უჰრინის ბოლო მატჩი

ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის უკანასკნელი შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა. თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი, დინამოელთა დამრგიებელმა, დუსან უჰრინმა გუნდიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება. ჩეხი სპეციალისტი “ვიქტორია პლზენში” გააგრძელებს კარიერას.  მატჩის დასრულებისთანავე უჰრინი “გლადიატორების” ტრიბუნასთან მივიდა და ერთგულ გულშემატკივარსაც გამოემშვიდობა.

რაც შეეხება შეხვედრას. მატჩი თბილისელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა ლანჩხუთელებმა შესძლეს თამაშის გათანაბრება, რამოდენიმე მომენტიც შექმნეს და ლოგიკური გოლიც გაიტანეს. 28-ე კოშკაძის ჩამოწოდებულ კუთხურს, ვილი ისიანი გამოეხმაურა და სტუმრებიც დაწინაურდნენ. ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ გოლის გატანას. მომენტები მერებაშვილს, ვუოს და ჩისკოს ჰქონდათ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარში გურიამ ვეღარ გაუძლო დინამოელთა შეტევებს. 59′ წუთზე ჩისკომ ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა პატრიკ ვუოს ანგარიშზეა, რომელსაცს გოლი არ გაუტანია, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა ჩაატარა. მეორე გოლი “დინამომ” 80-ე წუთზე გაიტანა. მერებაშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ბობღიაშვილს შორეულ კუთხეში გაუტანა.

შეხვედრაში წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა დვალმა დასვა. 89-ე წუთზე შეტევაში წასულ ლანჩხუთელებს კონტრშეტევა გამოეპარათ. მეკარესთან პირისპირ გასულ პატრიკ ვუოს დარტმული ძელმა მოიგერია, გადმოვარდნილ ბურთზე ყველას მერებაშვილმა დაასწრო. გიორგიმ უკეთეს პოზიციაში მყოფ დვალს უპასა და ამ უკანასკნელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია – 3:1.

დინამო 3:1 გურია

გოლები: 0:1 ისიანი 28’ ; 1:1 ჩისკო 59’ ; 2:1 მერებაშვილი 80’ ; 3:1 დვალი 90’

დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (პაპუნაშვილი 64’), გლიშიჩი (მიქაბერიძე 58’), ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 83’), კვირკველია, ვუო

 გურია: ბობღიაშვილი, შენგელია, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (გაჩეჩილაძე 46’), კილაძე, კოშკაძე, ისიანი, ჯოხაძე (ტორონჯაძე 69’)

მატჩის შემდეგ

რომან პოკორა – ლანჩხუთის გურია მატჩამდე რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. ჩემს გუნდს თამაშამდე სრულფასოვანი ვარჯიშები არ ჩაუტარებია. როგორც მწვრთნელი დაფიქსირებული რეზულტატით კმაყოფილი ვერ ვიქნები. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მეტოქემ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა, თანაც დინამოს გაცილებით უკეთესი სათადარიგოთა სკამი აქვს და ეს მათ ასპარეზობაზე აისახება კიდეც.

დუშან უჰრინი – პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენ ვმარცხდებოდით. ფეხბურთელები გრძელი გადაცემების შესრულებისას მრავლად უშვებდნენ შეცდომებს. დღევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და მატჩი სასურველი შედეგით დავასრულეთ. სასიამოვნოა, რომ უახლოეს მდევარს უკვე ექვსი ქულით გავუსწარით.

დინამო VS გურია – მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ. უამინდობის გამო დინამოსა და გურიას დაპირისპირება დაგეგმილი 4 დეკემბრის ნაცვლად, 5 დეკემბერს გაიმართება. დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კომეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალას ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის გათამშებაზე პირველმა მიაღწია წარმატებას. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმც აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. გასულ სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

მწვრთნელი და გურია

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ლანჩხუთის გურიას მიმდინარე წლის 23 ივლისს ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში დავით მახარაძე, რომელიც უკრაინელმა სპეციალისტმა – რომან პოკორამ შეცვალა. ლანჩხუთის გურიამ რომან პოკორას თავკაცობით 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 5 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 თამაში ფრედ, 3 კი მარცხით.

დინამოდან – დინამომდე

ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გურიას უკანასკნელად მიმდინარე სეზონის მეოთხე ტურში დაუპირისპირდა. 2 სექტემბერს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გურიამ 2:1 მოიგო. მას შემდეგ ლანჩხუთის გურიამ უმაღლეს ლიგაში 10 თამაში გამართა. საიდანაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 6 მატჩი გამარჯვებით, 4 კი მარცხით დაასრულა. უკანასკნელ 10 მატჩში გურიამ მოწინააღმდეგე გუნდის კარში 12 გოლი გაიტანა, 11 კი საკუთარ კარში მიიღო.

დინამო VS გურია

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 22 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 67:13 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2 სექტემბერს ქობულეთში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. გურიას კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაცისს გამო, ხვალინდელ შეხვედრას დინამოდან რუმინელი ლეგიონერი, დორინ გოგა გამოტოვებს, გურიას კი კობა შალამბერიძე დააკლდება.

დინამო VS გურია – მსაჯი

დინამო თბილისისა და გურიას ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე 17:00 საათზე გაიმართება, გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ლ. სილაგავა შეასრულებს.

გურია. სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბობღიაშვილი – გაჩეჩილაძე, ჩუენსუ, ჩიკვილაძე, ჭეიშვილი – კოშკაძე, ჯოჯუა, ტორონჯაძე, ჯიშკარიანი – ისიანი, ჯოხაძე

FCDinamo.GE

თბილისში “გურიას” ძირითადი მოდის

როგორც ლანჩხუთის “გურიას” ფეისბუქის გვერდი იტყობინება, ხვალ “დინამო არენაზე” თბილისის “დინამოს” ლანჩხუთელები ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, და არა დუბლშემადგენლობით, როგრც ეს აქამდე იყო ცნობილი.

საფეხბურთო კლუბი „გურია“ ლანჩხუთი

გილოცავთ! 

როგორც შევიტყვეთ შეთანხმება მოხერხდა და ხვალ გასამართ ,,დინამო” – ,,გურიას” მატჩზე ლანჩხუთის ,,გურიას” ძირითადი გუნდი იასპარეზებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს და ხვალ ერთად დავუდგეთ გვერდში ლანჩხუთის ,,გურიას”! 

სფფ-ის აღმასკომის გამაფრთხილებელი წერილი ლანჩხუთის „გურიას“

3 დეკემბერს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის დაგეგმილი სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა სხდომა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ საკითხის განხილვით დაიწყეს. მოცემულ ეტაპზე, კლუბში მძიმე იურიდიული და ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელებს არ აუღიათ 5 თვის ხელფასი და აქედან გამომდინარე, ისინი გაფიცვას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციას, „გურიას“ ფეხბურთელების სახელით, საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბესო აბაშიძემ, სადაც ასოციაცია და ფეხბურთელები ფედერაციას მათი უფლებების დაცვას სთხოვენ.

აღმასკომი დიდხანს განიხილავდა ამ საკითხს და საბოლოოდ, კომიტეტმა შეიმუშავა წერილი, რომელიც გაეგზავნა ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორს – კობა მირზაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს – ამირან გიგინეიშვილსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს – ზაზა ურუშაძეს. წერილში  ნათქვამია:

„მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარის წერილი საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ფეხბურთელების მიმართ კლუბის მხრიდან კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, რომელიც გამოიხატა 5 თვის ხელფასის გადაუხდელობაში, რაც შემდეგში შესაძლოა აისახოს ფეხბურთელების გაფიცვაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად მოითხოვს, უმოკლეს ვადაში კლუბის უფლებამოსილი პირებისგან წინამდებარე წერილში აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას და ფეხბურთელთა კანონის შესაბამისი უფლებების დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმოქმედებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატის დებულების შესაბამისად.“

„ფიფა და უეფა ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ლანჩხუთის „გურიასთან“ მიმართებაში სიტყვა „თუ“ არსებობდეს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონატის ლიდერებს შორისაა და ასპარეზობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ, ამიტომ მივეცით კლუბს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა“ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ.

ამის შემდეგ, აღმასკომმა დაამტკიცა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების სააპელაციო ორგანოს შემადგენლობები.

სხდომის ბოლო საკითხად კი, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს გააცნო იდეა 20-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარების შესახებ, რომელიც უპირველესად, ასაკობრივი ნაკრებებისთვის მომზადებული ფეხბურთელების მიწოდებას მოემსახურება. აღმასკომმა იდეა მოიწონა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატის პროექტი მოამზადონ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ და გენერალურმა სამდივნომ. ამის შემდეგ, პროექტი განსახილველად კვლავ აღმასკომს წარედგინება. ჩემპიონატის ჩატარების ყველა ხარჯს სფფ გაიღებს. კლუბებს კი, დაევალებათ ჩემპიონატში გუნდების გამოყვანა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ 17-20 წლის ფეხბურთელებით.

ეს ჩემპიონატი ჯერ კიდევ გასულ სეზონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მოხდა ისე, რომ გათვალისწინებული თანხა უმაღლეს ლიგას მოხმარდა და შესაბამისად, ეს იდეა აქამდე ვერ განხორციელდა.

სფფ-ის პრესსამსახური

გურია VS დინამო – ურთიერთშეხვედრები

4 დეკემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 22 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 67:13 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2 სექტემბერს ქობულეთში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. გურიას კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

P.S. 4 დეკემბერს დინამო თბილისს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2011 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXIII გათამაშების მეთექვსმეტ ტურის მატჩში დინამომ გორის დილას უმასპინძლა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები კარლეს კოტომ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

FCDinamo.GE

“გურია” მოედანზე აღარ გავა?

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ, რომლის წევრები ლანჩხუთის “გურიას” ფეხბურთელები არიან განცხადება გაავრცელა.

საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია აფრთხილებს სკ გურიას ხელმძღვანელობას, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი ფეხბურთელების (რომლებიც ამავე დროს ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები არიან) წინაშე არსებული სახელფასო დავალიანებების ჯეროვანი დაფარვა ამა წლის 3 დეკემბრამდე, “გურიას” ფეხბურთელები გამოიყენებენ კანონით გარანტირებულ გაფიცვის უფლებას და არ გავლენ სათამაშოდ საქართველოს ჩემპიონატის არც ერთ მომდევნო თამაშზე.

2013 წლის 30 ნოემბერი

სკ „გურიას“ დირექტორს ბატონ კობა მირზაშვილს
ასლი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას

სკ „გურიას“ ფეხბურთელთა სრული შემადგენლობის

წარმომადგენელი: საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე
ბესარიონ აბაშიძე (ტელ:577446985, 571070778)
ელ.ფოსტა: Beso@gefa.ge

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნისა და მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფეხბურთელთა გაფიცვის შესახებ)

ბატონო კობა,
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბში „გურია“ (შემდგომში „კლუბი“) დასაქმებულ ფეხბურთელთა სრულ შემადგენლობასთან სხვადასხვა დროს გაფორმებული დასაქმების ხელშეკრულებების (შემდგომში „ხელშეკრულება“) შესაბამისად, „კლუბს“ ერიცხება ფეხბურთელების ორიდან ხუთ თვემდე სახელფასო დავალიანება, რომლის გადახდაც მრავალჯერ განხორციელებული დაპირების მიუხედავად, – დღემდე არ განხორციელებულა.

გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამა წლის 03 დეკემბრამდე კლუბის მხრიდან არ მოხდება „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება თითოეული ფეხბურთელის სახელფასო დავალიანების სრულად გადახდაში, გამოვიყენებთ „საქართველოს შრომის კოდექსით“ ჩვენთვის მონიჭებულ გაფიცვის უფლებამოსილებას და უარს განვაცხადებთ „ხელშეკრულების“ შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულებაზე, რაც გულისხმობს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას მანამ სანამ არ მოხდება არსებული სახელფასო დავალიანების სრული და ჯეროვანი გადახდა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უახლოესი ტური საქართველოს ჩემპიონატში იმართება ამა წლის 4 დეკემბერს, რომელშიც სკ „გურია“ სკ „დინამო თბილისს“ უნდა დაუპირისპირდეს და იმ შემთხვევაში, თუ, ამ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიყენებთ რა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გაფიცვის უფლებას, – უარს ვაცხადებთ 4 დეკემბრის და სხვა ნებისმიერ შემდგომ თამაშში მონაწილეობის მიღებაზე, მანამ სანამ არ მოხდება სახელფასო დავალიანებების ჯეროვანი გასტუმრება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამა წლის 03 დეკემბრამდე ჯეროვნად მოახდენთ დავალიანების დაფარვას და თავიდან აარიდებთ კლუბს შემდგომ გართულებებს.

პატივისცემით,

სკ „გურია“-ს ფეხბურთელები

 

 შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, “გურია” წლევანდელი უმაღლესის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.  გუნდი, რომელიც ყველა საშინაო შეხვედრას ნეიტრალურ მეოდანზე ატარებს, გათამაშების სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

„გურია“ დაშლის პირასაა

ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები კლუბის ხელმძღვანელობისგან ხუთთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. გუნდი დღეს ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურში ბოლნისის „სიონთან“ მატჩში მოედანზე გასვლასაც არ აპირებდა, თუმცა გულშემატკივრების თხოვნით შეხვედრა მაინც ჩატარდა. მატჩი ლანჩხუთელებმა ანგარიშით 1:2 დათმეს. „გურიას“ ფეხბურთელები ამბობენ, რომ თუ კლუბის ხელმძღვანელობა მომდევნო ტურამდე დავალიანებას არ დაფარავს, გუნდი „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და იმედია, გადმოგვხედავს ვინმე. არ შეიძლება ასე. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, მხოლოდ ეს ხალხი გვიდგას გვერდში“, – აღნიშნა „გურიას“ ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ.

„ლანჩხუთის „გურია“ არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, ლანჩუთის ხელისუფლება, გამგეობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „გურია“ არ დაიშალოს და ფეხბურთელებს დავალიანება დაუფაროს. პრობლემები არის, მაგრამ ყველაფერი მოგვარებული იქნება“, – განაცხადა „გურიას“ დირექტორმა კობა მირზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.

ბექა დოგრაშვილი

ს/კ ლანჩხუთის “გურიას” განცხადება

ამ საღამოს ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ლანჩხუთის „გურიას“ ირგვლივ ხვალ, ბოლნისის სიონთან გასამართ თამაშთან დაკავშირებით. გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და განვაცხადოთ: რომ კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი ხვალინდელ მატჩზე გავიდეს სათამაშოდ და წარმატებული გამოსვლა გააგრძელოს საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში.

ასევე გვინდა დავამშვიდოთ „გურიას“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ ერთგულებისთვის და დავპირდეთ, რომ ლანჩხუთის „გურია“ არ დაიშლება და იგი კვლავ, არაერთგზის გაახარებს მათ იმ თამაშით, რომელმაც ჩემპიონატის მსვლელობაში ერთი-ორად გაზარდა ქომაგთა ინტერესი და ფეხბურთის სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნულ განცხადებას, ლანჩხუთის “გურია” საკუტარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა ტურნირს უმასპინძლებს

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა კლუბებს შორის მინი ფეხბურთში ერთდღიან ტურნირს „დასავლეთის თასს“ უმასპინძლებს. ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ გარდა, რომელიც ამ გათამაშებას ორგანიზებას უკეთებს, მასში წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი გუნდების ქომაგთა კლუბები: საჩხერის „ჩიხურა“, ლანჩხუთის „გურია“, „ზესტაფონი“, ბათუმის „დინამო“, „ზუგდიდი“. ასევე, „უნსო“(ქუთაისი) და „ქართული სპორტის ქომაგები“.

დღეს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე აღნიშნული ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, რითაც გუნდები ორ ჯგუფად დაიყვნენ:

A ჯგუფი: „ჯუნგლები“(ქუთაისი), „აბრაგები“(ზუგდიდი), პირატები(ბათუმი) და „ჩიხურას“ ფანები(საჩხერე)

B ჯგუფი: „უნსო“(ქუთაისი), „ქართული სპორტის ქომაგები“, „ზესტაფანები“(ზესტაფონი), „გურიას“ ფანები(ლანჩხუთი)

ნახევარფინალში ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. მატჩებზე დასწრება უფასო იქნება.

FCTorpedo.GE

დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტური

30 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ლანჩხუთის ”გურიის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ტერზიჩი (გიორგაძე, 46 (ნაცვლიშვილი, 76)), რობაქიძე, შალამბერიძე, ახალაძე, ჭანკოტაძე, რეკრუკი (მიქელთაძე, 46), ენდელაძე, სარდალიშვილი, კვარაცხელია (ლაშხია, 46), კვერნაძე (მაკარიძე, 51).

შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და 16-ე წუთზე მათი სწრაფი შეტევა ოთარ კვერნაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. მარგველები ამის შემდეგაც განაგრძობდნენ შეტევებს ლანჩხუთელთა კართან და რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა მათთვის სამწუხაროდ, ანგარიშის გაზრდის ყველა ეს შესაძლებლობა გააცუდეს.

სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დებიუტში, 54-ე წუთზე, მოახერხეს – ზუსტი დარტყმით თავი გუგა მახარაძემ გამოიჩინა. ამის მიუხედავად, მალევე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ – 60-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ გრძელი გადაცემით სტუმართა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ავთო ენდელაძე, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

იმერლებმა საქმე გაკეთებულად ნაადრევად ჩათვალეს და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც – 70-ე და 71-ე წუთებზე ლანჩხუთელთა შემტევმა თეიმურაზ შარაშენიძემ ზედიზედ ორჯერ შეირგო ზესტაფონელ მცველთა “საჩუქრები”, დუბლიც გაიფორმა და თავის გუნდიც დააწინაურა.

87-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა – მარგველთა ერთ-ერთი შეტევისას ლანჩხუთელი მცველის მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა უნდა დანიშნულიყო, თუმცა მატჩის არბიტრმა მასპინძლებს შეტევის დასრულების საშუალება მისცა და მიხეილ სარდალიშვილმა თავის შანსი მშვიდად გამოიყენა. შეხვედრის ბოლო წუთები ზემოიმერული კლუბის დუბლიორებმა, რომლებიც გამარჯვების გოლის გატანას ცდილობდნენ, შეტევებში გაატარეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა – ფრე 3-3.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დოსტანიჩი: “გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა”

“გურიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა, რატკო დოსტანიჩმა განაცხადა, რომ გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. სერბი სპეციალისტის აზრით, იმერლებს მეშვიდე ტურის მატჩში აღებული სამი ქულა ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას გაუწევს.

“უპირველესად, დიდი მადლობა ქომაგებს ბოლომდე მხარდაჭერისათვის – დღევანდელი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. მართალია, წინა მატჩებისაგან განსხვავებით, დღეს ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა და ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება. არ მიყვარს ფეხბურთელთა გამოყოფა, მთავარია, რომ გუნდმა მის წინაშე დასახული ამოცანა შეასრულა. ბოლომდე გახარჯვისათვის მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო… შემადგენლობაში ადგილს ჩვენი გუნდის ის ფეხბურთელი დაიმსახურებს, ვინც მზადების პროცესში მაქსიმალურად გაიხარჯება”, – ამბობს დოსტანიჩი.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ლანჩხუთელებთან მატჩის წინათქმა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდიქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზელანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას”უმასპინძლებენ.

კვირას გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე სახელოვანი წარსულით იწონებს თავს. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი რაიონული ცენტრის წარმომადგენელმა გუნდმა საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაღწევა მოახერხა და საბჭოთა ფეხბურთის ელიტაში რამდენიმე სეზონი გაატარა. ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი, სწორედ “გურიამ” მოახერხა ეროვნული თასის პირველსავე გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება – ფინალურ შეხვედრაში გურულებმა ანგარიშით 1-0 სოხუმის “ცხუმი” დაამარცხეს.

დღემდე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ლანჩხუთლებს ეროვნული ჩემპიონატის ერთსა და იმავე დივიზიონში არასდროს უასპარეზიათ და ერთმანეთს პირველად სწორედ 29 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს ორჯერ, 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში, დაუპირისპირდნენ.

2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძისგოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ზესტაფონელთა ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემგამოიჩინა.

მოულოდნელად დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა სენსაციური მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე,ლაშა  ჩალაძედავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებმა მოიპოვეს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის კვირას, 29 სექტემბერს, გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი ჩვენს საიტზე გადაიცემა …

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური