ცინცაძემ ვი-თი-ბი ლიგა 9 პასით დაიწყო

გიორგი ცინცაძის დებიუტი ვი-თი-ი ლიგაში. უკრაინულმა “დონეცკმა” აღნიშნული ლიგის პირველი მატჩი შინ, სანკტ-პეტერბურგის “სპარტაკთან ჩაატარა და მეტოქე 83:65 გაანადგურა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო გიორგი ცინცაძემ, რომელმაც თავი შედეგიანი გადაცემებით გამოიჩნა. ქართველმა გამთამაშებელმა 9 პასი მიითალა, რასაც 4 ქულა და 1 მოხსნა მიამატა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ცინცაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 27:46 წუთი გაატარა.

დონეცკელთა შორის 23 ქულით საუკეთესო იყო ბენ მაკაული, ხოლო მარკო კილინგსვორტმა 19 მიითვალა. მომდევნო ტურში, 20 ოქტომბერს, “დონეცკი” ჩეხურ “ნიმბრუკს” უმასპინძლებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

გიორგი ცინცაძემ „აზოვმაშს“ 16 ქულა ჩაუგდო

გიორგი ცინცაძემ ახალი გუნდის, „დონეცკის” შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ეს მოხდა ბოლო საკონტროლო შეხვედრაში, რომელშიც დონეცკელებმა უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი – „აზოვმაში” დაამარცხეს.

ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში იყო და ასევე სასტარტო მარკო კილინგსვორტთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა 16 ქულით. დონეცკელებმა „აზოვმაში”, ვისთანაც გასული სეზონის სუპერლიგის მეოთხედფინალი 1:4 წააგეს, გუშინდელ მატჩში 78:69 დაამარცხეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი