ნავარო: „გოლი მოგვპარეს“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეოთხე ტურში  „ბარსელონასა“ და  „სევილიას“ შორის გამართული მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ სტუმართა მცველმა ფერნანდო ნავარომ მეტად ემოციურად ისაუბრა.

„ჩვენ გოლი მოგვპარეს, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ამით ყველაფერი გააფუჭეს. მეტს ვეღარაფერს გეტყვით, რადგან ამის გამო შეიძლება დისკვალიფიკაცია მომცენ“, – ციტირებს ნავაროს სიტყვებს ესპანური გამოცემა  „მარკა“.

ტურის კიდევ სამი შეხვედრა ასე დასრულდა:

„ატლეტიკო“- „ალმერია“ 4:2
„ლევანტე“-„სოსიედადი“ 0:0
„ვილიარეალი“-„რეალი“ 2:2

 ბექა დოგრაშვილი