პოლ პოგბათი ორი დიდი გრანდია დაინტერესებული და მის შეძენას ყველანაირად ცდილობს. ეს გუნდები მადირიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედია”. ამასთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.
ჭდე: საფრანგეთი
Goal.Com: “პოგბა “მანჩესტერის” ფეხბურთელია!”
რამდენიმე გამოცემის შემდეგ, ახლა უკვე Goal.Com-მაც დაადასტურა, რომ პოლ პოგბა მომავალ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირესებას დაიცავს. ინგლისური ვებგვერდის თქმით ფრანგ მოთამაშეში 110 მილიონი ევრო გადაიხადეს “წითელმა ეშმაკებმა” და “იუვენტუსს” ბიუჯეტი სერიოზულად შეუვსეს.
თუ ეს ამბავი მართალი აღმოჩნდა, 23 წლის სპორტსმენი მოხსნის გარეთ ბეილის რეკორდს, რომელიც “ტოტნეჰემიდან” “რეალში” 100 მილიონ ევროდ გადავიდა. შესაბამისად,იგი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
The Sport Bible: “დასრულდა! პოგბა “მანჩესტერის” ფეხბურთელია!”
დიდი ხნის განმავლობაში არ წყდებოდა მითქმამოთქმა პოლ პოგბას “იუვენტუსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის თაობაზე…
გავლენიანი გამოცემა, The Sport Bible იტყობინება, რომ დიდ ხნიანი მოლაპარეკების შემდეგ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მომავალ სეზონში 23 წლის მოთამაშე “წითელი ეშმაკების” მაისურს მოირგებს. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება, მაგრამ დაახლოებით ფრანგის ფასი 100 მილიონ ფუნტს აღწევს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
პოლ პოგბა სიგარეტის მოწევის დროს გამოიჭირეს (ფოტო)
პაიე: “საკლუბო კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”
გასული სეზონი დიმიტრი პაიესთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ფრანგი ფეხბურთელი “პრემიერ ლიგაში” “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, შემდეგ კი “ევრო 2016”-ზე სასწაულები ჩაიდინა. რა თქმა უნდა, 29 წლის მოთამაშის ასეთი კარგი ასპარეზობა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ევროპულ გრანდებს. მათ შორის მადრიდის “რეალი” აქტიურობდა ყველაზე მეტად. იყო საკმაოდ მომხიბლავი შეთავაზებები, მაგრამ თავად ფეხბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
“მივიღე რამდენიმე სერიოული წინადადება და მოვიხიბლე კიდეც, მაგრამ მე “ვესტ ჰემში” ვრჩები. მე მიყვარს ეს კლუბი და ძალიან მინდა, მალე მოვიდეს ის დღე, როცა “ოლიმპიურ სტადიონზე” გავალ და ჩემი გუნდის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. კიდევ ერთხელ გავუმეორებ “ჩაქუჩების” ფანებს, ასი პროცენტით მათთან ვრჩები!” – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.
კარიკატურა: “რონალდოს ვნებანი”
“ევრო 2016”-ის ფინალში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო და, ფაქტობრივად, მთელი მატჩის გამოტოვება მოუხდა. “რონიმ” ძალიან განიცადა ეს ამბავი. საგულისხმოა, რომ ამ ყველაფერს კრიშტიანოს დამ “ჯვარცმა” უწოდა.
ნახსენებთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს…
“ჩელსიმ” “ლესტერს” კანტეს სანაცვლოდ “მსუყე” თანხა შესთავაზა
ფრანგმა ფეხბურთელმა, ნ’გოლო კანტემ გასული სეზონი როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე შესანიშნავად ჩაატარა და რამდენიმე გუნდის ყურადღება მიიპყრო. მოკლედ რომ ვთქვათ, კანტე ლონდონის “ჩელსის”, მადრიდის “რეალს” და ჩინურ “შანხაი ტელეისსაც” სურს. ამას ემატება ისიც, რომ “მელიებმა” 25 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს გაუმჯობესებული პირობებით.
გავლენიანი გამოცემა, “Telegraph”-ი იტყობინება, რომ “არისტოკრატების” თავკაცს, ანტონიო კონტეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კანტეს დაკარგვა და მასში საკმაოდ “მსუყე” თანხას, 29 მილიონ ფუნტს ჩამოდის. “ლესტერის” ხელმძღვანელობა, წესით, ამ შემოთავაზებაზე კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე პატარა თანხას ნამდვილად არ ეხება. ამ ფულის აღების შემთხვევაში, ინგლისელებს შეუძლიათ, მინიმუმ ორი ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყიდონ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები…
ლებეფი: “გრიზმანი ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს არ იმსახურებდა”
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი, ფრანკ ლებეფი თვლის, რომ ანტუან გრიზმანი ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს არ იმსახურებდა და რომ უეფამ ამით დიდი შეცდომა დაუშვა.
“გრიზმანი ძალიან მომწონს, მაგრამ ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არ ყოფილა. ამ არჩევანს არ ვეთანხმები.” – განუცხადა ლებეფმა RMC-ს.
“კრიტიკულები უნდა ვიყოთ. მან თავის გამოჩენა მხოლოდ მეოთხედფინალების შემდეგ შეძლო. ფინალში ორი შანსი მიიღო, თუმცაღა მათი გამოყენება ვერ მოახერხა.
მაგრამ უეფა ყოველთვის ასე მუშაობს. ისინი ყოველთვის იმ ფეხბურთელს ასახელებენ საუკეთესოდ, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
პირადად ჩემთვის, გამოსარჩევი იყო პეპე, ისევე როგორც გარეთ ბეილი, რომელმაც უელსს გზა გაუკაფა. ამ ტურნირზე რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებმაც შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა.
პეპე დიდებულ ფორმაში იყო ტურნირი დასაწყისიდან ბოლომდე. გრიზმანი კი მეორე მატჩში ჩამოაქვეითეს.”
ვის ანიჭებენ ბუკმეიკერები “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში უპირატესობას?
უცხოური გამოცემა, Goal.Com-ი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ ვის ანიჭებენ ცნობილი ტოტალიზატორის, Paddypower.com-ის ბუკმეიკერები უპირატესობას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი შანსი პორტუგალიელ, კრიშტიანო რონალდოს აქვს. მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ევროპის ორი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, “ჩემპიონთა ლიგა” და “ევროპის ჩემპიონატი” მოიგო. ამ მომენტისთვის მის გამარჯვებას ნახსენებ ბრძოლაში 1.17 აქვს კოეფიციენტი.
მეორე ადგილზე არის საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი, რომელმაც წელს რონალდოსთან ორი გადამწყვეტი დაპირისპირება წააგო: ჯერ “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი და შემდეგ “ევროპის ჩემპიონატის” დასკვნითი შეხვედრა. იმას, რომ გრიზმანი ოქროს ბურთს აიღებს, კოეფიციენტი აქვს 6.00.
დანარჩენი ფეხბურთელების შანსები კი ასე გადანაწილდა: ლიონელ მესი (5.50), ლუის სუარესი (6.50). პოლ პოგბასა და გარეთ ბეილს ერთი და იგივე შანსები აქვთ – 26.00. ნეიმარმა შესაძლოა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე გაიბრწყინოს. ამიტომ, იმას, რომ სწორედ ბრაზილიელი დაეუფლება ამ ჯილდოს, 34.00 აქვს კოეფიციენტი. მიულერსა და ინიესტას კი – 51.00.
სახალისო კარიკატურა რონალდოს გამარჯვებასთან დაკავშირებით
პაიე:”იმ მომენტში, როდესაც რონალდო დავაშავე…”
ფინალის შემდეგ დიმტირი პაიემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეტა იმ მომენტზე, როდესაც მასსა და კრიშტიანო რონალდოს შორის შეჯახების შედეგად, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია…
“ეს უბრალოდ ორთაბრძოლა იყო, რომელშიც მეც და რონალდოც თამამად შევედით. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ პორტუგალიელი დავაზიანე, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს შემთხვევით მოხდა და კრიშტიანოს ტრავმა ოდნავადაც არ მინდოდა.”
“არ ზის ჩემს ხასიათში, რომ სტადიონზე ცუდად და ასარსპორტულად მოვიქცე,” – განაცხადა დიმიტრი პაიემ.
პეპე: “ყველაფერი მოედანზე დავტოვეთ, სხვაგვარად ვერც მოვიგებდით”
პორტუგალიისა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კეპლერ პეპემ ევრო 2016-ის ფინალში მოპოვებული დიდებული გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ბევრი ვიწვალეთ, ძალიან ინტენსიური მატჩი იყო. მედგრად ვიბრძოდით. ძალიან ბევრი უნდა გვემუშავა და უფრო მოკრძალებულები უნდა ვყოფილიყავით მოედანზე, სხვაგვარად ვერ მოვიგებდით. ყველაფერი მოედანზე დავტოვეთ, ეს ერთადერთი გზა იყო გამარჯვებისაკენ.
ჩვენ პორტუგალიას წარმოვადგენდით, ლამაზ ქვეყანას, ემიგრანტების ქვეყანას და ჩვენ თითოეული მათგანის სახელით ვიბრძოლეთ.
ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით, როცა ჩვენი ლიდერი დავკარგეთ. დავკარგეთ ლიდერი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. მაგრამ ჩვენ მებრძოლები ვართ, ვთქვით, რომ მოგება შეგვეძლო, გავედით და მოვიგეთ კიდეც.”