გალიანიმ რობინიოს მომავალზე ისაუბრა

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ რობინიოს მომავლის შესახებ იუსაბრა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი “მილანის” საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით “სანტოსის” ღირსებას იცავს. კონტრაქტის თანახმად მოთამაშის ხელფასის 40 პროცენტს მილანელები იხდიან.

“ვიცი, რომ რობინიოს ბრაზილიაში სურს დარჩენა. აუცილებლად ვიპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც მას დააკმაყოფილებს. ჯერჯერობით ყველაფერი არაოფიციალურ დონეზეა, თუმცა უახლოეს მომავალში “სანტოსის” პრეზიდენტს შევხვდებით და ყველაფერზე მოვილაპარაკებთ” – განაცხადა გალიანიმ.

გალიანი “კალიარის” ჩაიბარებს?

“მილანი” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, შესაძლოა “კალიარის” მთავარი ხელმძღვანელი გახდეს.

Football Italia-ს ცნობით კლუბის ამჟამინდელი მმართველი თანახმა არის მეორე პლანზე გადავიდეს და კლუბის მართვა გალიანის დაუთმოს. “კალიარი” გალიანის სამწლიან თანამშრომლობას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, გალიანის უკვე სურდა “მილანის” დატოვება, თუმცა ბოლო გადაწყვეტილება შეცვალა.

გალიანის შესაძლო წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბარბარა ბერლუსკონისთან კონფლიქტი სახელდება.

გალიანი: “ესიენი “მილანს” კარგად მოერგება”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ კლუბის ახალი შენაძენი მაიკლ ესიენი გუნდს კარგად მოერგება.

“სიმართლე გითხრათ, ესიენის თაობაზე მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვმართავდით. ვფიქრობ, მაიკლი ზეედორფის ახალ ტაქტიკას კარგად მოერგება. ესიენს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეუძლია, რაც სასიხარულოა.

ფიზიკურადაც, ჩვენი ახალწვეული თავს მშვენივრად გრძნობს. იმედი მაქვს, ესიენი “როსონერიში” თამაშით გულშემატკივრებს გაახარებს”, – ამბობს გალიანი.

გალიანი: “მატრი “მილანში” დაბრუნდება”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ალესანდრო მატრი “როსონერიში” დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებმა” 29 წლის თავდამსხმელი ზამთრსი სატრანსფერო ფანჯრის დროს “ფიორენტინაში” გაანათხოვრეს.

მატრიმ “მილანში” ჩატარებულ 15 მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო “ფიორენტინაში” გამართულ სადებიუტო მატჩში დუბლი გაიფორმა.

“მატრი ძალიან კარგი შემსრულებელია, რომელსაც გუნდისათვის წარმატების მოტანა თავისი გოლებით შეუძლია. ალესანდრო კვლავაც “მილანის” ფეხბურთელია. ის “ფიორენტინაში” მხოლოდ იჯარით იმყოფება, ამიტომ მას “როსონერიში” დავაბრუნებთ”, – ამბობს გალიანი.

გალიანი: ზეედორფი შესანიშნავი მწვრთნელი გახდება

“მილანი” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია კლარენს ზეედორფის შესაძლებლობებში. მისი აზრით ჰოლანდიელი წარმატებულ მწვრთნელად ჩამოყალიბდება.

“კლარენსმა “მილანში” სიტუაცია განტვირთა. ალეგრიზე გული მწყდება, თუმცა ასეთია მწვრთნელის ბედი. ზეედორფი შესანშნავი ფეხბურთელი იქნება და ასეთივე მწვრთნელიც გახდება. ის ძალიან მოტივირებულია.

მასთან სატრანსფერო საკითხებზე ჯერ არ მისაუბრია. საუბრის შემთხვევაში კი, ჟურნალისტებთან ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებდი” – განაცხადა გალიანიმ.

გალიანი: “ჰონდა ვარსკვლავია”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ კლუბის ახალწვეული კეისუკე ჰონდა ვარსკვლავია.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” იაპონელი ნახევარმცველი საზოგადოებას 8 იანვარს წარუდგინა.

“ბოლო თვეში იაპონიაში იმდენი “მილანის” მაისური გაიყიდა, რამდენიც მთელი წლის განმავლობაში არ გაყიდულა. ეს ყოველივე ნიშნავს იმას, ჰონდა ვარსკვლავია. ყველამ კარგად ვიცით, რომ კეისუკე შესანიშნავი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის “როსონერის” წარმატების მიღწევაში დაეხმარება”, – ამბობს გალიანი.

გალიანი: “კრისტანტეს მომავალი “მილანია”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველის, ბრაიან კრისტანტეს მომავალი “როსონერის” უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა “სან სიროზე” სადებიუტო შეხვედრა 6 იანვარს, “ატალანტას” წინააღმდეგ გამართა. კრისტანტემ კარგად ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

“კრისტანტეს მომავალი მხოლოდ “მილანს” უკავშირდება. ბრაიანმა დაამტკიცა, რომ მასზე იმედებს ტყუილად არ ვამყარებდით. ვფიქრობ, ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელი გამოვა”, – ამბობს გალიანი.

გალიანი: “ბალოტელი “ჩელსიში” არ გადავა”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი მარიო ბალოტელის აგენტის, მინო რაიოლას კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი “ჩელსიში” არ გადავა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელის აგენტმა თქვა, რომ ბალოტელისა და მოურინიოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ მოთამაშის “ჩელსიში” გადასვლა სრულებით რეალურია.

“ბალოტელი “მილანს” არ დატოვებს და “ჩელსიში” არ გადავა. ის “როსონერიში” დიდხანს დარჩება, მას ჩვენთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, შესაბამისად, სანერვიულო არ გვაქვს”, – ამბობს გალიანი.

დიტო ჭიჭინაძე