რუსი გულშემატკივარი: “ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ფრანგებს ჩვენი ყურება სიამოვნებდათ”

რუსეთის ეროვნული ნაკრები რეიტინგში მხოლოდ 29-ე ადგილს იკავებს. თუმცა, რუსების აზრით ისინი პირველები არიან ხულიგნური თვალსაზრისით.

ეს კი სწორედ ისეთი “ვლადიმირების” დამსახურებაა, როგორიც The Telegraph-ს გაესაუბრა, რათა რუს ხულიგანთა ინტერესები ყველასათვის გაენდო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს ვლადიმირი დაქორწინებულია და ორი შვილი ყავს და მას სულაც არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ მისი საქციელის გამო რუსეთი შესაძლოა ევრო 2016-დან მოკვეთნ.

“ინგლისელები ყოველთვის ამბობენ, რომ ისინი ფეხბურთის მთავარი ხულიგნები იყვნენ. ჩვენ ჩავედით საფრანგეთში, რათა ყველასათვის გვეჩვენებინა, რომ ისინი გოგოები არიან.”

ვლადიმირმა მარსელში 48 საათზე ნაკლები დაჰყო, თუმცა როგორც მან თქვა, “ის ყველა მთავარ ღონისძიებას დაესწრო და რამოდენიმე მათგანში მონაწილეობაც მიიღო.”

“მოსკოვის ლოკომოტივის” გულშემატკივარი გვიცხადებს, რომ ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, რუსეთს 500-600 ხულიგანი მიჰყვება თავისი გუნდის ფანკლუბიდან.

საფრანგეთში 15, 000-მდე რუსი გულშემატკივარი იმყოფებოდა. ვლადიმირის თქმით ისინი ინგლისის წინააღმდეგ გაერთიანდნენ : “მნიშვნელობა არ აქვს რომელ კლუბს ვგულშემატკივრობთ, ან რომელი ქალაქიდან ვართ, მთავარია, რომ რუსები ვართ. ჩვენ ინგლისის წინააღმდეგ ვიჩხუბებთ.”

აღსანიშნავია ისიც, რომ ხულიგნებს არ აინტერესებთ თამაში და ის სანქციები, რომელსაც უეფა რუსეთს პირდება: “ვფიქრობ, რომ უეფას გადაწყვეტილება ხულიგნების შემდეგ ნაბიჯებზე გავლენას ვერ იქონიებს. ასეთ ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.”

ვლადიმირმა რუსი ხულიგნები ინგლისელ ფანებსაც შეადარა: “რუსი ფანები ძირითადად ახალგაზრდები არიან, ასე 20-30 წლისანი და მათი უმეტესობა სპორტით არის დაკავებული – ბოქსი ან სხვა საბრძოლო სახეობები.

მათი მიზანია იმის დამტკიცება, რომ ინგლისელი ფანები ხულიგნები არ არიან. უმეტესობა სწორედ ამ მიზნისთვის ჩავიდა საფრანგეთში.”

მისი თქმით ინგლისელები ძირითადად სკამებითა და ბოთლებით ჩხუბობენ, რუსები კი მხოლოდ მუშტებით. “იარაღის გამოყენება ბევრ არასაჭირო პრობლემებს იწვევს. ჩვენთვის ეს სპორტივით არის. არავის მოკვლა არ გვინდა, უბრალოდ გვინდა, რომ მათ ჩვენი ძალა დავანახოთ.

თუ ნახავთ ტიპს, რომელსაც რუსეთის მაისური აცვია – ის ნამდვილად არ არის ულტრასი. ჩვენ უფრო მოსახერხებელი ტანსაცმელი გვჭირდება, რათა ხალხს შევერიოთ.”

მან ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ მაშინ დაბრუნდება საფრანგეთში, თუ რუსეთი ფინალში გავა.

ბოლოს კი მან პოლიტიკურადაც უკბინა საფრანგეთს : “ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მათ ჩვენი ჩხუბი აინტერესებდათ. პოლიციელები მხოლოდ დასასრულისკენ ერთვებოდნენ.”

საფრანგეთი – რუმინეთი: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

როგორც იცით, დღეს, 10 ივნისს სტარტი აიღო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატმა, რომელიც საფრანგეთში ტარდება. ტურნირის გახსნით მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რომელშიც საბოლოოდ გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის “ვესტ ჰემის” ნახევარმცველს, დიმიტრი პაიეს.

პაიე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – 29 წლის ჰავბეკმა 57-ე წუთზე ოლივიე ჟირუს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 89-ე წუთზე კი გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მან საფრანგეთის ნაკრებს 8 შანსი შეუქმნა, ორჯერ მეტი ვიდრე დეშამის დანარჩენმა გუნდმა.

ინგლისელმა ფანებმა მარსელში არეულობა მოაწყვეს (ფოტოები)

როგორც იცით, საფრანგეთში სტარტი აიღო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატმა. ამიტომაც უსაფრთხოების ზომებს სამართალდამცავები განსაკუთრებულად იცავენ, თუმცა ინგლისელმა ფანებმა მაინც არიეს ყველაფერი …

rtq

rtq

rtq

კინგსლი კომანი ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

როგორც იცით, დღეს, 10 ივნისს სტარტი აიღო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატმა, რომელიც საფრანგეთში ტარდება.

ტურნირის გახსნით მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. რომლებიც წილისყრის შედეგად A ჯგუფში განაწილდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში გამარჯვება საფრანგეთმა მოიპოვა 2-1. ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი შეიტანა კინგსლი კომანმაც, რომელიც საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირში მიიღო მონაწილეობა – ის 19 წლის და 11 თვის გახლავთ.

ევრო 2016-ზე პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა

ოლივიე ჟირუ ევრო 2016-ზე პირველი გოლის ავტორი გახდა, მას შემდეგ, რაც “არსენალის” ფორვარდმა რუმინეთის კარში, “სტად დე ფრენსზე” გამართულ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ფრანგთა შემტევმა მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. მან რამოდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც მაყურებლებმა რამოდენიმეჯერ დაუსტვინეს კიდეც მას.

მაგრამ, საბოლოოდ მან საკუთარი კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა დანაშაულის გამოსყიდვა და ანხელ იორდანესკუს გუნდის კარის აღება.

იხილეთ გოლი

საფრანგეთი – რუმინეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

საფრანგეთი – რუმინეთი
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 10 ივნისი; 22:45 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი:  ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)


დღეს ევროპისც 2016 წლის ჩემპიონატი იწყება. მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრები პარიზში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფრანგეთმა 4 ივნისს შოტლანდიის ნაკრები გაანადგურა და ტურნისის პირველ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. რაც ყველაზე მნიშნველოვანია, მასპინძლის სტატუსი ძალიან მნიშნელოვანია, ამიტომ დეშამის შეგირდები თავიანთი გულშემატკივრების წინაშე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის ნაკრები აუტსაიდერია, ეს გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა. ერთი კვირის წინ, რუმინელებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 5:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მათ სწრაფად თამაში შეუძლიათ. რუმინელები მეორე ნომრად ითამაშებენ და გოლის გატანა კონტრ-შეტევაზე თამაშით შეეცდებიან.


საფრანგეთის ბოლო 5 მატჩი:

04.06.16 ამხ. საფრანგეთი შოტლანდია 3:0
30.05.16 ამხ. საფრანგეთი კამერუნი 3:2
29.03.16 ამხ. საფრანგეთი რუსეთი 4:2
25.03.16 ამხ. ჰოლანდია საფრანგეთი 2:3
18.11.15 ამხ. ინგლისი საფრანგეთი 2:0

რუმინეთის ბოლო 5 მატჩი:

03.06.16 ამხ. რუმინეთი საქართველო 5:1
29.05.16 ამხ. რუმინეთი უკრაინა 3:4
25.05.16 ამხ. კონგო რუმინეთი 1:1
27.03.16 ამხ. რუმინეთი ესპანეთი 0:0
23.03.16 ამხ. რუმინეთი ლიტვა 1:0

ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)

06.09.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: რუმინეთი 0:0 საფრანგეთი
09.10.10 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: საფრანგეთი 2:0 რუმინეთი (გოლები: რემი, გურკუფი)


დიდიე დეშამი: “ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვმართავთ. ვფიქრობ, ჩვენ სრულიად მზად ვართ. რამდენიმე ამხანაგური მატჩი გავმართეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა ამხანაგურებისაგან ძალიან განსხვავდება. რუმინეთი კარგად შევისწავლეთ, ჩვენ კი სამი ქულის მოპოვება გვსურს.”

ანგელ იორდანესკუ: “ვიცით, რა პოტენციალი გააჩნია საფრანგეთის ნაკრებს შეტევაში. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ამ ტურნირზე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორეს ეს მატჩი იქნება. ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრები თამაშს აგრესიულ სტილში დაიწყებს. ჩვენ დაცვითი ფეხბურთის თამაში არ გვსურს. ალბათ, ფრანგებს ბევრ პრობლემას შევუქმნით.”


 

საფრანგეთი

– დიდიე დეშამი ყველაზე მეტს დაცვის ხაზზე ფიქრობს. მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი ორი ცენტრალური მცველი უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში.

– დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება ნგოლო კანტე, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერის” წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

– შესაძლოა, შეტევაში დიმიტრი პაიეს ნაცვლად ანტონი მარსიალმა ითამაშოს.

რუმინეთი

– დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი მცველის პოზიციაზე საპუნარუ ითამაშებს. თუმცა, რუმინულ პრესაში ხშირად ახსენებენ ალექსანდრუ მატელის გვარს.

– რუმინელთა თავკაცმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოპასა და ტორიეს შორის.

– ჯერ კიდევ გადასწყვეტია, ვინ იქნება რუმინელთა ცენტრალური თავდამსხმელი დღევანდელ მატჩში, თუმცა თამაშის უფრო მეტი შანსი კესერუს აქვს.


 

საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, პაიე.

france sportz

რუმინეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ტატარუშანუ; საპუნარუ, კრიკესი, გრიგორი, რატი; ჰობანი, პინტილი; პოპა, სტანჩიუ, სტანკუ; კესერუ.

cats

 


 

საინტერესო ფაქტი:

საფრანგეთი და რუმინეთი ერთმანეთშ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მაშინ დიდიე დეშამი ფრანგთა ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ხოლო იორდანესკუ რუმინეთის ნაკრებს თავკაცობდა.


 

Fanebi.Com-ის პროგნოზი:

საფრანგეთი 2:0 რუმინეთი

პოგბა: “მინდა ფრანგმა ხალხმა ჩვენი ასპარეზობით ისიამოვნოს”

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელიც სტარტს 10 ივნისს, საფრანგეთში აიღებს.

“ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლაა, თუმცა ამავდროულად ეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, რამეთუ ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშის. ეს ჩვენი ძლიერი მხარეც არის.

ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს, გამოცდილი, მაგრამ ახალგაზრდა. მოგება გვწყურია.

მწვრთნელს ყოველთვის უნდა, რომ მხოლოდ მოედანზე ვიფიქროთ და გარეშე ფაქტორებს ყურადღება არ მივაქციოთ. როდესაც გასახდელში ასეთი ლეგენდა გყავს, მაშინ ყველაფერი რიგზე უნდა იყოს.”

ევრო 2016-ზე ვარანის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

„სევილიას“ მცველი ადილ რამი ევრო 2016-სთვის საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს. რამი კონტინენტის პირველობაზე „რეალის“ მცველს რაფაელ ვარანს შეცვლის, რომელიც ტრავმის გამო ტუნრირს გამოტოვებს, იუწყება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

განვლილ სეზონში 30 წლის რამიმ 28 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

საშინაო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ფრანგების მეტოქეთა შორის რუმინეთი, ალბანეთი და შვეიცარია იქნებიან.

დეშამმა ევროპის ჩემპიონატისათვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დასახელა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: კოსტილი, ლორისი, მანდანდა;

მცველები: დინი, ევრა, ჟალე, კოშელნი, მანგალა, მატიეუ, სანია, ვარანი;

ნახევარმცველები: კაბაიე, დიარა, კანტე, მატუიდი, პოგბა, სისოკო;

შემტევები: კომანი, ჟინიაკი, ჟირუ, გრიზმანი, მარტიალი, პაიე.

მარეზი: “კანტეს სანაცვლოდ ფრანგული კლუბები 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ”

“ლესტერ სიტის” ლიდერი და პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რიად მარეზი თვლის, რომ კარგა ხნის მანძილზე, საფრანგეთში არასწორად უყურებდნენ ნელ, მაგრამ მოაზროვნე ფეხბურთელებს. მათი ეს შეხედულება კი ალჟირელის აზრით “ბარსელონამ” შეცვალა.

“ადრე, საფრანგეთში დიდ და სწრაფ ფეხბურთელებს აღმერთებდნენ. და რას ნიშნავდა ეს? და სხვებს, ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა?

მაშინ კი, როცა ესპანეთმა და “ბარსელონამ” ყველაფერი მოიგო, მათ შეხედულებები შეიცვალეს, გაანალიზეს, რომ ჩვენც შეგვეძლო ფეხბურთის თამაში. ამ ყველაფერმა მათი პოზიცია ცოტათი შეცვალა.

ადრე კლუბები კანტეს დონის ფეხბურთელში 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ, მათ ეს ზედმეტად ძვირი მიაჩნდათ… დაუჯერებელია!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირადი რეკორდი დაამყარა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “კაენთან” მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა, რომელიც ერთ სეზონში გატანილ გოლებს ითვალისწინებს. ბოლო მატჩში გაფორმებული დუბლის წყალობით, ზლატანმა ლიგა 1-ში 31 გოლი დააგროვა.

აქამდე ერთ სეზონში ზლატანს ყველაზე მეტი, 30 გოლი ჰქონდა გატანილი, ეს შედეგი შვედმა 2012/13 წლების სეზონში დააფიქსირა, როცა პირველად გამოჩნდა პარიზულ კლუბში. მომდევნო 2 სეზონში კი მან 26 და 19 გოლი ჩაიწერა აქტივში.

ამასთანავე “მილანის” ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის უმაღლესი ჩემპიონატის ერთ სეზონში 30 გოლის გატან მოახერხა 1977/78 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ასეთი შედეგი კარლოს ბიანკიმ დააფიქსირა იმავე “პსჟ-სთან” ერთად.

იბრაჰიმოვიჩი პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

La Gazzetta Dello sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარის სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

როგორც იცით, ზლატანის ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. მას უკვე დაუკავშირდა არაერთი კლუბის ხელმძღვანელობა და თვითონაც განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო წელი იქნება საფრანგეთში.

34 წლის ფორვარდით რამოდენიმე ინგლისური კლუბიც არის დაინტერესებული, მათ შორის: “არსენალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. შესაძლებელია მისი “კატარში” ხილვაც, როგორც 2022 წლის მუნდიალის ელჩის.

ფაქტია, რომ შვედ ფეხბურთელის ხელფასი 12 მილიონზე ნაკლები მომავალშიც არ იქნება.