა“ „რიო ავე“ 2:0 დაამარცხა და 12 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზედარჩა. პარალელურ მატჩში AaB-მა ბუქარესტიას „სტიაუა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია.
K ჯგუფის უდავო აუტსაიდერმა მინსკის „დინამომ“ პაოკი მიიღო და მატჩის ბოლოს სტეფანოს ანათასიადისის დუბლით ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მეორე მატჩში „გენგამმა“ „ფიორენტინა“ მიიღო და 1:2 წააგო. ამრიგად, ფლორენციელებმა 13 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილიც მოიპოვეს. პაოკ-სა და „გენგამს“ 7-7 ქულა აქვთ, თუმცა ბერძნულ კლუბს გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსი აქვს (+4; 0). ბოლო ტურში სალონიკელები სწორედ ფრანგულ კლუბს უმასპინძლებენ.
L ჯგუფის მატჩში ბელგიურმა „ლოკერენმა“ ვარშავას „ლეგია“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. პარალელურ შეხვედრაში „ტრაბზონსპორმა“ ხარკოვის „მეტალისტს“ 3:1 სძლია. 12 ქულით ამ ჯგუფს „ლეგია“ ლიდერობს, ხოლო 2 ქულით მას „ტრაბზონსპორი“ ჩამორჩება. ამ ჯგუფის ბოლო ტური სწორედ ორი ლიდერის მატჩით გამოირჩევა.
ევროპის ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
“სარაევო” (ბოსნია და ჰერცეგოვინა) — მიუნხენგლადბახის “ბორუსია” (გერმანია)
“ასტანა” (ყაზახეთი) — “ვილიარეალი” (ესპანეთი)
“ზვოლე” (ჰოლანდია) — “სპარტა” (ჩეხეთი)
“ასტერასი” (საბერძნეთი) — თელ-ავივის “მაკაბი” (ისრაელი)
“დნიპრო” (უკრაინა) — “ჰაიდუკი” (ხორვატია)
“ყარაბაღი” (აზერბაიჯანი) — “ტვენტე” (ჰოლანდია)
ჰჯკ (ფინეთი) — “რაპიდი” (ავსტრია)
“ზიმბრუ” (მოლდოვა) — “პაოკი” (საბერძნეთი)
“ომონია” (კვიპროსი) — “დინამო მოსკოვი” (რუსეთი)
“ლიონი” (საფრანგეთი) — “ასტრა” (რუმინეთი)
“ნეფთჩი” (აზერბაიჯანი) — “პარტიზანი” (სერბეთი)
“ელფსბორგი” (შვედეთი) — “რიო ავე” (პორტუგალია)
“ქარაბუქსპორი” (თურქეთი) — “სენტ-ეტიენი” (საფრანგეთი)
“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი) — “მიდტიულანდი” (დანია)
“გრასჰოპერსი” (შვეიცარია) — “ბრიუგე” (ბელგია)
“რიეკა” (ხორვატია) — “შერიფი” (მოლდოვა)
“აპოლონი” (კვიპროსი) — მოსკოვის “ლოკომოტივი” (რუსეთი)
“იანგ ბოიზი” (შვეიცარია) — “დებრეცენი” (უნგრეთი)
“სპარტაკ ტრნავა” (სლოვაკეთი) — “ციურიხი” (შვეიცარია)
აელი (კვიპროსი) — “ტოტენჰემ ჰოთსპური” (ინგლისი)
“დინამო მინსკი” (ბელორუსი) — “ნასიონალი” (პორტუგალია)
“პეტროლული” (რუმინეთი) — “დინამო ზაგრები” (ხორვატია)
“ტრაბზონსპორი” (თურქეთი) — როსტოვი (რუსეთი)
“სპლიტი” (ხორვატია) — “ტორინო” (იტალია)
“აქტობე” (ყაზახეთი) — “ლეგია” (პოლონეთი)
“ლოკერენი” (ბელგია) — “ჰალ სიტი” (ინგლისი)
“რუხი” (პოლონეთი) — “მეტალისტი” (უკრაინა)
“პსვ” (ჰოლანდია) — “შახტიორი” (ბელორუსი)
“სტიარნანი” (ისლანდია) — “ინტერი” (იტალია)
“ფეიენოორდი” (ჰოლანდია) — “ზორია” (უკრაინა)
“რეალ სოსიედადი” (ესპანეთი) — “კრასნოდარი” (რუსეთი)
პირველი მატჩები 21 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 28 აგვისტოს შედგება.
ევროპის ლიგის მატჩი მოედანზე უკრაინის დროშით შევარდნილი ქომაგის გამო შეჩერდა
მოლდოვურ „ზიმბრუსა“ და ბულგარულ ცსკა-ს შორის ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი რამდენიმე წუთით უკრიანის დროშით მეოდანზე შევარდნილი გულშემატკივრის გამო შეჩერდა.
გიუნეში: “ქართველებისგან ასეთ სტუმართმოყვარეობას არ ველოდი”
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, “ბურსასპორის” მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა განაცხადა, რომ “ჩიხურამ” მის გუნდს ორი მატჩი მოუგო.
“ასეთ სტუმართმოყვარეობას არ ველოდი. მოედანზე ბრძოლა უნდა იყოს, მეტოქეები კი ერთმანეთს მეგობრულად უნდა ექცეოდნენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბრძოლა ვიხილეთ. თქვენს გუნდს ცუდად არც ბურსაში უთამაშია. ჩემი აზრით, “ჩიხურამ” ორი მატჩში ორჯერ მოგვიგო. ჩვენ დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით, გოლი ვერ გავიტანეთ”, – თქვა გიუნეშმა.
ლობჟანიძის გოლი და გრიგალაშვილის საგოლე პასი ევროპის ლიგაზე
17 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ მოედანზე კვირპოსული “ომონია” მიიღო, რომლის ღირსებასაც შოთა გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა და უჩა ლობჟანიძე იცავენ.
გრიგალაშვილი და ლობჟანიძე კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, რაც შეეხება კაკუბავას, ის მატჩის განაცხადში არ ყოფილა.
ანგარიში 36-ე წუთზე “ომონიას” მოთამაშე რობერტომ გახსნა, მას საგოლე პასი შოთა გრიგალაშვილმა გაუკეთა. საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, უჩა ლობჟანიძემ მეტოქის კარი თავური დარტმით აიღო – 0:2.
მატჩის წინა დღის განრიგი
2014 წლის 17 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპალიგის 20014-2015 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ ტრნავას ”სპარტაკს” უმასპინძლეს …
ევროპული ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრის წინა დღეს ქართული და სლოვაკური გუნდები “დავით აბაშიძეზე” ივარჯიშებენ, ხოლო მონაწილე გუნდების მწვრთნელები წინასამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ.
სლოვაკური დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტში ხვალ, 13:00 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება და წყალტუბოში დაბინავდება. 19:45 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის პრეს-კონფერენცია, ხოლო 20:00 საათზე ტრნაველები ზესტაფონის სტადიონზე ივარჯიშებენ. რაც შეეხება მასპინძლებს, მარგველთა მთავარი მწვრთნელი გიორგი გეგუჩაძე მედიის წარმომადგენლებს 18:45 საათზე შეხვდება, ხოლო ქართული გუნდის ვარჯიში 19:00 საათზეა დაგეგმილი.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
ვილი ისიანის ულამაზესი გოლი “ფლამურტარის” კარში
4 ივლიის, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბოლნისის “სიონსა” ალბანურ “ფლამურტარს” შორის გამართულ შეხვედრაში ვილი ისიანმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ჟორჟე ჟეზუში: „საუკეთესო გუნდმა ევროპის ლიგის ფინალი ვერ მოიგო“
„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ ვიხილეთ, საოცარი ფინალი გამოვიდა. გახსნილი თამაში მიმდინარეობდა. „სევილიამ“ უკეთ დაიწყო, მაგრამ ჩვენ თამაშის გამოსწორება მოვახერხეთ და მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც. ჩვენი სიძლიერე ვაჩვენეთ, შევქმენით საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, უძლიერესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. ჩემს ფეხბურთელებს მაინც ვულოცავ, გასაკრიტიკებელი არაფერი აქვთ. ტურინს აწეული თავით ვტოვებთ. კვირას კიდევ ერთი ფინალი გველის (პორტუგალიის თასის ფინალი).
საიდუმლო არაა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ. სხვა შემთხვევაში, სულეიმანის ტრავმის შემდეგ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. ყველა ცვლილება იძულებითი ხასიათისა იყო, თუმცა მახარებს ის ფაქტი, როგორ რეგირებს ჩემი გუნდი სიძნელეებზე. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს. პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. სხვადასხვა ემოციები გამოვცადეთ, თუმცა ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ლისაბონში გასამართი ფინალისთვის მოვემზადოთ. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა „სევილიამ“ და მე მათ ვულოცავ“, – ჟეზუშის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი
ჟორჟე ჟეზუში: „ფინალში ფავორიტი არ არსებობს“
ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში თვლის, რომ ევროპის ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში „ბენფიკა“ ესპანურ „სევილიას“ დაუპირისპირდება.
„ვფიქრობ, ფინალში ფავორიტი არცერთი გუნდი არ იქნება. ორივე მხარეს წარმატების თანაბარი შანსი აქვს. ფინალში ძლიერი გუნდები გადიან. ამიტომ, „სევილიას“ დიდი პატივისცემით ვუდგებით“, – ჟეზუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.
ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 14 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ტურინში შედგება. მატჩს ფელიქს ბრიხის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
ბექა დოგრაშვილი