FOX Sports-ის ინფორმაციით, „შარლოტ ბობკეტსის“ ფორვარდმა ჯერალდ ჰენდერსონმა „მილუოკი ბაქსთან“ მატჩის დროს ერთ-ერთ თანაგუნდელს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა. შედეგად, ბურთი ტრიბუნის პირველ რიგში მსხდომ ქალბატონს მოხვდა, რომელიც, სხვათაშორის, საკალათბურთო მატჩს პირველად დაესწრო.
უსაფრთხოების მიზნით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი „ბობკეტსის“ ხელძღვანელებმა მას ჰენდერსონის ბოტასები აჩუქეს.
თავად კალათბურთელმა თავის ტვიტერის გვერდზე დაზარალებულს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ მას ბურთი შემთხვევით მოახვედრა.