პოპოვიჩი: „სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით იგი უკმაყოფილოა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ამჟმად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„სეზონის სტარტზე გუნდის თამაში არც ისე მომეწონა. ჩვენ სამიანზე ვთამაშობდით. შესაძლოა, ოთხიანზე მინუსითაც კი გავქაჩეთ. რამდენიმე შეხვედრაში გაგვიმართლა კიდეც“, – განცუხადა პოპოვიჩმა ESPN.com-ს.

„ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩში კი კარგად ვთამაშობდით, გუნდის თამაშს ხუთიანზე მინუსით შევაფასებდი. აღნიშნულ შეხვედრაში ბევრი კარგი მომენტიას შექმნა მოვახერხეთ“, – დაასრულა გამოცდილმა სპეციალისტმა.

პოპოვიჩი: „ცსკა-ს მოგება შეეძლო“

მოსკოვის ცსკა-სთან ოვერტაიმში ანგარიშით 95:93 მოგებული შეხვედრის შემდეგ, „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთვნელი გრეგ პოპოვიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ეს არც ისე ადვილი მატჩი იყო, რომელშიც სერიოზული მეტოქე დაგვიპირისპირდა. ამ შეხვედრის წაგებაც კი შეგვეძლო. საბედნიეროდ, პატრიკ მილსმა გადაგვარჩინა, ხოლო ცსკა-მ თავისი შანსი ვერ გამოიყენა. დღევანდელი თამაშის ჩანაწერს დიდი სიამოვნებით ვნახავ. სხვათაშორის, ეტორე მესინას მუშაობას აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ვაღიარებ, რომ ხშირად მაგალითს ევროპული კალათბურთიდან ვიღებთ“, – განაცხადა „სპურსის“ თავკაცი.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი: „ბელინელის ბოლომდე არ აფასებენ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა გუნდის ახალწვეული, იტალიის ნაკრების ლიდერი მარკო ბელინელი შეაფასა.

„თავის დროზე, მანუ ჯინობილიმ დამიმტკიცა, რომ მართალი არ ვიყავი და მისთვის დრო უნდა მიმეცა. ვფიქრობ, მარკოს შემთხვევაშიც იგივე მოხდება. მანუ და ბელინელი ერთმანეთს ჰგავენ. ჩემი აზრით, მარკოს ბოლომდე არ აფასებენ. ვგრძნობ, რომ ჩვენ სათამაშო სქემას იგი საკმაოდ სწრაფად მოერგება. მას განსაკუთრებული თვისება აქვს – ნებისმიერ დროს ბელინელის თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლია“, – განუცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა San Antonio Express-News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი ფინალური სერიის დავიწყებას ვერ ახერხებს

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ იგი ვერ ახერხებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ფინალური სერიის დავიწყებას, რომელშიც მისი გუნდი „მაიამი ჰიტთან“ დამარცხდა.

„გამიკვირდებოდა, თუ ეს ყველაფერი სწრაფად დამავიწყდებოდა. რა თქმა უნდა ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერი გამომდის“, – განუცხადა პოპოვიჩმა San Antonio Express-News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი