28 ივლისს, საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო კლუბი “ტულონი”, რომლის ღირსებასაც მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა იცავენ, 1998 წლის საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავებს საქველმოქმედო მატჩში დაუპირისპირდა.
შეხვედრის ერთი ნახევარი რაგბს დაეთმო, ხოლო მეორე ტაიმი – ფეხბურთს. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა ლელოს დადება მოახერხა. საბოლოოდ, გამარჯვებული “ტულონი” გამოვიდა, რომელმაც მეტოქე 33:26 დაამარცხა.