შევჩენკო: „სჯობს, ბეილმა თამაშსა და ვარჯიშზე იფიქროს“

კიევის „დინამოს“, „მილანის“, „ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, გარეთმა სიმშვიდა უნდა შეინარჩნოს და თავისი საუკეთესო ფორმა იპოვოს. ის ჩინებული მოთამაშეა. თუ მას „რეალში“ დარჩენა სურს, მაშინ მისთვის მხოლოდ თამაშსა და ვარჯიშზე ფიქრი სჯობს“, – ციტირებს უკრაინელს BBC.

მიმდინარე სეზონში ბეილმა 46 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

ინგლისური გრანდები სტარტზე არიან: ბეილი “რეალს” ემშვიდობებდა

უელსელმა ნახევარმცველმა “სამეფო გუნდის” დატოვება გადაწყვიტა.

Sunday Times-ის ინფორმაციით, გარეტ ბეილი გულშემატკივრებს დაემშვიდობა და იგი ზაფხულში მადრიდს დატოვებს.

ბეილის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფლორენტინოს და მათ მიაღწიეს შეთანხმებას რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით. “გალაქტიკოსის” პრეზიდენტი 25 წლის შემტევს 85 მილიონ ფუნტს ამზადებს.

უელსელის გაფორმების მთავარი კანდიდატები “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” არიან. წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკები” დავიდ დე ხეას ბეილის გასაფორმებლად გამოიყენებენ.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ცხრა ასისტი გააკეთა.

ბეილი „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ: „პრიმერას მოგების შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს“

ტურინის „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ ჯამში ანგარიშით 2:3 დათმო, „ბლანკოსის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა გაიხსენა, რომ მის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მოგების თეორული შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

„გოლების მაქსიმალური რაოდენობის გატანას ვცდილობთ, თუმცა დღეს ჩვენი დღე არ ყოფილა. „იუვენტუსმა“ კარგად ითამაშა.

ჩემპიონატის მოგების შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ამის მათემატიკური შანსი გვაქვს. ეს ყველაფერია, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეგვიძლია“, – განაცხადა უელსელმა.





აგენტი ბეილის „რეალიდან“ წასვლის შესახებ

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის აგენტმა თავისი კლიენტის სხვა კლუბში გადასვლა გამორიცხა.

„ბეილის გაფორმებას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი ისურვებდა, თუმცა ის „რეალში“ მომავალ სეზონშიც ითამაშებს. გარეთის ზაფხულში წასვლის ალბათობა არ არსებობს. ის სიმართლეს ამბობდა, როდესაც „რეალში“ თამაშის სურვილზე საუბრობდა. ის აქ წარმატების მიღწევას აპირებს“, – განაცხადა აგენტმა.



ვან გაალის რევოლუცია: ჰოლანდიელს ბეილი, ჰუმელსი და ლორისი სჭირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობამ შესაძლოა დიდი ცვლილებები განიცადოს.

თითქმის გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ ლუი ვან გაალის გუნდი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. ახლა, Daily Mail ადგენს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც “წითელ ეშმაკებს” ევროტურნირისთვის გააძლიერებთ.

ჰოლანდიელს პირველი ფეხბურთელი, ვინც ძალიან სჭირდება, გარეთ ბეილია. უელსელს დიდი ხანია, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ. 2007 წელს მას ჰქონდა “წითელ ეშმაკებში” გადასვლის შანსი, თუმცა “ტოტენჰემი” არჩია. ამას გარდა, ბეილს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის.

მეორე პრობლემატური პოზიცია ინგლისურ გრანდში დაცვის ხაზია. ვან გაალი ამ პრობლემის მოგვარებას “საუთჰემპტონის” ნიჭიერი მარჯვენა მცველით, ნათანიელ კლაინით აპირებს, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. “წმინდანებმა” ინგლისელს მომავლის გადაწყვეტისთვის ათი დღე მისცა. ასევე, ალბიონელებს დორტმუნდის “ბორუსიას” 26 წლის ლიდერის, მათს ჰუმელსის გაფორმების ძალიან კარგი შანსი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონი მზად არის დატოვოს გერმანია, რომელსაც “შავ-ყვითლები” 25 მილიონ ევროდ აფასებენ.

რა თქმა უნდა, ვან გალი ძალიან კმაყოფილია დე ხეას თამაშით და არ აპირებს მის შეცვლას, მაგრამ იძულებულია. ესპანელ კიპერს მადრიდის “რეალი” ძალიან მაცდურ წინადადებას და კვირაში 200,000 სთავაზობს, რაზეც ვერცერთი მეკარე იტყვის უარს, ამიტომ, “მანჩესტერს” უწევს თავის დაცვა და წინასწარი კარგი მეკარის შეძენა.

და ბოლოს, “მანკუნიანელები” მემფის დეპაის დამატებას ეცდებიან. ლუი მზადაა, ახალგაზრდა შემტევი პირადად დაიყოლიოს ინგლისში გადაბარგებაზე. გუნდში მას ხუან მატას და ანხელ დი მარიას ალტერნატივად ჰხედავენ.

ბეილი „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს

„ატლეტიკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩს „რეალი“ დანაკლისით ხვდება. როგორც ცნობილია, „ბლანკოსს“ ხსენებულ შევხედრაში ნახევარმცველი გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება.

უელსელმა „მალაგასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შაბათის შეხვედრაში ფეხის ერთ-ერთი კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშს 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ცნობისთვის, „ატლეტიკოსთან“ ასევე ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩიც ვერ ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა მატჩში ქარიმ ბენზემას მონაწილეობა, მარსელო კი ანჩელოტის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

“ბეილმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ “რეალის” ლიდერი რონალდუა”

“რეალის” ყოფილმა ფორვარდმა, უგო სანჩესმა მადრიდულ კლუბში გარეთ ბეილის როლზე ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუც ახსენა.

“ბეილი გამოცდილებას იძენს და თანდათან უფრო მოწიფული ხდება. ნათელია, რომ მას ესმის თუ რას ნიშნავს “რეალში” თამაში. ამავდროულად მან უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ კლუბის ლიდერი რონალდუა. მაგრამ თავის მხრიხ კრიშტიანუმ ლიდერობა ბეილთან უნდა გაინაწილოს, რათა პორტუგალიელის არყოფნის პერიოდში პირველი ნომერი სწორედ უელსელი იყოს” – განაცხადა მექსიკელმა.

 

ანჩელოტი: „ბეილი „ეიბართან“ არ ითამაშებს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ რისკის თავიდან ასაცილებლად „ეიბართან“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის უახლოესი ტურის მატჩში ნახევარმცველ გარეთ ბეილს არ ათამაშებს.

„ბეილი მატჩს გამოტოვებს. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც კუნთების მცირე პრობლემა აღმოუჩინა. სჯობს, მან დაისვენოს და შემდეგი შეხვედრისთვის მზად იყოს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

გარეთ ბეილის კარიერის 30 საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის კარიერის 30 საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

ბეილი: „კრიტიკოსებს პასუხს არ გავცემ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა აღნიშნა, რომ კრიტიკოსთა წინაშე თავის მართლებას არ აპირებს.

„კრიტიკაზე პასუხის გაცემის საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩემი შესაძლებლობების შესახებ ვიცი. ფეხბურთში კარგი და ცუდი პერიოდი ყოველთვის არის. ამიტომაც, არ ვუსმენ, თუ რას ამბობენ ჩემ შესახებ. უბრალოდ, თამაშზე კონცენტრაციასა და სიამოვნების მიღებას ვცდილობ“, – განაცხადა უელსელმა.

ბეილი “რეალიდან” წასვლას არ აპირებს

“რეალის” ნახევარმცველი, გარეთ ბეილი მადრდიული კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, უელსელის ინგლისში დაბრუნება მანჩესტერულ გრანდებსა და “ჩელსის” სურდათ, თუმცა თავად ბეილს მადრიდჩი დარჩენა ურჩევნია, სადაც ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ აქვს.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში ბეილის ანგარიშზე 25 თამაშში გატანილი 12 გოლია.

ბეილი: „ჩემპიონთა ლიგის განახლებას მოუთმენლად ველი“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა „დეპორტივოსთან“ მატჩი შეაჯამა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული 1/8 ფინალის შესახებაც ისაუბრა.

„გუნდმა წინა მატჩს შემდეგ რეაბილიტირება შეძლო. პრიმერას პირველა დგილზე ვრჩებით. მატჩის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. გატანა ვერ მოვახერხე, თუმცა ამან ჩემს ხასიათზე გავლენა ვერ იქონია.

რაც შეეხება შემდეგ მატჩს, „შალკე“ ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ მოგებაზე ვფიქრობთ. ჩემპიონთა ლიგის განახლებას მოუთმენლად ველი“, – განაცხადა უელსელმა.