ჩინური „გუანჩჟოუს“ მთავარი მწვრთვნელი მარჩელო ლიპის ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს თავის გუნდში თანამემამულის ფაბიო კვალიარელას ნახვა სურს.
არაოფიციალური ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელს უკვე დაუკავშირდა, რათა მისი გეგმების შესახებ გაეგო.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს გუნდში ფაბიოს თამაშის საშუალება ხშირად არ ეძლევა, სამუშაო ადგილის შეცვლაზე იგი ჯერჯერობით არ ფიქრობს.
ალექსანდრე მატევოსოვი