დრეიმონგ გრინის ლამაზი დანკი (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა „კლივლენდთან“ განვლილი შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიმოფეი მოზგოვს აჯობა და ჩინებული დანკი შეასრულა.

სტეფ კარის მორიგი ბრწყინვალე პასი (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ „ვაშინგტონთან“ მატჩში მარის სპეიტს ბრწყინვალე პასი გაუკეთა. გთავაზობთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ტომპსონი 52 ქულას აგროვებს და „საკრამენტოს“ ანადგურებს (ვიდეო)

„გოლდენ სტიეტ უორიორსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა „საკრამენტო კინგსთან“ ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ჯამში, მან 52 დააგროვა, აქედან 37 ქულა მან მატჩის მესამე მეოთხედში დააგროვა, რითაც რეკორდი დაამყარა.

უესტბრუკმა „გოლდენ სტეიტი“ მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

ანგარიშით 127:115 მოგებულ მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში პირველი ტრიპლდაბლი გაიფორმა. ხსენებულ შეხვედრაში რასელის მონაგარმა 17 ქულა, 17 ასისტი და 15 მოხსნა შეადგინა.

კარიმ NBA-ს ისტორიაში მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერმა სტივენ კარიმ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1000 სამქულიანი სროლა ყველაზე სწრაფად ჩააგდო, რითაც დენის სკოტის რეკორდი (457 მატჩი) დაამტარა. ლიგაში 1000 სამქულიანის ჩასაგდებად „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელს 369 მატჩი დასჭირდა.

სტეფ კარი გასული კვირის საუკეთესო გადაცემის ავტორია (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის საუკეთესო ასისტების ამსახველ ვიდეოს.

იგუოდალამ მთელი მოედანი გაირბინა და ჩინებული დანკი შეასრულა (ვიდეო)

„გოლდენ სტიეტ უორიორსის“ ფორვარდმა ანდრე იგუოდალამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში მთელი მოედნის გარბენით ჩინებული დანკი შეასრულა.

გთავაზობთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

კლეი ტომპსონი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ანადგურებს

სანამ „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ კლეი ტომპსონის კონტრაქტის ციფრების შესახებ ფიქრობს, კალათბურთელი მაყურებლებს თავის შესაძლებლობებს უჩვენებს.

ანდრე იგუდალას ბრწყინვალე სროლა – „უორიორსის“ სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელთა მონაწილეობით გასული სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი.

სტეფ კარის საბუთების გარეშე კაფეში ლუდის შეძენის უფლება არ მისცეს

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერმა სტეფ კარიმ ჟურნალისტებს საინტერესო ამბავი მოუყვა.

„არც ისე დიდი ხნის წინ მეუღლესთან ერთად სასაუზმოდ კაფეში შევედი. იქვე ლუდის შეკვეთა მსუდა, თუმცა ოფიციანტმა მითხრა, რომ საბუთების გარეშე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მე ნამდვილად 21 წლის ვარ, ეს ვერ გამოვა. მეგონა, იგი ადვილად მიცნობდა და არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა“, – განაცხადა კარიმ.

„თუმცა ჩემი მოლოდინი არ გამართლებულა, ოფიციანტმა გოგონამ არ დაიჯერა, რომ 26 წლის ვარ. საბოლოოდ, მენეჯერთან მივედი, რომელმაც, საბედნიეროდ, მიცნო და პრობლემაც მოგვარდა“, – დაასრულა კალათბურთელმა.

„კლიპერსის“ მოთამაშეები პლეი-ოფის მეხუთე მატჩისთვის კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ მორიგ პროტესტს ამზადებენ

„იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ კალათბურთელები „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ პლეი-ოფის მეხუთე მატჩისთვის კლუბის პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის რასისტული განცხადების წინააღმდეგ მორიგ პროტესტს ამზადებენ.

წყაროს თქმით, კალათბურთელებს დრო სჭირდებოდათ, რათა საერთო გადაწყვეტილება მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ სერიის ბოლო, მეოთხე მატჩის წინ, „კლიპერსის“ კალათბურთელებმა სავარჯიში მაისურები უკუღმა ჩაიცვეს, რათა კლუბის სიმბოლო არ გამოეჩინათ. გარდა ამისა, სათამაშოდ ისინი შავი წინდებით გამოვიდნენ და ხელებზე შავი სამკლაური გაიკეთეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ლეიკერსი“ „უორიორსთან“ განადგურდა

ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის კლუბები ახალი სეზონსითვის მზადებას აგრძელებენ. გუშინ, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ შეხვდა და კალიფორნიული კლუბი 26 ქულით 115:89 გაანადგურა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული მატჩის ვიდეო მიმოხილვას: