ძამბროტას გეგმები – ჯერ სერია A-ს კლუბი, შემდეგ იტალიის ნაკრები

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯანლუკა ძამბროტამ, რომელიც თავის დროზე ტურინის „იუვენტუსის“,  „ბარსელონასა“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა, აღნიშნა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი კლუბის გაწვრთნას, შემდეგ კი „სკუადრა აძურას“ ჩაბარებას აპირებს. 36 წლის იტალიელი ამჟამად შვეიცარიის მეორე დივიზიონის კლუბ „კიასოს“ მთავარი მწვრთნელის  ასისტენტის პოზიციაზე მუშაობს.

„სამწვრთნელო კარიერა სულ ახლახანს დავიწყე. მომავალში ძალიან მინდა, რომ სერია A-ს კლუბი გავწვრთნა. დიდებული იქნება, თუ ერთ დროს ეროვნულ ნაკრებსაც ჩავიბარებ“, – ციტირებს ძამბროტას სიტყვებს „სქაი სპორტსი“.