“ჯენოას” მცველი მეუღლის ცემით ბრალდებით დააკავეს

“ჯენოას” მცველი ზაქარია ბერგდიში მეუღლის ცემის ბრალდებით დააკავეს.

ansa.it-ის ცნობით, 25 წლის მაროკოელმა ცოლს კამათის შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალბატონს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. ცნობისთვის, ბერგდიში “ვალიადოლიდს” ეკუთვნის, “ჯენოაში” კი იჯარის წესით თამაშობს.

ფეხბურთელის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 15 დღეს დაჰყოფს.

 

“სამპდორია” — “ჯენოა” სამშაბათს გაიმართება

როგორც მოგახსენეთ, იტალიის სერი A-ს 24-ე ტურში “სამპდორიასა” და “ჯენოას” შორის გუშინ გასამართი მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. უკვე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა 24 თებერვალს შედგება.

“ჯენოას” ხელმძღვანელობას სურდა, რომ მატჩი 23 თებერვალს ჩატარებულიყო, “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაელოვიჩი შეხვედრის სულაც 3 ან 11 მარტს გამართვის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ გენუელთა დერბი დამდეგ სამშაბათს შედგება.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “სამპდორიას” მე-7, “ჯენოას” კი მე-6 ადგილი აქვს დაკავებული.

 

“სამპდორია” — “ჯენოა” გადაიდო

იტალიის სერი A-ს 24-ე ტურში “სამპდორიასა” და “ჯენოას” შორის დღეს გასამართი მატჩი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეხვედრა 23:45 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ძლიერი წვიმის გამო 15 წუთით გადაიდო, შემდეგ კი ორგანიზატორებმა მატჩის სხვა დროს ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “სამპდორიას” მე-7, “ჯენოას” კი მე-6 ადგილი აქვს დაკავებული.

 

“ფიორენტინამ” კურიოზული გოლი გაუშვა

იტალიის სერია A-ს XXI ტურში “ჯენოასა” და “ფიორენტინას” შორის გამართულ მატჩში ანგარიში მეტად კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა. გენუელთა ერთ-ერთი შეტევის დროს სტეფანო სტურაროს დარტყმა არ გამოუვიდა, თუმცა ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ “ფიორენტინას” მეკარე ჩიპრიან ტატარუსანუს თავში და კარში შეგორდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

“იუვენტუსი” “ჯენოასთან” დამარცხდა

იტალიის სერია A-ს IX ტურში ტურნის “იუვენტუსი” “ჯენოას” ესტუმრა და მოულოდნელად, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე ლუკა ანტონინიმ გაიტანა. “ბიანკონერისთვის” ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია. სხვათა შორის, აღნიშნული მატჩი ჯანლუიჯი ბუფონისთვის ტურინული კლუბის რიგებში ჩატარებული მე-500 შეხვედრა გახლდათ. “იუვენტუსის” წაგებით ისარგებლა “რომამ”, რომელმაც “ჩეზენა” 2:0 დაამარცხა და “ბებერ სინიორასთან” ქულათა სხვაობა აღმოფხვრა.

სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

ხელით გატანილი გოლის წყალობით “ემპოლიმ” “ჯენოასთან” ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს VII ტურის დასკვნითი მატჩი გენუაში შედგა, სადაც ადგილობრივმა “ჯენოამ” “ემპოლი” მიიღო. ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეა ბერტოლაჩიმ ეფექტური დარტყმით გახსნა. სტუმრებმა გათანაბრება 77-ე წუთზე შეძლეს: მარცხენა ფრთიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ გენუელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, ბურთი ხელზე მოხვდა “ემპოლის” მცველ ლორენსო ტონელის და კარში შეგორდა. არბიტრებმა ვერ შენიშნეს, რომ ტონელიმ ხელით ითამაშა და გოლი ჩაითვალა — 1:1.

“ემპოლის” ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო თამაშში, იბრძოდა ბურთისთვის, რამდენჯერმე შეტევაც გაამწვავა და საჭირო დროს დაცვასაც მიეხმარა.

იტალიის სერია A
“ჯენოა” — “ემპოლი” 1:1 (0:1)
გოლები: ბერტოლაჩი 14′ — ტონელი 77′.

სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

ჰონდამ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტური „ჯენოასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩით დაიხურა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმართა მაროკოელმა ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა გახსნა. 56-ე წუთზე „მილანის“ იაპონელმა ახალწვეულმა კეისუკე ჰონდამ სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა და კლარენს ზეედორფის გუნდის უპირატესობა განამტკიცა. 73-ე წუთზე მარკო მოტას დარტყმული ხარიხას მოხვდა, შემდეგ კრისტიან აბიატის შეეხო და კარში შეგორდა. ასე გაქვითეს ერთი ბურთი გენუელებმა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

„მილანს“ 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილი უკავია, „ჯენოა“ კი 39 ქულით მე-13 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია A
„ჯენოა“ — „მილანი“ 1:2
გოლები: აბიატი 73′ (ა.გ.)  — ტაარაბტი 20′, ჰონდა 56′.
გაფრთხილებები: ანტონელი 28′ — აბიატი 88′.

გენუის დერბი და სტადიონზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები

დღეს იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგება: გენუის დერბი —  „ჯენოა“-„სამპდორია“.

იტალიური პრესის ცნობით, გუშინ საღამოს, სტადიონ „ლუიჯი ფერარისზე“ პარკირება აიკრძალა, არენაზე კი კარაბინიერთა გაძლიერებული ძალებია მობილიზებული. გენუის პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა მხირდან ასეთი მოქმედებები დღეს საღამოს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის გამოწვეული.

მატჩი „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ქომაგებმა „მილანს“ სტადიონის გასასვლელი გადაუკეტეს

„მილანსა“ და „ჯენოას“ შორის იტალიის სერია A-ს XIII ტურში გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, „როსონერის“ აღშფოთებულმა 300-მდე ქომაგმა სტადიონის გასასვლელი გადაკეტა და გუნდებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არენიდან გასვლის საშუალება არ მიეცათ. ფან-კლუბ Curva Sud-ის წევრები ფეხბურთელებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ქომაგების ერთ-ერთ ბანერზე ასეთი რამ ეწერა: „საპნის ოპერას დაემსგავსეთ: მთელი ეპოქის წარმატება რამდენიმე თვეში დაანგრიეთ“.

როგორც მოგეხსენებათ, „მილანმა“ საკუთარ მოედანზე ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო. „შავ-წითლები“ სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო ქვემოთ დაეშვნენ და ახლა 14 ქულით მე-11 პოზიცია აქვთ დაკავებული.

პროტესტანტებთან შესახვედრად ჯერ მარიო ბალოტელი გაემართა, თუმცა სამართალდაცავებმა ის აღშფოთებულ ქომაგებამდე არ მიუშვეს. მოგვიანებით ტიფოზებს კაკა და კრისტიან აბიატი შეხვდნენ. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, ქომაგებმა უკან დაიხიეს და გუნდებს სტადიონიდან გამოსვლის საშუალება მიეცათ.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ასეთი რამ თქვა: „ვესაუბრე პრეზიდენტ ბერლუსკონის და ის კმაყოფილია ჩვენი გუნდის თამაშით. დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“.

ბექა დოგრაშვილი

„მილანმა“ შინ ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო

იტალიის სერია A-ს XIII ტურში „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო. მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა – მე-4 წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გრძელი გადაცემით კაკა მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, ბრაზლიელ ფეხბურთელს ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. მილანელებს სიხარული არ დასცალდათ. ზუსტად ხუთ წუთში „მილანის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად „როსონერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ აქცია – ანგარიში გათანაბრდა 1:1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმრები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მთავარმა არბიტრმა „ჯენოას“ მცველი ტომას მანფრედინი გააძევა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში მარიო ბალოტელი წააქცია. დანიშნული პენალტის შესრულება დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე მატია პერინმა აიღო.

საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უდავოდ „ჯენოას“ აქტივში უნდა ჩაითვალოს. გენუელებმა ათი კაცის შემადგენლობით „სან სიროზე“ ქულის შენარჩუნება მოახერხეს.

„ჯენოა“ 18 ქულით მე-7 ადგილზეა. „მილანს“ 14 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XIII ტური
„მილანი“-„ჯენოა“ 1:1

გოლები: კაკა 4′ – ჯილარდინო 9′ (პენ).
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი 37′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ემანუელსონი 12′, საპატა 13′, ბონერა 89′ – ბიონდინი 68′, ვრსალიკო 90′.
გაძევება: მანფრედინი 36′.

“ნაპოლიმ” გენუაში იმარჯვა

რაფაელ ბენიტესის გუნდმა გორან პანდევის დუბლის წყალობით “ჯენოა” დაამარცხა.

“სასუოლოსთან” ცუდი მატჩის შემდეგ, ნეაპოლიტანურმა გუნდმა შეცდომა გამოასწორა.

“ჯენოა” 0:2 “ნაპოლი”

გოლები: პანდევი “14”, “25”.

ჯენოა: პერინი, გამბერინი(სტოიანი “37”), პორტანოვა, დე მაიო, ვრსალკო, ბონდინი, კუჩკა, მატუზალემი(ფეტფაციდისი “60”), ანტონინი(სანტანა “46”), კალაიო, ჯილარდინო.

ნაპოლი: რეინა, მესტო, ბრიტოსი, ალბიოლი(კანავარო “46”), სუნიგა, ინლერი, ბერამი, ინსინიე, პანდევი(ძემაილი “80”), კალეხონი, დიუვანი(იგუაინი “58”).

გაფრთხილება: მატუზალემი, კუჩკა-იგუაინი.

საბა საპანაძე