გრეგ ოდენი 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლეს

ცენტრი გრეგ ოდენი ხუთშაბათს, საღამოს, გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლეს, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

ცნობისთვის, ოდენი, რომელმაც განვლილი სეზონი „მაიამი ჰიტის“ რიგებში ჩაატარა, ხუთშაბათს, გამთენიისას, ყოფილი გერლფრენდის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს. როგორც გაირკვა, 26 წლის კალათბურთელმა მანდილოსანს სახეში ჩაარტყა.

ოდენმა მორიგი ტრავმა მიიღო

მორიგი ტრავმა „მაიამი ჰიტის“ ცენტრს გრეგ ოდენს პარკეტზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

აგვისტოში გრეგმა განაცხადა, რომ მისი მარცხენა ფეხის მუხლი კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად, ვარჯიშებისთვის იგი მზად იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოფიციალური მატჩი ოდენმა 2009 წელს ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს, ოდენმა სრულყოფილად ივარჯიშა და ერთ ეპიზოდში ლებრონ ჯეიმსის წინაამღდეგ შესანიშნავად ითამაშა. ამის მიუხედავად, ოდენმა კვლავ ტკივილები იგრძნო, ექიმებმა კი მას ახალი დაზიანება აღმოუჩინეს, რომლის გამოც კალათბურთელს ლაზარეთში დაბრუნება მოუწევს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოდენმა ვარჯიში დაიწყო

როგორც  „Sun Sentinel“-ი იუწყება, „მაიამი ჰიტის“ ცენტრმა გრეგ ოდენმა ორშაბათს სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.

ცნობისთვის, ბოლოს ოდენმა 2009 წელს ითამაშა, რის შემდეგად მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.

„ჰიტის“ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ოდენი ორ წინასასეზონო მატჩს გამოტოვებს. საუბარია „ვაშინგტონ უიზარდსთან“ და „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩასატარებელ მატჩებზე.

ალექსანდრე მატევოსოვი