”შევარდენი 1906-ს” გელა სანაია გაწვრთნის

როგორც მოგეხსენებათ, ქართულ ფეხბურთში ახლად დაბრუნებული “შევარდენი 1906-მა” გასული სეზონის პლეი-ოფში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

თბილისურ “შევარდენს” დიდი გეგმები აქვს და ისინი საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლებენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა გუნდის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს გიორგი კიკნაძეს, რომელიც შედარებით გამოცდილმა გელა სანაიამ ჩაანაცვლა. სანაიასთან ერთ წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და სწორედ ის უხელმძღვანელებს “შევარდენს” მომავალ სეზონში. ამის შესახებ ინფორმაციას იუნკერთა პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გელა სანაიას სხვადასხვა დროს უმუშავია თბილისის “ლოკომოტივში”, “სამტრედიაში”, “რუსთავში”, ხობის “კოლხეთსა” და ფოთის “კოლხეთში”.

გელა სანაია: “დინამოსთან” გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია”

თბილისის “დინამოსთან” წაგების შემდეგ, ფოთის “კოლხეთის” მთავარმა მწვრთნელმა, გელა სანაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გილოცავთ ჩემპიონატის დაწყებას. “დინამოსთან” გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება. ძირითადის სამი ფეხბურთელი გვაკლდა და რა თქმა უნდა ეს აისახა ჩვენს გამოსვლაზე. გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა. მიუხედავად პრობლემებისა ვფიქრობ კოლხეთი არ იქნება ხელწამოსაკრავი გუნდი. კახის ვულოცავ გამარჯვებას და დინამოში დაბრუნებას,” – განაცხადა სანაიამ.

„კოლხეთს“ სანაია უთავკაცებს

დღეს ფოთის „კოლხეთმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. ფოთელთა წინა თავკაცმა ზაზა ინაშვილმა პოსტი თავისი ნებით დატოვა. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთმა“ მას კლუბის სტრუქტურაში მუშაობის გაგრძელება შესთავაზა.

როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ დაადასტურა, სპეციალისტთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გაფორმდა.

ცნობისთვის, აქამდე სანაიას მტავარი მწვრთნელის სტატუსით „სამტრედიაში“, ხობის „კოლხეთში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „ჭიათურაში“, რუსთავის „მეტალურგში“, „სამტრედიასა“ და ქობულეთის „შუქურაში“ უმუშავია.

უმაღლესი ლიგის შვიდი ტურის შემდეგ „კოლხეთი“ 4 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და ბოლო ადგილზე მყოფ „ზუგდიდს“ 2 ქულით უსწრებს.

სამტრედია უმწვრთნელოდ დარჩა?

კულუარული ინფორმაციით “სამტრედიის” მწვრთნელი გელა სანაია “ზუგდიდთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ასპარეზობის დროს ჩაიბარა და კლუბი ქართული ფეხბურთის ელიტაშიც დააბრუნა. თუმცა, ჩემპიონატის უკანასკნელ ორ ტურში გაძლიერებულმა სამტრედიელებმა მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, რაც მოწინავე პოიციებზე მყოფი გუნდისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია.

სანაიას “სამტერდიაში” დროებით ზაზა ზამთარაძე შეცვლის, რომელიც კლუბის 17-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა.

მწვრთნელებმა “მეტალურგი”–”დინამო” შეაფასეს

რუსთავში გამართული “მეტალურგი” 0:0 “დინამო თბილისის” დასრულების შემდეგ “ფოლადის” სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრეკონფერენცია გაიმართა.

გელა სანაია (“მეტალურგის” თავკაცი): “თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, სამ ქულას ვიმსახურებდით, თუმცა შექმნილი მომენტების გოლად გარდაქმნა ვერ შევძელით. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები მოედანზე სწორად გადაადგილდებოდნენ და ზედმიწევნით ასრულებნდნე მატჩამდე მიღებულ დავალებას. ვფიქრობ, თუ კი ასეთივე მონდომებასა და თამაშის ხარისხს ვაჩვენებთ მომავალ შეხვედრებშიც, შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება”.

დუშან დუშანი (“დინამოს” თავკაცი): “რუსთავის “მეტალურგის” ბოლო შეხვედრები ნანახი გვქონდა და თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდებოდა, რისთვისაც მზად ვიყავით. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოედანი ჩვენთვის ძალიან ცუდი არის. როდესაც უკანასკნელად ვეთამაშეთ რუსთავის “მეტალურგს” ამ სტადიონზე, ჩვენ 1:2 წავაგეთ. სიმართლე უნდა ითქვას, დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ. ეს ქულა, რომელიც დღევანდელ თამაშში მოვიპოვეთ, ჩვენთვის მისაღებია”.

“დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდი