გავრცელებული ინფორმაციით, „სან-ანტონიო სპურსის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს გრეგ პოპოვიჩს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეუთანხმდა.
ახალი ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, მხარეები გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
შეგახსენებთ, რომ პოპოვიჩი ტეხასელებს 1996 წლიდან თავკაცობს. ამ პერიოდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მან ხუთჯერ მოიგო და წლის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დასახელდა.