მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ მხრიდან ინტერესის არარსებობის შემთხვევაში, იგი ახლაც „ტოტენჰემში“ ითამაშებდა.
„თუ „რეალი“ კონტრაქტს არ შემომთავაზებდა, „ტოტენჰემის“ დატოვება გამიჭირდებოდა. იმედია, გულშემატკივრებმა გამიგეს და მაპატიეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ქომაგთა მილოცვის მიღება სასიამოვნო იყო“, – ციტირებს ბეილს „The Telegraph“-ი.
„ტოტენჰემში“ გატარებული პერიოდი ძალიან მომწონდა, გუნდის ფანები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ვფიქრობ, ისინი მიხვდნენ, თუ რატომ გადავედი „რეალში“. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. ჩემპიონთა ლიგის მოგებამ აჩვენა, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი“, – დაასრულა უელსელმა.