ანდრო ჟორდანია – ქართული ფეხბურთის პატრიარქი

1904 წლის 4 ნოემბერს, დინამოს ისტორიაში გამორჩეული და ლეგენდარული მოღვაწე, ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი–ანდრო ჟორდანია დაიბადა. ქართული ფეხბურთის პატრიარქი დინამოს რიგებში 1925–28 და 1930–31 წლებში ასპარეზობდა. როგორც მწვრთნელი დინამოს სათავეში 1945–47, 1955, 1959–61 წლებში ედგა და მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ 1947 და 1959 წლებში დაიკავეს მესამე ადგილი. ასევე ორჯერ 1946 და 1960 წლებში თასის ფინალში გაიყვანა გუნდი. ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისის საწვრთნელი ბაზა ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს.

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი

დინამო TV – რუსთავში ჩატარებული მატჩის ვიდეომიმოხილვა

დღეს, უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩი დინამომ სტუმრად, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართა. დაპირისპირება ფრედ – 0:0 დასრულდა. დინამო TV რუსთავში ჩატარებული მატჩის ვიდეომიმოხილვას გთავაზობთ.

დინამო TV – ჩიხურასთან გამართული მატჩის მიმოხილვა

დინამო TV დინამო არენაზე გამარტული უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრის, დინამო 6:1 ჩიხურას ვიდეორეპორტაჟს გთავაზობთ.

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი

 

20 ოქტომბერი „დინამოს“ ისტორიაში

20 ოქტომბერს თბილისის დინამო საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. 20 ოქტომბერს დინამოს 11 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული: 3 საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, 1 თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე, 7 კი – სსრკ პირველობაზე. 20 ოქტომბერს ჩატარებული 11 მატჩიდან დინამომ 4 შეხვედრა მოიგო, 3 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 4 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 16:13–ზე არის.

20 ოქტომბერს ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა პირველი შეხვედრა 1991 წელს გამართეს. ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე გორის დილას უმასპინძლა და მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით – 4:1 სძლია. დინამოელთაგან გატანილი გოლებით მიხეილ ყაველაშვილი, კახი კაჭარავა, შოთა არევლაძე და გოჩა ჯამარაული გამოირჩნენ.

2001 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა. თბილისში გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

2012 წლის 20 ოქტომბერს დინამომ გასვლით შეხვედრაში მარტვილის მერანი მშრალი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა. მარტვილელთა კარში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა მიკელ ალვარო, თითო გოლი გაიტანეს ჩისკომ და ჯაბა დვალმა.

20 ოქტომბერს ევროასპარეზზე დინამო თბილისს ერთადერთი მატჩი აქვს გამართული. 1976 წელს ჩვენმა გუნდმა 1976/77 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დინამო არენაზე ბუდაპეშტის მტკ–ს წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 1:4 დასრულდა, უნგრელთა კარში ერთადერთი გატანილი გოლი მანუჩარ მაჩაიძის ანგარიშზეა.

სსრკ პირველობაზე დინამოელებმა 20 ოქტომბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1938 წელს გამართეს. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში ვოლგოგრადის როტორს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 1:2 დამარცხდა. დინამოელთაგან გატანილი გოლით ვიქტორ ბერეჟნოი გამოირჩა.

1940 წლის 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი მოსკოვის დინამოს სტუმრად დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელი ფეხბურთელების მარცხით – 0:2 დასრულდა.

1966 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვმა თბილისური და მოსკოვური დინამოების დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 1:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლი კახი ასათიანმა გაიტანა.

1973 წლის 20 ოქტომბერს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. სპარტაკის კარში გამარჯვების მომტანი გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა.

1974 წლის 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი დონეცკს ეწვია, სადაც ადგილობრივ შახტარს დაუპირისპირდა. მატჩი საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. უკრაინული გუნდის კარში გატანილი გოლი მურთაზ ხურცილავას აქტივშია.

1979 წლის 20 ოქტომბერს დინამომ სტუმრად იმჟამინდელი ვოლოშილოვგრადის (ლუგანსკის) ზარია ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა ვიტალი დარასელიამ, ერთი ბურთი კი ვლადიმერ გუცაევის ანგარიშზეა.

1982 წლის 20 ოქტომბერს დინამო ბაქოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ნეფთჩის დაუპირისპირდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი

დინამოელები 5–8 ადგილებისთვის ითამაშებენ

პეტერბურგში მიმდინარე YOUNG TALENTS CUP–ის 2013 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დინამო თბილისის აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა წარმატებით დაძლია. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა პეტერბურგის ზენიტის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა, ზენიტის კარში გატანილი გოლით დავით ზურაბიანი გამოირჩა. 4 ჩატარებული შეხვედრის 2 მოგებეული და 2 ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ქვეჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა.

დინამოელებმა ასპარეზობა 1–8 ადგილებისთვის განაგრძეს და ფლეი–ოფში პეტერბურგის ზენიტის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ, სადაც ჩვენმა გუნდმა შეხვედრა ფრედ – 0:0 დაასრულა. პენალტების სერიაში კი ჩვენი ფეხბურთელები ტურნირის მასპინძლებთან ანგარიშით – 2:3 დამარცხდნენ.

20 ოქტომბერს მოზარდი დინამოელები 5–8 ადგილებისთვის მატჩებს ითამაშებენ.

დინამოელებმა ორივე შეხვედრა შემდეგი შემადგელობით ჩაატარეს: ხარშილაძე, ბზეკალავა, მაისურაძე, ხარაზიშვილი, აზაროვი, გოდერძიშვილი, აბუაშვილი, ზურაბიანი

შეცვლებზე შევიდნენ: შიუკაშვილი, ხვედელიძე, ხორავა, ლურსმანაშვილი, ბექაური

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი

„დინამოს“ ისტორიიდან – გამარჯვება „ბოავიშტასთან“

17 წლის წინ 15 ოქტომბერს, უეფას თასის გათამაშების 1/16 ფინალში „დინამო თბილისმა“ პორტუგალიურ „ბოავიშტას“ უმასპინძლა. დინამო არენაზე გამართული შეხვედრა დავით ყიფიანის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გოლი შეხვედრის 28- ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა, რომელმაც მთელი მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.

„დინამო“: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, ჯელაძე, მაჭავარიანი (კერძევაძე 43), გოგიჩაიშვილი,კიკნაძე (ინალიშვილი 72), ჯამარაული, კობიაშვილი, ჩხაიძე, იაშვილი (დემეტრაძე 78)

„ბოავიშტა“: ალფრედო, პაულუ სოუზა, ტავარეში, სერხიო დუარტე, ლიტოში, სილვა (მარტელინიუ 50), ნუნუ გომეში (ჰასელბანკი 64), პედრუ, არაგაუ, ლატაპი (ბაპტიშტა 88), მარიუ სილვა

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი

დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

რუსთავში გამართული სიონი 1:4 დინამოს დასრულების შემდეგ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთვნელმა დუშან უჰრინმა თბილისური კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.

დუშან უჰრინი – შეხვედრის პირველი ტაიმი ჩვენთვის დაძაბული და რთული გამოდგა. მატჩის პირველ ნახევარში თერმთმეტმერიანი საჯარიმო გვეკუთვნოდა, თუმცა მსაჯებმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირეს. მეორე ტაიმში მოედანზე დინამო დიმინირებდა. ფეხბურთელები უფრო უკეთესად ათამაშდნენ, საბოლოოდ კმაყოფილი ვარ შეხვედრით. წინ სანაკრებო პაუზაა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ კარგ ხასიათზე ვხვდებით.

დინამოს აკადემიის გუნდი ბულგარეთის ტურნირზე

დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი ლუკ ოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად თბილისდან 15 ფეხბურთელი გაემგზავრა:

ლუკა ხარშილაძე
აკაკი თვალოძე
ზურაბ ჭავჭავაძე
ანრი მექვაბიშვილი
თორნიკე ჯანგიძე
სანდრო ქაჯაია
შაკო მაღალდაძე
გიორგი მოისწრაფიშვილი
ზურაბ დავითაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია
ლუკა ბოგვერაძე
გიორგი ლომთაძე
გიორგი გოგუა
გიორგი ყველაძე
მიშო ახლოური

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი
დამხმარე მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
მეკარეების მწვრთნელი: ზურაბ ქვაჩახია
გუნდის ექიმი: გივი ღვალაძე
გუნდის უფროსი: თემურ უგრეხელიძე

თბილისის ”დინამოს” ოფიციალური საიტი

გიორგი სიჭინავა – 69

თბილისის ”დინამოს” ოქროს თაობის წარმომადგენელი – გიორგი სიჭინავა დღეს 69 წლის გახდა. სიჭინავა დაიბადა ქალაქ გაგრაში. თბილისური გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა 1960– დან 1969 წლის ჩათვლით. 215 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 11 გოლი. არის სსრკ-ს 1964 წლის ჩემპიონი და 1962 წლის პრიზიორი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ოთხჯერ. არის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
დინამოელები ვულოცავთ ბატონ გიორგის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას

თბილისის ”დინამოს” ოფიციალური საიტი