ჭანტურია “ვერონაში” 4 წლით

გიორგი ჭანტურია იტალიურ “ვერონასთან” 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გეცოდინებათ, რომ ქართველ შემტევს ტრავმა აწუხებდა, თუმცა რამდენიმე დღეში ჭანტურია ახალ გუნდს შეუერთდება და სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

ჭანტურიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი რუმინულ “კლუჟში” გაატარა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და იტალიას მიაშურა.

რაც შეეხება “ვერონას”, ამ გუნდმა გასული სეზონის სერია A-ში მე-10 ადგილი დაიკავა. ვერონული კლუბის ღირსებას ცნობილი შემტევი, 37 წლის ლუკა ტონი იცავს.

ოფიციალურად: ჭანტურია ვერონაში გადავიდა

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია იტალიური “ვერონას” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

რუმინულმა “კლუჟმა”, რომლის ღირსებას ჭანტურია ბოლო დროს იცავდა, “ვერონასგან” 1 000 000 მიიღო. ჭანტურია ახალ კლუბს ივლისში შეუერთდება.

“ვერონასთან შეთანხმება შედგა. დიდი მადლობა გიორგის ჩვენს კლუბში გაწეული სამსახურისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჭანტურიას ახალ გუნდში” – წერია კლუჟის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ჭანტურია “ვერონაში” გადავიდა

რუმინული “კლუჟის” პრეზიდენმა ლულიუ მურეშანმა კლუბის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ჭანტურიაზეც ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო ამბავიც გაამხილა.

მურეშანის თქმის, მან უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი და მომავალი სეზონიდან ჭანტურია “ვერონაში” გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია “კლუჟში” ზამთარში გადავიდა და 6 თვეს + 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

ჭუნტურიას პირველი რუმინული გოლი (ვიდეო)

რუმინეტის ჩემპიონატის მატჩში “კლუჟსა” და “ჩახლაულს” შორის მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლის ავტორი გიორგი ჭანტურია გახდა.

ჭანტურიას პირველი სასტარტო

რუმინეთში გადასვლის შემდეგ გიორგი ჭანტურია “კლუჟის” ძირითადში პირველად მოხვდა. ქართველის გუნდმა საკუთარ მოედანზე “პეტროლულთან” ფრედ, 1:1 ითამაშა. ჭანტურიამ მოედანზე 67 წუთი დაჰყო.

პორტუგალიური პრიმეირას 26-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ბელენენსეშს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ებრალიძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და მოედანზე 56-ე წუთი გაატარა.

პოლონეთის უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩში ვარშავის “ლეგიამ” “ზავიშჩას” 3:0 აჯობა. სამწუხაროდ, ლადო დვალიშვილი 18 კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. ისევე როგორც ლევან კობიაშვილი, რომლის “ჰერტამ” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმთან” 1:1 ითამაშა.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა “ვიტესსა” და “აიაქსს” შორის. არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ვაკო ყაზაიშივლი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.

ჩხუბები რუსულ ფეხბურთში: ჭანტურიას ინციდენტი ხუთეულშია

სამწუხაროდ, ფეხბურთი ყოველთვის სანახაობა არაა, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ფეხბურთის თამაშის მაგივრად, სხვადასხვა გუნდის მოთამაშეები ერთმანეთში ჩხუბობენ. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, გამონაკლისი არც რუსეთია, სადაც თამაშის მიმდინარეობისას, ჩხუბი არაერთხელ გაჩაღებულა.

5) “ზენიტი” 9:3 დინამო”
8 აგვისტო, 2007 წელი. რუსეთის თასის 1/8-ფინალი

ამ შეხვედრაში ყველაფერი მოხდა: სამი ფეხბურთელის გაძევება, სამი პენალტი, ორი ჰეთ-თრიკი და ჩხუბი. მოედანზე სიტუაცია პირველი ტაიმის მიწურულს დაიწყო. საბოლოოდ, არბიტრმა ინციდენტის მთავარ გმირებს წითელი ბარათები უჩვენა.

4) “ფაკელი” 2:1 “მეტალურგი”
18 ოქტომბერი, 2010 წელი. რუსეთის მეორე დივიზიონი

ამ მატში, მსაჯმა ცხრა ყვითელი და ოთხი წითელი ბარათი აჩვენა. გუნდური ჩხუბის მიმდინარეობისას კი, მაყურებელმა ჭიდაობის ილეთებიც იხილა.

3) “ალანია” 1:0 “დინამო”
19 მაისი, 2013 წელი. რუსეთის პრემიერ ლიგა

ამ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი ბევრისათვის კარგად ცნობილია, რადგან მისი ერთ-ერთი მონაწილე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურია იყო. საბოლოოდ, ჩხუბში მონაილე მოთამაშეები დისკვალიფიკაციებით დაისაჯნენ. კოკორინმა 7-მატჩიანი, ჭანტურიამ 8-მატჩიანი, ხოლო ჯუჯაკმა და დანილო ნეკომ ოთხ-ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაციები მიიღეს.

2) “ტერეკი” 0:3 “კრასნოდარი”
4 ნოემბერი, 2011 წელი. რუსეთის ჩემპიონატი, ახალგაზრდული გუნდები.

არავის არ ეგონა, რომ ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ასეთ დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. საინტერესოა ის, რომ ჩხუბში მონაწილეობა ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც მიიღეს.

1) “სატურნი” 0:1 “ცსკა”
29 აგვისტო, 2004 წელი. რუსეთის ჩემპიონატი

კიდევ ერთი გუნდური ჩხუბი… ალბათ, ყველაზე სასტიკი რუსულ ფეხბურთში, რის გამოც ის პირველ ადგილს იკავებს.

დიტო ჭიჭინაძე