გრიზმანის დუბლით საფრანგეთის ნაკრები ფინალში გავიდა

დღეს, 7 ივლისს გაიმართა ევრო 2016-ის მეორე ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში პორტუგალიის ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდა.

მატჩის პირველი ნახევარი გერმანელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში მაინც ფრანგებმა გახსნეს – მატჩის ბოლო წუთებზე გერმანელთა ნახევარმცველს, შვაინშტაიგერს ხელზე მოხვდა ბურთი, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად ანტუან გრიზმანმა აქცია.

მეორე ნახევარში გერმანელები გამარჯვებაზე დაგეშილები გამოვიდნენ, თუმცა მოვლენები სხვანაირად წარიმართა – საფრანგეთმა თავისი თამაში იპოვა და მეორე გოლიც გაიტანა – ამჯერად გრიზმანმა ბურთი თამაშიდან გაიტანა, ისარგებლა რა მანუელ ნოიერის შეცდომით.

გერმანია 0:2 საფრანგეთი

გერმანია: მანუელ ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი (მუსტაფი 61′), ჰიოვედესი, ჰექტორი; ემრე ჯანი (გიოტცე 67′), შვაინშტაიგერი (ლეროის სანე 79′); კროოსი, იოზილი, დრაქსლერი; ტომას მიულერი.

მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

საფრანგეთი: ჰუგო ლორისი; ბაქარი სანია, სამუელ უმტიტი, ლორან კოშელნი, პატრის ევრა; მატუიდი, პოლ პოგბა; მუსა სისოკო, დიმიტრი პაიეტი (კანტე 71′), ანტუან გრიზმანი; ოლივე ჟირუ.

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლები: გრიზმანი 45′ (პ), 72′
გაფრთხილებები: ჯანი 36′, შვაინშტაიგერი 45′, იოზილი 45′, დრაქსლერი 50′ – პატრის ევრა 43′, კანტე 75′

გერმანია – საფრანგეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

გერმანია – საფრანგეთი
შეხვედრის ადგილი: მარსელი; “Stade Vélodrome”
შეხვედრის დრო: ხუთშაბათი, 7 ივლისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)


დღეს, 7 ივლისს ევრო 2016-ის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. “სტად ველდორემზე” ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან – აფიშა მართლაც რომ დიდებულია.

ამ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, თუმცა არსებობს საკუთარი კედლების ფაქტორი – ფრანგი ხალხი “მამლებს” მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ, ისევე როგორც წინა 5 მატჩში – რომელთაგან ფრანგებმა 4 მოიგეს.

გერმანელების კოზირი კი უცვლელია – მათი მებრძოლი სული. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ევრო 2016-ზე ჩატარებული 5 მატჩიდან 3 მოიგეს. მეოთხედფინალურ მატჩში კი “ბუნდესნაკრებმა” პენალტების სერიაში დაამარცხა იტალია.


 

გერმანიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

02/07/16 ევჩ. გერმანია იტალია 1:1 პ
25/06/16 ევჩ. გერმანია სლოვაკეთი 3:0
22/06/16 ევჩ. ჩრდ. ირლანდია გერმანია 0:1
18/06/16 ევჩ. გერმანია პოლონეთი 0:0
14/06/16 ევჩ. გერმანია უკრაინა 2:0

საფრანგეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

01/07/16 ევჩ. საფრანგეთი  ისლანდია 5:2
25/06/16 ევჩ. საფრანგეთი ირლანდია 2:1
20/06/16 ევჩ შვეიცარია საფრანგეთი 0:0
16/06/16 ევჩ. საფრანგეთი ალბანეთი 2:0
11/06/16 ევჩ. საფრანგეთი  რუმინეთი 2:1

ურთიერთშეხვედრები

13/11/15: ამხანაგური მატჩი, საფრანგეთი 2:0 გერმანია
04/07/14: მსოფლიო ჩემპიონატი, საფრანგეთი 0:1 გერმანია
06/02/13: ამხანაგური მატჩი, საფრანგეთი 1:2 გერმანია
29/02/12: ამხანაგური მატჩი, გერმანია 1:2 საფრანგეთი
12/11/05: ამხანაგური მატჩი, საფრანგეთი 0:1 გერმანია


ddddddddddddddddddddddddddddd

იოაჰიმ ლიოვი: ” შეტევაში ფრანგები ძალიან დიდ ზეწოლას ქმნიან – არა მარტო საჯარიმოში, არამედ მოედნის ცენტრშიც, პოლ პოგბასა და ბლაიზე მატუიდისთან ერთად ეს ძალიან ადვილია. ისინი ბევრ შანსს ქმნიან. შეტევაში კი მათ 3 დიდებული თავდამსხმელი ჰყავთ. ფრანგები ძალიან აგრესიულად შეუტევენ; ისინი მასპინძლები არიან, მათი შეტევა კი შესანიშნავია – ესეც მათი ძლიერი მხარეები.

ჩვენ ერთიანად უნდა ვითამაშოთ, ერთმანეთისათვის; დაცვაში კი მაქსიმალურად კომპაქტურები უნდა ვიყოთ. თუ მათ დიდ სივრცეს მივცემთ, ისინი საკმაოდ სწრაფად და დინამიკურად გამოიყენებენ მას.

არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვართ. ისლანდიის დამარცხების შემდეგ, ისინი ძალიან თვითდაჯერებულები არიან.”

დიდიე დეშამი: “გერმანია ყოველთვის დომინირებდა, ისინი მუდამ ფლობდნენ ბურთს. თუმცა, ჩვენ მხოლოდ დაცვაზე და მათ გამოჭერაზე არ უნდა ვიფიქროთ. უბრალოდ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია. ამ ტურნირზეც სწორედ ისინი თამაშობენ ყველაზე კარგად.

გოლები უნდა გავიტანოთ და მარტო მანუელ ნოიერის დაჯაბნაზე არ უნდა ვიფიქროთ, მიუხედავად იმისა, რომ ის ბრწყინვალე მეკარეა. ისინი სულ უტევენ, თუმცა გოლებს მაინც არ უშვებენ, რაც მათი გუნდის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.

ისტორიის შეცვლა არავის შეუძლია, თუმცა ისტორია ახალ ტომებს ითხოვს. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს უნდა ვეთამაშოთ.”


გერმანია:

– გერმანიას ნახევარფინალში მარიო გომესისა და სამი ხედირას გარეშე მოუწევს თამაში. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა შვაინშტაიგერის თამაშიც, თუმცა ლიოვის თქმით, ის სრულ მზადყოფნაშია. ტონი კროოსის პარტნიორად შესაძლოა ემრე ჯანი, ან იულიან ვაილი ვიხილოთ.

– იტალიელთა წინააღმდეგ, მეოთხედფინალურ მატჩში გერმანელებმა 5 მცველი გამოიყვანეს მოედანზე. სავარაუდოდ საფრანგეთთან მატჩში ლიოვი სხვა ტაქტიკით ითამაშებს. მოსალოდნელია, რომ მიულერმა წინ აიწიოს გომესის არყოფნაში.

– მატს ჰუმელსი დისკვალიფიცირებულია. მას დიდი ალბათობით ბენედიქტ ჰიოვედესი ჩაანაცვლებს დაცვის გულში, მიუხედავად იმისა, რომ “შალკეს” მცველმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა ბოლო ვარჯიშზე.

საფრანგეთი :

– საფრანგეთს ნახევარფინალური მატჩისათვი ადილ რამი და ნ’გოლო კანტე დაუბრუნდა, რომლებმაც ისლანდიასთან გამართული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს. მაგრამ, რთული დასაჯერებელია, რომ რამიმ ძირითადში ადგილის დაბრუნება მოახერხოს, მას შემდეგ, რაც სამუელ უმტიტიმ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა ისლანდიელებთან მატჩში.

– სამშაბათს გამართული ვარჯიშის გაცდენის შემდეგ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ოლივიე ჟირუს თამაშის საკითხიც, რომელმაც მუხლი დაიზიანა. მართალია, რომ ანტუან გრიზმანთან ერთად საფრანგეთის ნაკრები უკეთ თამაშობდა, თუმცა გრიზმანის სისტემაში ბლაიზე მატუიდისა და კანტეს ადგილი არ არის. გერმანიის ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ისეთი ფეხბურთელის გარეშე თამაში, როგორიც კანტეა, დიდ რისკს შეიცავს.


გერმანიის ნაკრების სავარაუოდ შემადგენლობა:

ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰექტორი; კროოსი, შვაინშტაიგერი; დრაქსლერი, იოზილი, გიოტცე; მიულერი.

cats

საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ლორისი; სანია, უმტიტი, კოშელნი, ევრა; პოგბა, მატუიდი; სისოკო, გრიზმანი, პაიეტი; ჟირუ.

cats


Fanebi.Com-ის პროგნოზი:

გერმანია 2:1 საფრანგეთი

ანრი:”მას შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო იყოს”

საფრანგეთის ნაკრებისა და, ზოგადად, ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ მის თანამემამულე პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რათაც შეუძლია, ფეხბურთში სხვა დანარჩენზე მაღლა იდგეს.

“პოგბა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მიმაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელითაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა შეუძლია. უბრალოდ, მთავარია, რომ პოლმა თავისი შესაძლებლობების ირწმუნოს.”

“ყველაზე მეტად იცით რა მომწონს მასში? ის, რომ გუნდს რაც სჭირდება და მწვრთნელი რასაც სთხოვს, სწორედ იმას აკეთებს. მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება უმაღლეს დონეზე შეუძლია.”

“ზოგჯერ ისე ჩანს, რომ პოგბა ნაკრებში ისეთივე ეფექტური არაა, როგორც “იუვენტუსში.” ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ  “ბებერი ქალბატონისგან” განსხვავებით, ეროვნულ გუნდში პოგბასა და ფორვარდის (ჟირუს) შორის გრიზმანი დგას. შესაბამისად, ხშირად სწორედ ანტუანი უზღუდავს სამოქმედო ასპარეზს პოლს.”

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ  იგი “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს. მას ნამდვილად აქვს ის თვისებები, რაც ამ ჩემპიონატისთვის სჭირდება ფეხბურთელს,” – განაცხადა ტიერი ანრიმ.

ბალოტელი:”მინდა, რომ “ევრო 2016″ საფრანგეთმა მოიგოს”

იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა “ევროპის ჩემპიონატის” შესახებ და იმედი, გამოთქვა, რომ აღნიშნული ტურნირი მისი მეგობრის, პოლ პოგბასა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

“ობიექტურად, რომ ვთქვათ გერმანელები ტურნირის მთავრი ფავორიტები არიან, მაგრამ  სუბიექტურად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ძალიან მინდა, რომ  “ევრო 2016″ მასპინძელმა საფრნაგეთმა მოიგოს.”

“2012 წელს ჩვენ სწორედ ნახევარფინალში შევხვდით გერმანიას. მიმაჩნია, რომ ის გუნდი 2016 წლისაზე ცოტათი უფრო ძლიერი იყო. ისინი უფრო კომპაქტურ და დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ წლევანდელი ნაკრებიც, რა თქმა უნდა, უმაღლესი დონისაა. იმედია, მათ დამარცხებას და, საბოლოო ჯამში, ტურნირის მოგებას ფრანგები მოახერხებენ,” – განაცხადა ბალოტელიმ.

იტალიელმა ფორვარდმა, ასევე, დიმიტრი პაიეზე  ისაუბრა:“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამ შეჯიბრებაზე პაიე თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ის უნდა გახდეს “ევროპის ჩემპიონატის” საუკეთესო ფეხბურთელი.”

 

ოლივე ჟირუ: “ჩვენი თამაშით ნასიამოვნები ვართ”

ისლანდიის დამარცხებისა (5-2) და ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, საფრანგეთისა და “არსენალის” შემტევმა, ოლივიე ჟირუმ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“ძალიან ნასიამოვნები ვართ, ხუთი გოლი გავიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორი გავუშვით, ძალიან ვიმხიარულეთ. ჩვენი თამაშით ნასიამოვნები ვართ. მაქსიმალურად ვეცდებით, დაცვაში არსებული პრობლემები გერმანიასთან მატჩამდე აღმოვფრხვათ, რადგანაც გერმანელები ამდენს არ გვაპატიებენ.

ვართ თუ არა დარწმუნებულნი? არა, რადგანაც ისინი მსოფლიოს ჩემპიონები და ფავორიტები არიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავწერთ კიდევ ერთ თავს ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში.

მატჩის სტარტიდან დავიწყეთ ბრძოლა. ეს სწორედ ის საკითხია, რომელშიც ჩემპიონატის დაწყებიდანვე გვქონდა პრობლემები.” – განაცხადა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

ისლანდიის ნაკრების კაპიტანი: “ეს მხოლოდ დასაწყისია”

საფრანგეთთან, ევრო 2016-ის მეოთხედფინალურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ისლანდიის ნაკრების კაპიტანმა, არონ გუნარსონმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი ამ გაკვეთილების სწავლას აპირებს.

“იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად დაუჯერებლად ამაყები. უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. თუმცა, ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა. ფანები ფანტასტიკურები იყვნენ. ისინი ჯერ კიდევ მღერიან, დაუჯერებელია.

ფრანგებს ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, ისინი კვლავ აქ არიან. ეს აჩვენებს იმას, თუ რა ჩავდეთ ამ მატჩში. მატჩის პირველი ნახევარი სრული საშინელება იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ ხარვეზები გამოვასწორეთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩემპიონატი ასე არ უნდა დაგვეტოვებინა.

ამ ყველაფრისგან ვისწავლით. ეს მხოლოდ დასაწყისია.”

დიდიე დეშამი: “მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში”

ისლანდიის ნაკრებთან მოგებული მატჩის (5-2) შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“გერმანია საუკეთესო გუნდია, ამაში ეჭვი არავის ეპარება – მიუხედავად იმისა, რომ იტალიასთან მატჩში რამოდენიმე ხარვეზი გამოჩნდა. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

კმაყოფილი ვარ ყოველთვის, როდესაც ჩემი გუნდი იგებს. მოგება ადვილი არასოდეს არის. პირველ ნახევარში ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ კი ცოტათი მოვდუნდით, რამოდენიმე შეცვლაც გავაკეთეთ.”

გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გასამართი ნახევარფინალური დაპირისპირება 7 ივლისს აიღებს სტარტს.

პოლ პოგბამ შვეიცარიასთან გამართული მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” იმედმა, პოლ პოგბამ შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული საკმაოდ კარგი თამაშის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“მატჩის პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, ძლიერად ვითამაშეთ და ბევრი შანსიც შევქმენით.

თუმცა, მეორე ნახევარში ჩვენ მათ თამაშის საშუალება მივეცით და ცოტათი მოვდუნდით. საერთო ჯამში კარგი თამაში გამოგვივიდა, რითიც ბედნიერები ვართ.”

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 7 ქულით A ჯგუფის ლიდერია 3 მატჩის შემდეგ. დეშამის გუნდი მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.

ზომერი: ” მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით”

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, იან ზომერმა საფრანგეთთან ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ამ შედეგის წყალობით შვეიცარიელები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

“ძალიან ბედნიერები ვართ. შვეიცარიის ნაკრებისთვის საუკეთესო 16 გუნდში ყოფნა დიდებული რამ არის. ამ ჯგუფიდან გასვლაც დავიმსახურეთ.

დღეს კარგად ვითამაშეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ რიგ შემთხვევებში გაგვიმართლა. თუმცა ახლა ჩვენ მხოლოდ დასვენება გვესაჭიროება და შემდეგ ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ.” – განაცხადა მან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შვეიცარიელი კიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ლიონის ფან-ზონაში ორი გულშემატკივარი დაჭრეს

ფრანგი ჩინოვნიკები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოთხშაბათს, ლიონში ევრო 2016-ის ფან-ზონის ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაჭრეს.

რონას რაიონის ხელმძღვანელების ცნობით პოლიციელები საქმეში იმ დროს ჩაერივნენ, როდესაც ადგილობრივები ჰიმნს მღეროდნენ ალბანეთთან მატჩის დაწყების წინ (რომელიც ფრანგთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა).

ფრანგი და ბელგიელის ჭრილობები (ბარძაყსა და საჯდომზე) საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა იარაღი ვერ აღმოაჩინეს და ვერც ვერავის დაკავება მოახერხეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ უეფას წარმომადგენელთან და იმ კომპანიის ხელმძღვანელთან, რომელსაც ფან-ზონაში სიმშვიდის დაცვა ევალება. შეგახსენებთ, რომ აქამდე ამ რაიონში შედარებით მშვიდი მდგომარეობა იყო.

გამოყენებული ცრემლსადენი გაზი და 36 დაპატიმრებული – რა მოხდა ლილში?

როგორც იცით, დღეს ლანსში ერთმანეთს უელსისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სწორედ ამის გამო გამოგზავნეს აქ დამატებით 2,400 სამართალდამცავი. მიუხედავად საფრანგეთში საგანგებოდ მობილიზებული უამრავი სამართალდამცავის მეთვალყურეობისა, მათ არეულობას თავი მაინც ვერ აარიდეს.

ლილში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთი ბარის გარშემო შეკრებილმა 200-მდე გულშემატკივარმა, რომლებიც მხიარულად მღეროდნენ, ბარის გარეთ ‘ცეცხლი’ დაანთეს.

პოლიცია მაშინვე მივიდა ამ ადგილზე და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა ფანები გაეფანტა.

საღამოს მოხდა რამოდენიმე დაპირისპირებაც ინგლისელ და ფრანგ გულშემატკივრებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონკრეტული სექტორი სიმშვიდის დაცვას ცდილობდა. ლილის პოლიციამ დაადასტურა, რომ ამ არეულობის შემდეგ 16 გულშემატკივრის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.

ამის შემდეგ ინგლისელები ქალაქის მთავარ სადგურზე შეგროვდნენ, საიდანაც რუსი ფანები უნდა გამოსულიყვნენ სლოვაკეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ. დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, სადგურზეც მოხდა ჩხუბი, თუმცა პოლიციამ დროულად მოახერხა რუსების უკანა გასასვლელით გაყვანა.

41

შედეგად პოლიციელებმა 2 რუსი გულშემატკივარი დააპატიმრეს. ფრანგი ჩინოვნიკების თქმით, ამავე ქალაქში მათ აღმოაჩინეს ავტომობილი, სადაც 2 მთვრალი, შეიარაღებული რუსი იმყოფებოდა. ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

საერთო ჯამში ოთხშაბათს დაპატიმრებულ იქნა 36 გულშემატკივარი, მათ შორის 6 რუსი, რომელიც ინგლისისა და რუსეთის მატჩის დროს მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთ ინგლისელ გულშემატკივარს 5 წლით აუკრძალეს საფეხბურთო მატჩზე დასწრება.

დიმიტრი პაიეტი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ახლახან დასრულდა მატჩი საფრანგეთისა და ალბანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელშიც გამარჯვება ფრანგებმა, ანტუან გრიზმანისა და დიმიტრი პაიეტის გოლების წყალობით მოიპოვეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალბანელები მატჩის ბოლომდე მედგრად იცავდნენ საკუთარ კარს, თუმცა თამაშის 90-ე წუთზე “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ბერიშას კარი თავური დარტყმით აიღო.

მეორე გოლი კი დიმიტრი პაიეტმა გაიტანა, რომელიც გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ “ვესტ ჰემელმა” გოლი მეექვსე დამატებულ წუთზე გაიტანა (90+6), რაც რეკორდია – ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ასე “გვიან” გოლი არავის გაუტანია.