ვენგერი: “ოზილი საკმარისად თავდაჯერებული არაა”

ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერი, მესუთ ოზილი დიდი რაოდენობის გოლს ისევ ვერ იტანს. გერმანელმა ფლეიმეიკერმა მეტოქის კარის აღება ბოლოს 10 დეკემბერს შეძლო. ეს ფაქტი არ მოსწონს “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, რომელიც თვლის, რომ 28 წლის შეგირდს ბოლო ფაზაში თავდაჯერებულობა აკლია.

“დროა, მესუთმა ისევ გაიტანოს. მან პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრებშ ბევრი შანსი ვერ გამოიყენა. რეალურად, მას ექმნება მომენტები, თუმცა ბოლო ფაზაში სათანადოდ ვერ მოქმედებს. ჩემი აზრით, გერმანელს თავდაჯერებულობა აკლია. ეს მისთვის, როგორც გუნდის ლიდერისთვის, დაუშვებელია.”

“იმედია, მესუთი მის შესაძლებლობებში მალე დარწმუნდება. სწორედ ეს აკლდა მას ბოლო ტურის შეხვედრაში, “ჰალ სიტის” წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

შვაინშტაიგერის გასაოცარი რეაქცია გუშინდელი მატჩიდან (ვიდეო)

10 ივნისს, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი 87-ე წუთზე ვუდმა გაიტანა. მატჩის 83-ე წუთზე, ბასტიან შვაინშტაიგერი რეჟისორებმა საინტერესო რეაქციის დროს დააფიქსირეს.

ანგელა მერკელმა და გერმანიის ნაკრებმა გამარჯვება გასახდელში ერთად აღნიშნეს

13 ივლისს, გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩის შემდეგ, გასახდელში, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად გამარჯვება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც არნიშნა.

BsdfvgBIMAASPmV

BsdXWAGIcAIcasC

როგორ ააცილა დავიდ ლუისმა ბურთს ფეხი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ააცილა დავიდ ლუისმა ბურთ ფეხი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

ლიოვი: “გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი აცხადებს, რომ “ბუნდესნაკრებს” მსოფლიოს 2014 წ;ოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

“რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზად ვართ. კენჭისყრის შემდეგ მეც და თითოეული ჩვენგანი მუნდიალზე ვფიქრობთ. ძალიან გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და ტურნირი მოვიგოთ. ცხადია, ამის შანსი ნამდვილად გაგვაჩნია. დიდი ხანია, გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი არ დაუკავებია, ამიტომ დროა, სასურველ შედეგს მივაღწიოთ”, – ამბობს ლიოვი.

ლამი: “გერმანიის ნაკრებს იტალია უნდა დაემარცხებინა”

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” განაპირა მცველი, ფილიპ ლამი აცხადებს, რომ “ბუნდესნაკრებს” იტალიის ნაკრები უნდა დაემარცხებინა.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის, ქალაქ მილანში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

“შეგვეძლო, თამაში ადვიალდ მოგვეგო. მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში, მეტოქეზე ძლიერი გუნდი ჩვენ გვყავდა. გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, თუმცა მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ”, – თქვა ლამმა.