დეშამი: “პოგბასგან ყოველ მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმებას არ უნდა ველოდოთ”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა პოლ პოგბაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოგბა არ არის ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ყოველ მატჩში 2-3 გოლის გატანას შეძლებს.

“პოლ პოგბამ თავისი შესაძლებლობები თავიდანვე ძალიან კარგად წარმოაჩინე, ამიტომაც ხალხს მისგან მეტის მოლოდინი გაუჩნდა. მისგან ყოველთვის გოლებსა და დიდებულ თამაშს ველით.

ის არის ნახევარმცველი, რომელიც გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება. თუ ის მატჩის ბედის გადაწყვეტას ვერ ახერხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უიმედოა გუნდისთვის.

პირადად მე მისგან ყოველ მატჩში 2-3 გოლის გატანას არ მოველი. მას გოლების გატანა შეუძლია, შეუძლია უკეთ თამაშიც. ის კოლექტივის ნაწილია.”- განაცხადა დიდიე დეშამმა, რომელიც საფრანგეთში გასამართ ევრო-2016-ისთვის ემზადება.

ოფიციალურად: ლავეცი ჩინურმა კლუბმა გადაიბირა

დადასტურდა ინოფმრაცია, რომლის თანახმადაც ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” არგენტინელი შემტევი, ეზეკილ ლავეცი ჩინურ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

ლავეცის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. თუმცა, ლავეციმ სეზონის დასასრულს არ დაუცადა და ჩინელებთან გააფორმა კონტრაქტი.

წყაროს ცნობით, “პსჟ” ლავეცის სანაცვლოდ დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს, 30 წლის თავდამსხმელი კი – 10 მილიონ ევროს ყოველ წელს ( + ბონუსები 6 მილიონამდე).

“ვეიბოს” ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: “მისი მოსვლა გუნდს გაცილებით უფრო გააძლიერებს. ის მართლაც რომ შეუჩერებელი შემტევია.”

ოფიციალურად: ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ნახევარმცველ მატიე ვალბუენას მუქარის საქმეში მონაწილეობის გამო საფრანგეთის ნაკრებიდან ოფიციალურად მოკვეთეს, რის შესახებაც დღეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ნოელ ლე გრეტმა სპეციალურ პრესკოფნერენციაზე განაცხადა.

„ქარიმ ბენზემა ნაკრებში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ეს პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდიე დეშამს შევატყობინე. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ის განაცხადში არც მარტში და არც ევრო-216-ზე იქნება“, – განაცხადა ლე გრეტმა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტი: „ბენზემას ადგილი ნაკრებში არ არის“

თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას მატია ვალბუენას ჩანაწერებთან დაკავშირებულ კონფლიქტში მონაწილეობის გამო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი თვლის, რომ მადრიდის „რეალის“ ფორვარდი საფრანგეთს ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს.

„კარგი სპორტსმენი ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. თუ ის ასეთი არ არის, მაშინ საფრანგეთს ნაკრებში მისი ადგილი ვერ მოიძებნება.

თუ მინისტს რამეში დაადანაშაულებდნენ, პოსტზე ის ვერ დარჩებოდა.

ბევრი ახალგაზრდა ცნობილი სპორტსმენების გამოსვლას ადევნებს თვალყურს, რომლებიც საფრანგეთს ფერებს იცავენ“, – ციტირებს ვალსს „სქაი სპორტსი“.

ჯაბა კანკავას ფინტი “რენთან” გამართულ შეხვედრაში (ვიდეო)

28 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “რეიმსსა” და “რენს” შორის გამართულ მატჩში, ჯაბა კანკავამ ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ფინტი გააკეთა, მეტოქემ კი მასთან თამაშის წესები დაარღვია.

ფრანგი პოლიტიკოსი ბენზემას ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა, შესაძლოა, მალე საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთონ.

რამდენიმე საათის წინ, ფრანგმა პოლიტიკოსმა ნადინ მორანომ სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გააკეთა, სადაც ის ითხოვს, რომ ბენზემა ნაკრებში აღარასოდეს გამოიძახონ.

საქმე იმაში გახლავთ, რამდენიმე დღის წინ “ელ კლასიკოს” დაწყებამდე საფრანგეთის ჰიმნი შესრულდა, რომლის დასრულებისას დააფიქსირეს, რომ ბენზემამ მინდორზე დაანერწყვა. მორანო კი სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მთელი საფრანგეთის შეურაწყოფაა.

Karim Benzema plus jamais en Équipe de France !Avant le match Real Madrid – FC Barcelone, un émouvant hommage a été…

Posted by Nadine Morano on Monday, 23 November 2015

საფრანგეთთან ინგლისს ორი ფეხბურთელი დააკლდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მაიკლ კერიკი და „ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

ორივე ფეხბურთელს მცირე ტრავმა ჰქონია და ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბმა რისკის თავიდან ასაცილებლად ხსენებულ შეხვედრაში ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, ინგლისი – საფრანგეთის მატჩი ოთხშბათს, 18 ნოემბერს, თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა „უემბლიზე“ გაიმართება.

დეშამმა გერმანიასთან და ინგლისთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 13 ნოემბერს გერმანიასთან და 17 ნოემბერს ინგლისთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ “სამფეროვანთა” თავკაცმა გუნდში არ გამოიძახა კარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენა და ალექსანდრ ლაკაზეტი. სამაგიეროდ, გამოძახებულთა შორის არიან ჰატემ ბენ არფა, ანდრე-პიერ ჟინიაკი და კინგსლი კომანი.

მეკარეები: ბენუა კოსტილი (“რენი”), უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), სტივ მანდანდა (“მარსელი”);

მცველები: ლუკა დინი (“რომა”, იტალია), პატრის ევრა (“იუვენტუსი”, იტალია), კრისტოფ ჟალე (“ლიონი”), ლორან კოსელნი (“არსენალი”, ინგლისი), ელიაკიმ მანგალა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ბაკარი სანია (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მამადუ სახო (“ლივერპული”, ინგლისი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი);

ნახევარმცველები: იოან კაბაი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ლასანა დიარა (“მარსელი”), ბლეზ მატუიდი (“პსჟ”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, იტალია), მორგან შნეიდერლენი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი);

თავდამსხმელები: ჰატემ ბენ არფა (“ნიცა”), კინგსლი კომანი (“ბაიერნი”, გერმანია), ანდრე-პიერ ჟინიაკი (“ტიგრესი”, მექსიკა), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).

 

მამუკა გორგოძის ლელო “გრენობლთან” შეხვედრაში (ვიდეო)

1 ნოემბერს, საფრანგეთის Top 14-ში, “გრენობლმა” საკუთარ მოედანზე “ტულონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 33:29 დაამარცხა.

“ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელმაც 28-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა.

ასევე, სტუმართა შემადგენლობაში მეორე ნახევარში გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე.

ჯაბა კანკავამ “პარი სენ-ჟერმენთან” სრულად ითამაშა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში “რეიმსმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის მე-4 წუთზე მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გაფრთხილება მე-3 ტურში “ნანტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯაბა კანკავამ შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელთა არაერთი შეტევა ჩაშალა, “რეიმსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ადგილობრივი ქომაგებისგან მაღალი შეფასებაც მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში “პარი სენ-ჟერმენის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა შეტევებს მრავალფეროვნება აკლდა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გახსნეს: პარიზელი მცველები კონტრშეტევას სათანადოდ ვერ დაუხვდნენ და მოედანზე ექვსი წუთის შესულმა ტეოსონ სიებატშეუმ დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი.

“პარი სენ-ჟერმენმა” საპასუხო იერიშშივე მოახერხა წონასწორობის აღდგენა: ხავიერ პასტორეს გენიალური გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ, ლიდერობას ინარჩუნებს. რაც შეეხება “რეიმსს”, გუნდს აქტივში 11 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.

საფრანგეთის ჩემპიონატი (VI ტური)
“რეიმსი” — “პარი სენ-ჟერმენი” 1:1 (0:0)

გოლები: სიებატშეუ 83′ — კავანი 84′.
გაფრთხილებები: კანკავა 4′, კიე 74′ — სტამბული 67′, მატუიდი 80′.

პაუ გასოლმა სანაკრებო დონეზე რეკორდი დაამყარა

საფრანგეთთან ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალური ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრების ლიდერმა პაუ გასოლმა 40 ქულა დააგროვა. აქედან გამომდინარე, ის ესპანეთის პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც 1990 წლის 15 აგვისტოდან ქულების ეს რაოდენობა დააგროვა. ბოლოს 48 ქულა ვენესუელის ნაკრებთან შეხვედრაში ხორდი ვილაკამპამ მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო სკარიოლოს გუნდმა საფრანგეთს ოვერტაიმში ანგარიშით 80:75 სძლია.

ცხრა წლის გოგომ ტოტალიზატორში ოცი ათასი ევრო მოიგო

ცხრა წლის ფრანგმა ლიუსი კიტიურმა მამამისს ტოტალიზატორში თითქმის ოცი ათასი ევრო მოაგებინა. მამამისმა, ვენსან კუტიურა, ქვეყნის ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით ლატარეის ბილეთი იყიდა და ქალიშვილს ხუთი შეხვედრის ანგარიშის გამოცნობა სთხოვა.

ბავშვმა, რომელიც ფეხბურთთ არ ინტერესდება, თორმეტი შეხვედრის შედეგი გამოიცნო, რისი დახმარებითაც მამამისმა ჯამში 19765 ევრო მოიგო.

სათქმელია, რომ ლატარეის ბილეთი ვენსანს მხოლოდ ერთი ევრო დაუჯდა.

12